შალვა პაპუაშვილი

2 Sep. 2024, 14:02

"მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში ფრანკენშტეინის მონსტრი გამოძერწეს, რომელიც, აქამდე, უპირობოდ უტევდა სახელმწიფოს, ახლა კი საკუთარ რიგებში კანიბალიზმს მიჰყო ხელი. ეს გახლავთ ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გაუთვალისწინებელი შედეგი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის.

არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ან ადგილობრივ დონორებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამგვარი ქმნილება, დასავლური შეფუთვის ქვეშ, ბოლშევიკური ქცევის ნიშნებს ამჟღავნებს. დემოკრატია პლურალისტულ და მრავალფეროვან საზოგადოებაში ვითარდება. იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან. საუბედუროდ, ქართული "სამოქალაქო საზოგადოება“, ფარული უცხოური დაფინანსებით, ვიწროდ განსაზღვრული რწმენებით და დაშინებისა და ძალადობისკენ მიდრეკილებით უფრო პირველს წააგავს, ვიდრე მეორეს. უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა არჩიეს, საკუთარ თავში ჩაკეტილიყვნენ და ერთგვაროვანი, შეზღუდული და გაკაპასებული თემი შეექმნათ. ეს არც პლურალიზმს უწყობს ხელს და არც დემოკრატიას. დაშინება, ვირტუალური ძალადობა, იდეების ცენზურა, რეალობის იგნორირება, ხალხის საჭიროებების უარყოფა მათთვის დამახასიათებელი ქცევა გახდა. ვანდალიზმი ამ ქცევის განსაკუთრებულად ირონიული ნაწილია. თავი დავანებოთ იმას, რომ ვანდალიზმი არანაირად არ ჯდება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებში. ნამდვილი ირონია ისაა, რომ დაფინანსება, რომელიც ამ ვანდალიზმის საშუალებას აძლევს მათ, როგორიც იყო გასულ კვირას პარლამენტის შენობაზე საღებავით წარწერის გაკეთება, საქართველოს „დემოკრატიულ დახმარებად“ ეთვლება. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო „სირცხვილიას“ საქმიანობაში, რომელმაც ადრე წაახალისა და რომანტიზება გაუკეთა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას პოლიციელების მისამართით. შეგახსენებთ, რომ ამგვარი ვანდალიზმის შედეგები საქართველოს ბიუჯეტის გამოსასწორებელია. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, რომ დონორებს საგრანტო განაცხადებში ცალკე გრაფა გამოეყოთ იმ ქაოსის გამოსასწორებლად, რომელსაც “დემოკრატიული დახმარება“ ტოვებს თბილისის ქუჩებში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გრემის კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ15 სექტემბერს, მხარი დაუჭირა კანონპროექტის განხილვის დაწყებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ…