გიორგი გახარია

30 Oct. 2024, 20:31

ოცნებამ და პერსონალურად ივანიშვილმა რასაც მიაღწია, მიაღწია იმას, რომ ქვეყანაში წაგვართვა არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობის და ახლა წაგვართვა ევროპული მომავალიც. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ილაპარაკონ დამკვირვებლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ასე შემდეგ, ორი ფუნდამენტური საკითხი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ — ჩვენ ვართ ის საზოგადოება, სადაც შესაძლებელია არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება თუ არა და მეორე, ჩვენი მომავალი არის ევროპული კავშირი თუ არა. საბოლოოდ, ეს არჩევნებიც არ ყოფილა იმაზე, პარლამენტში ვინ შევიდოდა და ვინ არა, ეს არჩევნები იყო იმაზე, ქვეყანაში არჩევნები, როგორც ინსტრუმენტი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების შენარჩუნდებოდა თუ არა, თუ ამ ერთადერთ ბოლო ინსტიტუტსაც წაგვართმევდნენ, მოგვპარავდნენ — მოგვპარეს და მეორე, ამ არჩევნების შემდეგ ევროკავშირი იტყოდა, კი, არჩევნები ჩაატარეთ დემოკრატიულად, მოდით გავაგრძელოთ, ესეც მოგვპარეს.


ახლა, ამის შემდეგ გინდა გამოძიება ჩაატარონ, აი, რაც არ უნდა მოიფიქრონ, კანონი უკან წაიღონ, რა მნიშვნელობა აქვს მითხარით, დღეს ამ რუსულ კანონს წინ წაიღებენ თუ უკან წაიღებენ, რა მნიშვნელობა აქვს ამას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა დათმობაა,ა ადამიანებმა ფაქტობრივად ბოლო არჩევნების შემდეგ საბოლოოდ გააფორმეს ერთპიროვნული ავტორიტარული მმართველობა. თქვენ ხომ არ გგონიათ, კობახიძე იძლევა მართლა დავალებებს გააყალბეთ არჩევნებიო? დარწმუნებული ვარ ამ ბავშვებმა, ესენი რომ ამბობენ არჩევნები არ გაყალბებულა, მჯერა მათი, მათ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება მათ უკან და მათ უკან მთელი სისტემა მუშაობს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი…