ულრიხ ლეხტე

ბუნდესტაგის წევრი

6 Sep. 2024, 15:31

"ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები აქ საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა — ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის". 

ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ილონ მასკი: ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ეს იქნება ბოლო "ნამდვილი არჩევნები"
  2. ბათუმში, სანაპიროსთან, ერთ-ერთ რესტორანთან, რუს ტურისტს მეხი დაეცა
  3. ჩეჩნეთში ქვიარ კაცებს უკრაინაში საომრად წასვლას აიძულებენ
  4. მარია ზახაროვა: აშშ-სგან საფრთხის შემთხვევაში, ორ ძალას [რუსეთს და ჩინეთს] შეუძლია “პოტენციალის გაერთიანება“
  5. დუგინი: ბირთვულ იარაღს ან რუსეთი უკრაინაში, ან დასავლეთი რუსეთში გამოიყენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თეა ტაბატაძე: ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის

"ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსთვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში…