Sky News: სანქციების მიუხედავად ევროპული მანქანები რუსეთში საქართველოდანაც გადაჰყავთ
დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ძვირადღირებული ავტომობილები რუსეთში მაინც შედის, ეს კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მეშვეობით ხდება, — ამის შესახებ ბრიტანულმა ტელევიზიამ Sky News-მა საგამოძიებო სიუჟეტი გამოაქვეყნა
Sky News-ის ჟურნალისტი ლარსის საბაჟოზე იმყოფებოდა და ადგილზე დააკვირდა გამშვებ პუნქტს, სადაც ევროპიდან ჩამოყვანილი მანქანები აღმოაჩინა. საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, მანქანების რუსეთში გადაყვანის ერთ-ერთი გზაა ლარსამდე ავტომობილები სომხეთში დაარეგისტრირონ და განაბაჟონ. ზოგჯერ რუსეთში მანქანების გადამყვანებს იმასაც ურჩევენ, რომ თქვან, არა რუსეთში, არამედ ყირგიზეთში მიდიან რუსეთის გავლით.
ბრიტანული მედიის ცნობით, ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ ამ მანქანებზე გაიცემა ტრანზიტული სარეგისტრაციო ნომრები, რის შემდეგაც მათ საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ; და რადგან ქართველებს შეუძლიათ უვიზოდ გამგზავრება რუსეთში, მათ მხოლოდ მანქანების საზღვრის მიღმა გადაყვანა სჭირდებათ, სადაც სხვა ჯგუფი დახვდებათ.
როგორც Sky News იუწყება, მანქანები ზოგჯერ თბილისის შოურუმებიდან, ხან საქართველოს პორტებიან, ხანაც ევროპიდან ან აზერბაიჯანიდან მოჰყავთ. ძირითადად, გადამზიდმა მძღოლებმა არ იციან მანქანების წარმომავლობა.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, როდესაც მანქანები საზღვართან მიჰყავთ, საჭირო დოკუმენტების გამზადებამდე მათ ავტოსადგომებზე ტოვებენ.
"მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს, საქართველომ საკუთარი აკრძალვები შემოიღო რუსეთში მანქანების გაგზავნაზე. თუმცა, არსებობს მისგან თავის არიდების უამრავი საშუალება, რაც შესაძლებელს ხდის მანქანების გადაზიდვას", – წერს Sky News.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა კვლავ ძლიერია, მოსკოვში არ არის მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საქონლის დეფიციტი, ამასთანავე საქართველომ და აზერბაიჯანმა უზარმაზარი ეკონომიკური სარგებელი ნახეს არაფორმალური ვაჭრობით.
"მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ავტომწარმოებლები და ხელისუფლება ამტკიცებენ, რომ ყველაფერს აკეთებენ ამ არაოფიციალური სავაჭრო მარშრუტების შესაჩერებლად, ალბათ, ყველაზე გასაოცარი შედეგი ჩვენი გამოძიებიდან არის ის, რომ საქართველოში არავინ ცდილობს დამალოს, რა ხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაღალი კლასის ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა შევიდეს, მაგრამ ისინი ყოველდღე სათითაოდ გადიან საზღვარს. ყველამ იცის რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად", – წერს Sky News.
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
კომენტარები