რატომ აქვთ ლემურებს ორი ენა
რა იქნებოდა ორზე მეტი ხელი რომ გვქონოდა?! ალბათ, არც დამატებით ფეხებზე ვიტყოდით უარს, მაგრამ რას იტყვით ორ ენაზე? ეს შეიძლება ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ლემურებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
თუ გაინტერესებთ სად ინახავენ ლემურები მეორე ენას, გადახედეთ ინტერნეტში არსებულ მასალებს, სადაც ეს ცხოველები ენას ყოფენ. მეორე ენის დასაფიქსირებლად, გამოსახულებას უფრო ახლოდან უნდა დავაკვირდეთ. ასეთ შემთხვევაში შენიშნავთ, რომ ლემურებს მეორე პატარა ენაც აქვთ. ეს ორგანო ძირითადი ენის ქვეშაა.
ძირითადი ენისგან განსხვავებით, მეორე ენა სენსორულ ფუნქციებს არ ასრულებს. ლემურებში მეორე ენა პირველად მე-20 საუკუნეში აღმოაჩინეს და თავიდან მიიჩნეოდა, რომ მას საერთოდაც დანიშნულება არ გააჩნდა. შესაბამისად, მკვლევრების აზრით, ეს უბრალოდ ვესტუგიური სტრუქტურა იყო.
თუმცა, დღეს მიიჩნევა, რომ მეორე ენა დაკავშირებულია ლემურის ანატომიის კიდევ ერთ უჩვეულო ნაწილთან — "კბილის სავარცხელთან". ეს არის ექვსი გრძელი კბილის კრებული, რომელიც ლემურებს ქვედა ყბის წინა მხარეს აქვთ. კბილების ეს გროვა სავარცხელს წააგავს.
სახელის მსგავსად, ეს კბილები პირის ღრუს მოვლისთვის გამოიყენება. ამასთან, ამ სტრუქტურით ლემურებს ბეწვის დავარცხნაც შეუძლიათ, რითაც არასაჭირო ნარჩენებს იშორებენ.
ამ პროცესში ლემურებს შეიძლება კბილებში (სავარცხელში) ბეწვი გაეჭედოთ. სწორედ ამისთვის აქვთ მეორე ენა, რომელიც კბილის ჩხირის ფუნქციას ასრულებს.
კომენტარები