ჯოზეფ ბორელი

30 Oct. 2024, 19:08

საქართველომ საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, რომელიც გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ეს საჭიროებს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოძიებას და გარკვევას. ამ დარღვევას სათითაოდ განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ ისინი ბევრია. ზოგიერთი მათგანი ძალიან სამწუხაროა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ გამოაცხადეს, პირიქით. ასე რომ, ისეთ სივრცეში ვართ, რომელიც გამოძიებას საჭიროებს, რათა გაირკვეს რა მოხდა, რა მასშტაბია დარღვევების და როგორი გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე.

ეს აძლიერებს ტრენდს, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირებისგან ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით — ქვეყნის ევროკავშირისგან დაშორება, დაშორება მისი ღირებულებებისგან და პრინციპებისგან.

ჩვენი ანგარიში ნათელი გზის წინადადებით გამოდის ხელახლა ჩართულობისთვის. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება საქართველოს ლიდერებში - ჩვენ ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის.

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის გაწვევა, რომელსაც ცუდი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებზე, და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონის გაწვევა, ვინაიდან, დისკრიმინაცია ღირებულება არ არის ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ერთგულების პირველი ნიშნები საქართველოს ლიდერებისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია ახლოდან დავაკვირდეთ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო დღეებში განვითარდება, რომლებიც ეხება გამოძიებას და დარღვევების შესახებ განმარტებებს, რომლებიც არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფებმა აღნიშნეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის…