ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის.

შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი

ბნელი მატერია უხილავი ნივთიერებაა და მისი დაფიქსირება მარტივი არ არის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მისი გრავიტაციული ეფექტი ხილულ მატერიაზე — რაც წყალბადს, როგორც ყველაზე გავრცელებულ ელემენტს, ამ ურთიერთქმედების აღსაწერად მთავარ კანდიდატად აქცევს.

ამ უპირატესობის გამოყენებით, მკვლევრების ჯგუფმა გააანალიზა, თუ როგორ შთანთქავს წყალბადი სინათლეს შორეული წყაროებიდან, როგორიცაა გალაქტიკები. ეს ეფექტი ცნობილია, როგორც "ლიმან-ალფა ტყე" და ის სიმულირებისას კოსმოსში ბნელი მატერიის განაწილების გამოსავლენად გამოიყენეს.

კვლევა, რომელიც Cosmology and Astrophysics-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ არსებობს შეუსაბამობა სამყაროზე ჩვენს დაკვირვებებსა და მის სტრუქტურებს შორის. ეს შეიძლება აქამდე უცნობი ნაწილაკების არსებობაზე მიუთითებდეს.

სამყარო სავსეა წყალბადის ატომებით და სწორედ ეს არის ის, რაც ვარსკვლავთშორისი გარემოს უმეტეს ნაწილს ქმნის. შორეული სინათლის წყაროების სპექტრში, როგორიცაა გალაქტიკები და კვაზარები, სადაც დედამიწისკენ მომავალ სინათლეს წყალბადი შთანთქავს, ჩნდება სტრუქტურები, რომელიც ტყეს ჰგავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სტრუქტურებზე ბნელი მატერიის გრავიტაცია მოქმედებს.

"საუბარია ატომებსა და მოლეკულებზე, რომლებზეც სინათლე ზემოქმედებს. ყოველ ატომს სინათლის შთანთქმის სპეციფიკური საშუალება აქვს და ეს თავისებურ კვალს ტოვებს. ეს პროცესები განსაკუთრებით საინტერესოა წყალბადის შემთხვევაში, რომელიც სამყაროში ყველაზე უხვი ელემენტია", — თქვა კვლევის თანაავტორმა, საიმონ ბერდმა.

ბერდის თქმით, წყალბადი როგორც საღებავი ისე უნდა წარმოვიდგინოთ, ხოლო ბნელი მატერია როგორც წყალი.

"საღებავი წყალს მიჰყვება. ბნელი მატერია გრავიტირებადია, ამიტომ მას შესაბამისი პოტენციალიც აქვს. ამიტომ, წყალბადის სიმკვრივე ბნელი მატერიის ადგილსამყოფლის გამოსავლენად შეიძლება გამოგვადგეს", — აღნიშნა ბერდმა.

ახალმა კვლევამ გააძლიერა შეუსაბამობა, სამყაროს სტრუქტურების დაკვირვებებსა და ჩვენი მოდელების პროგნოზებს შორის. მეორე მხრივ, ამის ახსნა შეიძლება აქამდე უცნობი ნაწილაკის არსებობა იყოს, რომელიც ბნელი მატერიის მახასიათებელია. ბერდის თქმით, სწორედ ასეთი ნაწილაკის აღმოჩენა ამოხსნის ბნელი მატერიის საიდუმლოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.