PEN INTENRATIONAL-სა და PEN საქართველოს ერთობლივი განცხადება
ფოტო: PEN-International
გუშინ PEN INTENRATIONAL-მა და PEN საქართველომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს ჰომოფობიური კანონის მიღებას. განცხადებაში საუბარია იმ შედეგებზე, რაც შეიძლება აღნიშნულმა კანონმა კულტურის სფეროსა და მთლიანად ქვეყანას მოუტანოს.
"PEN International დგას ქართველი მწერლების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების გვერდით, რადგან საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კრემლის მეთოდებით შემუშავებული კანონების მიღებას, რომელთა მიზანია კრიტიკული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო საზოგადოების ნგრევა. ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს," აცხადებს მა თიდა, PEN International-ის პატიმრობაში მყოფი მწერლების საკითხებზე მომუშავე კომიტეტის თავმჯდომარე.
3 ოქტომბერი, 2024 — საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისუფლებისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა, აცხადებენ PEN International და PEN საქართველო, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ეს კანონი აბრკოლებს ჟურნალისტებს, გააშუქონ ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხები და კრძალავს საჯარო შეკრებებს, რომლებსაც კანონი აღწერს, როგორც "ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას". საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები იმ კანონების გასაუქმებლად, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლების შესაზღუდად და უნდა იმოქმედოს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას სხვა მოქმედ კანონებშიც, მათ შორის კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. ახალი ცვლილებები უკრძალავს მაუწყებლებს ისეთი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიიჩნევა "ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის პოპულარიზაციისკენ" მიმართულად და ისჯება საგანგებოდ დაწესებული ჯარიმებით. კანონი კრძალავს საჯარო შეკრებებს ან დემონსტრაციებს, რომლებიც ხელს უწყობს "ლგბტ პროპაგანდას" და ფილმებისა და წიგნების ცენზურის სამართლებრივ საფუძველს უქმნის ხელისუფლებას. კანონპროექტმა გამოიწვია ეროვნული და საერთაშორისო პროტესტი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა მის ხელმოწერაზე და კანონი პარლამენტში დააბრუნა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სავარაუდოდ კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კანონპროექტის მხარდამჭერი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრი. კანონპროექტი ძალაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 60 დღეში უნდა შევიდეს.
ეს კანონი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული რუსული კანონების სერიის ნაწილია: მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, 2024 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, და ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ დარბევის სასტიკი მეთოდებიც გამოიყენა. ამ კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს საქართველოს ფარგლებს გარედან იღებენ, უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები" და კანონი მათ დრაკონულ მოთხოვნებს უყენებს. კანონი აგრეთვე დამატებით უფლებამოსილებას აძლევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ჩაატაროს "საფუძვლიანი გამოძიება" ორგანიზაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელშეუხებელია მოქალაქეთა გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება. საქართველო არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა (ICCPR) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) წევრი სახელმწიფო და შესაბამისად, ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას და შეასრულოს ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები. PEN International და PEN საქართველო მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა და დაუყოვნებლივ გააუქმოს / შეცვალოს ყველა კანონი, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის კანონები "უცხოელი აგენტებისა" და "ოჯახური ღირებულების" შესახებ. საქართველოში მოქალაქეთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაზღუდად რუსული სტილის კანონების შემოღების მცდელობები დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს" — წერია განცხადებაში.
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
კომენტარები