ომის ლიტერატურა — წიგნები, რომლებიც ომის სისასტიკეზე მოგვითხრობენ
ფოტო: Pinterest
"ომი არის ის, რაც ხდება, როდესაც ენა მარცხდება."
შეიძლება დიპლომატიური ენა დამარცხდეს, მაგრამ ლიტერატურული ენა — არასდროს. ლიტერატურა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ომის სისასტიკის გადმოსაცემად, ომის გავლენა კი ლიტერატურაზე ღრმა და მრავალმხრივია, რაც ხშირად ნაწარმოების შინაარსსა და ფორმასაც აყალიბებს.
ომი ხშირად უბიძგებს მწერლებს ექსპერიმენტებისკენ, რათა ახალი ნარატიული ტექნიკით აღბეჭდონ მისი მკაცრი, შეულამაზებელი სახე. ომი არის თემა, რომლის აბსურდულობაზე, სიმახინჯეზე, სისასტიკესა და სიმკაცრეზე ჯერ კიდევ უძველესი ეპოსებიდან ვიგებთ.
დღეს, როდესაც 16 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, გვინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ წიგნები, რომლებიც გვიჩვენებენ ომის ყოვლისმომცველ სახეს, წიგნები, რომლებიც მოგვითხრობენ ტკივილის, მწუხარების, გამძლეობის, გადარჩენის, ომგამოვლილი ადამიანის გამოცდილებისა თუ ტრავმების შესახებ, რომელსაც დრო ვერც კურნავს და ვერც აქრობს.
1. ილიადა — ჰომეროსი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
სუნთქვაშეკრულნი, სულგანაბულნი ისმენდნენ ბერძნები ტროას ომის შესახებ დაწერილ ათასობით ტაეპებს, ჰომეროსის ილიადა მრავალი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა და ასაზრდოებდა ანტიკურ, ბერძნულ, რომაულ თუ შემდეგდროინდელ მსოფლიო ლიტერატურას. ილიადა გარდასულ ეპოქათა სარკეა, რომელიც ომისა და მშვიდობის ვრცელ პანორამას გადმოგვცემს.
2. ომის ლექსიკონი — ოსტაპ სლივინსკი
ფოტო: გამომცემლობა "ინტელექტი"
უკრაინელი პოეტის, ესეისტისა და მთარგმნელის ეს წიგნი მოსმენილი და განცდილი ისტორიებითაა სავსე, ეს არის დოკუმენტური მასალა, სადაც ხმამაღლა ისმის იმ ადამიანთა ხმა, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და რაღაც ძალიან გაურკვეველ განზომილებაში გადაენაცვლათ.
3. ბანაკი — გიუნელ მოვლუდი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
"ომი უზნეობაა“ — წერს ავტორი. ეს არის ბიოგრაფიული რომანი, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ დევნილებისთვის განკუთვნილ კარვების ქალაქში ავტორის ხუთწლიან ცხოვრებას აღწერს. რომანი მოგვითხრობს იმ ადამიანის ბედზე, რომელიც საკუთარი სახლიდან გამოაგდეს, რომელმაც ომის შედეგად ყველაფერი დაკარგა და დევნილობის გაჭირვებას განიცდის.
4. შიშის საათი
ფოტო: ბიბლუსი
წიგნი თანამედროვე ქართველი ავტორების 14 მოთხრობას აერთიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილი მოვლენების შესახებ გვიამბობს. ტექსტები არც ქრონოლოგიურად და არც ტოპოგრაფიულადაა დალაგებული, თუმცა თითოეულ ტექსტში ომის ბნელი და სასტიკი მხარეა არეკლილი.
5. ბოსტანი კონფლიქტის ზონაში — თამრი ფხაკაძე
ფოტო: გამომცემლობა "შემეცნება"
ეს წიგნი აგვისტოს ომის შემდეგ დაიწერა, წიგნის სიუჟეტიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხმიანება, ეს წიგნი ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ძმაზეა, რომელთა სახლიც კონფლიქტის ზონაშია, მიუხედავად იმისა, რომ სახლი მათ აღარ ეკუთვნით, ერთ-ერთი ძმა იქ ბრუნდება, ხის ქვეშ იდებს ბინას, სახლთან ახლოს ბოსტანს აშენებს და მტერს ელოდება...
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
კომენტარები