მოქალაქეები წერენ, რომ დღეს დასავლეთ საქართველოსკენ ტრანსპორტის დიდი ნაწილი არ დადის
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისიდან, კერძოდ კი დიდუბის ავტოსადგურ ოკრიბადან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ტრანსპორტის დიდი ნაწილი არ დადის.
მოქალაქე მელანო კობახიძე Facebook-ზე წერს, რომ ამის მიზეზი გუშინ, 23 ოქტომბერს, ქართული ოცნების მიერ თბილისში გამართული აქციაა. მოქალაქის თქმით, მას უთხრეს, რომ ყველა მძღოლი გუშინდელ აქციაზე ჰყავდათ წაყვანილი, სახლებში დილით დაბრუნდნენ და დღეს სამუშაოდ 1-2-ის გარდა, არავინ გასულა.
"დღეს, 24 ოქტომბერს, დიდუბეში, ავტოსადგურზე დასავლეთისკენ მიმავალი ავტობუსები, ფაქტობრივად, არ დამხვდა. ეს მაშინ, როცა მინიმუმ ყოველ ერთ საათში 2-3 ტრანსპორტი გადიოდა ხოლმე. ეს ყოველთვის ასე იყო. წლებია, დავდივარ და მსგავსი შემთხვევა, რაც დღეს იყო, არასდროს ყოფილა. ხალხის აუარება რაოდენობა უბრალოდ იდგა და ელოდებოდა.
რადგან ბევრი ძიების შემდეგ მივხვდი, რომ არცერთი ხაზის მანქანა არ იყო და ვერაფერს გავყვებოდი, გადავწყვიტე, ბილეთი ხვალისთვის მაინც დამეჯავშნა, იმის მიუხედავად, რომ ვიცი, ხვალ გზაზე კატასტროფა იქნება. მოკლედ, ვურეკავ მძღოლს, რომელიც მეუბნება, რომ მანქანა გაფუჭებული ჰყავს და ხვალ, 3-4 საათამდე თბილისიდან ტყიბულის მიმართულებით არაფერი გავა. ვურეკავ მეორე მძღოლს და ის მეუბნება, კი, სამ საათზე გავდივარ, მაგრამ დილით მაინც დამირეკე, რამე არ შეიცვალოსო. გამოვბრუნდი უკან. ისევ ზღვა ხალხი დგას სალაროებთან და ელოდება.
შემდეგ ვიფიქრე, მოდი, ქუთაისის მარშრუტის ამბავს მაინც მოვიკითხავ-მეთქი. მივდივარ და სალაროში ქალი მეუბნება, თუ გინდა, დაელოდე, მე რა ვიცი, როდის მოვაო. მესაუბრება ცინიკურად და აგდებით, შეგრძნებით, რომ არ აინტერესებს ის, რაც ხდება. ამას უსმენს ხალხი და რეაქცია არ აქვს, რომ არ არსებობს არავითარი განრიგი და ბედის ამარაა ამდენი ხალხი დატოვებული. ამ ქალს საბოლოოდ ვათქმევინე, რომ 2 საათში მოვიდოდა ტრანსპორტი, მაგრამ შევძლებდით თუ არა წასვლას ყველანი? - რა თქმა უნდა, ვერა, რადგან ხალხის ნაკადი იზრდებოდა და იზრდებოდა.
საბოლოოდ, შემამჩნია ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა და მითხრა, ჩემს ნაცნობს გამოვიძახებ, 4 ადამიანს ვიპოვი და მისი მანქანით წავიდეთო. და როცა მისი ნაცნობი მძღოლი მოვიდა, მან მითხრა, რომ გუშინდელ აქციაზე ჰყავდათ ყველა მძღოლი წაყვანილი, დილით დაბრუნდნენ სახლებში და არავინ არ გამოსულა დღეს 1-2-ის გარდაო.
აი, ასეთი ქვეყანაა, ასეთი რეალობაა. მართლა არ ვიცი, რა სიტყვა შეიძლება ვიპოვო იმ ჯოჯოხეთის აღსაწერად, რაც ბოლო 2 საათის განმავლობაში თავს გადამხდა. თავს ვგრძნობდი უუფლებო მონად, რომლის ბედიც არავის აინტერესებს.
მე ამას არ ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს. არ ვასწავლი დუმილს და არც უსამართლობაზე თვალის დახუჭვას და არასდროს შევეგუები ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მოქალაქის არანაირი უფლება არაა დაცული და იმის გამო, ხელისუფლებამ ხალხი დაშინებით და მუქარით დედაქალაქში ჩამოიყვანოს, იმის გამო, რომ მძღოლებს, თურმე, აქციაზე შემოაღამდათ, ასე მოირღვეს და მოიშალოს ყველაფერი.
ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ვიცი, ეს უმცირესია, როგორი უსამართლობაც ამ ქვეყანაში ტრიალებს. და აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ 100 ადამიანიდან როცა ერთი იღებს ხმას და მერე იმ ერთს მხოლოდ ერთი დაუდგება გვერდით, ასეთი შეგნებით ცხოვრება არ შეიძლება. ასეთ შეგნებას მიჰყავს ქვეყნები დიქტატურამდე.
P.S. ჰო, საბოლოოდ იმ მგზავრის დახმარებით წავედი. ფეხითაც წავიდოდი, ოღონდ ჩემი ხმა არ დაიკარგოს და ეს საშინელება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს". — წერს მელანო კობახიძე.
იგივე პრობლემის შესახებ დაწერა ჯგუფ დაიტოვეში მოქალაქე მარიამ ქოჩიაშვილმა.
"დიდუბეში ვართ უამრავი ხალხი, დასავლეთის ავტობუსები არ არის. თუ ვინმემ უნდა გამოიაროთ და იქით მიდიხართ , გაგვიყოლეთ რა. პირადად მე თანხას გადაგიხდით ჩვეულებრივად". — წერს ქოჩიაშვილი.
ამ პრობლემის გამო, მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოსკენ გამგზავრებას ჯგუფ დაიტოვეში აორგანიზებენ და მსურველებს ტრანსპორტირებას სთავაზობენ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები