"მართლმადიდებლობის საკითხი" პოლიტიკური მანიპულაციების თემა არ უნდა გახდეს არც ოპოზიციისთვის, თუ მართლა სეკულარიზმია ჩვენი არჩევანი, — ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი ხათუნა სამნიძე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებას.

"პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი არც ოპოზიციიდან უნდა გახდეს ეს თემა, თუ მართლა სეკულარიზმია ჩვენი არჩევანი ოცნებისგან განსხვავებით!" — დაწერა სამნიძემ.

ცნობისთვის, გრიგოლ გეგელიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზადაა ეკლესიის თანხმობის შემთხვევაში, განიხილოს და მიიღოს შესაბამისი ცვლილება, რათა საკითხი არ გახდეს ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ შიშით სცადოს ადამიანების მანიპულირება და კიდევ ერთხელ როგორღაც გამარჯვება მოიპოვოს. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინოს და ახლა მოაგონდა, რომ თურმე ეკლესიაზე ზრუნვა ყოფილა მისი პრიორიტეტი, არადა ივანიშვილი არის სწორედ ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ყველაზე ღია იერიშები მიტანილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – ჩვენი პოზიცია არის, რომ პირველი – ივანიშვილმა უნდა გააჟღეროს მკაფიოდ, თუ რას გულისხმობს ეს ჩანაწერი, მეორე – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქნება თანახმა ამ ინიციატივაზე, მზად ვართ, ახლავე განვიხილოთ ეს ინიციატივა, ახლავე ვუყაროთ მას კენჭი, რათა ეს საკითხი არ გახდეს ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.

ქართული ოცნება დღეს ცდილობს მიიტაცოს სენსიტიური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემა საკუთარი პოლიტიკური დივიდენდისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ ახლავე, აქ და ახლა, განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, თუკი ეკლესია იქნება ამით დაინტერესებული," განაცხადა გეგელიამ.