ნილს შმიდი

ნილს შმიდი

6 Sep. 2024, 14:37

"ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიის მომავლისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით წავიდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ ამ არჩევნების კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები აფასებენ დემოკრატიას და მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასევე იცით, რომ მიმდინარეობს არიან საერთაშორისო დამკვირვებლების მისიების მომზადება და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები.

…მეორე გზავნილი ეხება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას — საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. ეს ძალიან ცხადია, ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას".

ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  3. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  4. უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
  5. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია

"მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე…