თამარ ტყეშელაშვილი

2 Sep. 2024, 20:21

"რაც შეეხება სტატისტიკას, ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენთან მომართული აქვს შესაბამისი განცხადებით 469 აიპ-ს და ამასთან, ამ წუთასაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და დღის ბოლოს საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისთვის.

რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობის საგანი აქვთ ამ ორგანიზაციებს ან საიდან ფინანსდებიან ისინი, ჩვენ კანონმდებლობით არ გვაქვს უფლება, რომ გავასაჯაროოთ აღნიშნული ინფორმაცია, ვიდრე, ისინი არ იქნებიან რეგისტრირებულები ამ რეესტრში, იმიტომ, რომ ერთია მომართვა და მეორეა ჩვენი უწყების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა, რომ გადავამოწმოთ, ხომ ნამდვილად სწორია ეს ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს შესაბამის განაცხადში, ანუ დეკლარაციაში.

აქ აუცილებლად ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ჩვენი უწყება არის ძალიან მოწადინებული და მონდომებული თანამშრომლობაზე. ყველანაირად ვაკვალიანებთ შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მუშაობს ცხელი ხაზიც. ხდება უშუალოდ კომუნიკაცია, გადმომისამართება საჯარო რეესტრთან და მიდის კონსულტაცია, დახმარება ამ ადამიანების.

ასევე, ერთი ნიუანსიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა ეს იქნას იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება ვადა ჩვენთან მომართვის, სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა. თუმცა, ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა უკვე იქნება არანებაყოფლობით მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ იმ კუთხით, რომ გარკვეულ ჯარიმას დაგვიანებით მომართვის შემთხვევაში, ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამოიწვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, რომ განმეორებით ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი და გაგრძელდეს თანამშრომლობა უწყებასთან, სახელმწიფოსთან და უზრუნველყოფილი იყოს კანონის მიზანი. [...]

ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში საკუთარ ორგანიზაციასვე აყენებენ ზიანს, გადაწყვეტილების მიმღები პირები ამ შემთხვევაში. არ ვიცი, დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ახსნიან ალბათ, ან ვერ ახსნიან, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო, თუ არ დარეგისტრირდებიან, ირთვება სხვა მექანიზმი, რასაც ჰქვია მონიტორინგის მექანიზმი და შესაბამისი შემოწმების შედეგად, ისინი მოექცევიან მაინც ამ რეესტრში.

რაც ეხება საქმიანობას, მათ საქმიანობას, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო არანაირად არ უზღუდავს. ეს არის საზოგადოების ინფორმირებულის მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა. [...] საქმიანობის შეზღუდვაზე საერთოდ საუბარი არ არის. აქ არის საუბარი რეესტრში რეგისტრაციასა და არ რეგისტრაციის შესახებ. რეგისტრაციის შემთხვევაში, ისინი ჩვეულებრივად განაგრძობენ საქმიანობას და მათ არ ეკისრებათ არანაირი ფინანსური სანქციები. არდარეგისტრირების შემთხვევაშიც, ისინი ჯარიმდებიან, მაგრამ მაინც განაგრძობენ საქმიანობას იმ პერიოდამდე, სანამ ისინი შეძლებენ აღნიშნული ჯარიმების გადახდას. მერე აბსოლუტურად სულ სხვა რეჟიმი შეიძლება ჩაირთოს, რომელსაც უკვე სააღსრულებო წარმოებით შესახებ კანონი არეგულირებს და არსებობს ბერკეტები შესაბამისი. ეს არაერთხელ გაჟღერდა საკონსტიტუციოს პროცესზე, სასამართლოს ზედამხედველობის მექანიზმები და სხვა."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი": "მოვუწოდებთ "ენერგო-პრო ჯორჯიას", ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე"
  2. ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
  3. უცნობით: როგორც ზურა გირჩი ჯაფარიძე გამოვუშვით პანჩურით, ისე უნდა გამოვუშვათ ეგენი, გეუბნებით მე თქვენ რა
  4. ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
  5. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს — კახა კალაძე “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტობრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია

"მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, ასეთი ადამიანები დღემდე…