შალვა პაპუაშვილი

4 Sep. 2024, 14:52

"ამ შემთხვევაში საუბარია არა სქესის შეცვლაზე, არამედ მიკუთვნებაზე. მიკუთვნება არის სუბიექტური დამოკიდებულება, საკუთარი თავი სხვა სქესს მიაკუთვნო... მართალია, საქართველოში სქესის მიკუთვნება სამართლებრივი მნიშვნელობით დაუშვებელი იქნება, მაგრამ შეიძლება ადამიანი სხვა ქვეყანაში წავიდეს - პირობითად ოპერაციას ჩაიტარებს იმისთვის, რომ საკუთარი სხეული სხვა სქესს მიამსგავსოს და სქესის ცვლილება სხვა ქვეყანაში იურიდიულად გააფორმოს. ამიტომაც ტერმინოლოგია ზუსტად არის შერჩეული — ერთი არის ბიოლოგიური სქესი, რომელიც ქრომოსომებით განისაზღვრება და სწორედ ამაში იგულისხმება გენეტიკა. მეორეა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ეს არის ცვლილება, არამედ, ეს არის ის, რომ საკუთარი თავი სამართლებრივად და ვიზუალურად მიაკუთვნო, შესაბამისი შედეგებით.

სრულწლოვანს არავინ უშლის, საკუთარ სხეულს შეუძლია დამართოს რაც უნდა. მათ შორის ქართული კანონმდებლობა თვითდაზიანებაზე არავის არ სჯის. ადამიანი თვითმკვლელობაზეც მიდის და არც ეს მცდელობა ისჯება, მაგრამ საქართველოში ევთანაზია დაშვებული არ არის.

ამ შემთხვევაში საუბარია ამ პროცესში სხვის ჩართულობაზე და არა იმაზე, ადამიანი საკუთარ სხეულს რას დამართებს — ადამიანმა საკუთარ სხეულს რაც უნდა ის დამართოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს…