საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე — როგორია ჩვენი მონაწილეობის ისტორია
ფოტო: ანა ჯოჯიშვილი / On.ge
26 ივლისს პარიზში სტარტს ოლიმპიური თამაშები აიღებს, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი საოცარი ფეხბურთელების გულშემატკივრობის შემდეგ, დროა ოლიმპიადაზე გადმოვერთოთ და ჩვენებს სხვადასხვა სპორტის სახეობაში ვუგულშემატკივროთ, რათა მაქსიმალურად ბევრი მედალი მოვიპოვოთ და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოანათოს სპორტულ სამყაროში. ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს ბანკია.
ქართველებისა და ოლიმპიური თამაშების ისტორია მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოთა კავშირმა პირველად ოლიმპიადაზე 1952 წელს მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც მის გუნდში რამდენიმე ქართველი ირიცხებოდა. ჩვენებმა სადებიუტო ოლიმპიადაზევე შეძლეს მედლების მოპოვება. მაგალითად: დავით ციმაკურიძემ თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. უმაღლესი სინჯი აიღო რაფაელ ჩიმიშკიანმა ძალოსნობაში. მედეა ჯუღელმა ტანვარჯიშში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. კალათბურთელებმა ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ კი ვერცხლი დაისაკუთრეს. ლევან სანაძემ მძლეოსნობაში ასევე ვერცხლი, ხოლო ნადეჟდა ხნიკინამ და ნინო დუმბაძემ ამავე სახეობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ასე, რომ ქართველები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სტარტიდან მოყოლებული წარმატებით ასპარეზობენ. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ასპარეზობიდან დღემდე ქართველებს ჯამში 133 მედალი აქვთ მოპოვებული, საიდანაც 41 ოქროა.
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა 1989 წლიდან დაიწყო, როცა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა. საქართველო საერთაშორისო კომიტეტში 1993 წელს გაწევრიანდა. 1992 წელს საქართველომ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ პირველ ოლიმპიადაზე იასპარეზა. ჩვენი ქვეყანა 11 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად გაერთიანდა და ისე გამოდიოდა, თუმცა ქართველ გამომსვლელებთან ყოველთვის იყო აღნიშნული მათი ეროვნება. ამ ტურნირზე ჯამში 12-მა ქართველმა იასპარეზა, რომელთაგანაც რვამ მედალი მოიპოვა, ჯამში 3 ოქრო და 5 ბრინჯაო. დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით საქართველომ პირველად 1994 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. აქედან მოყოლებული ქართველ ათლეტებს ჯამში 40 მედალი აქვთ მოგებული (თუ ათვლის წერტილად 1992 წელს ავიღებთ, ჯამში 48 მედალი) ძირითადად ჭიდაობაში, ძიუდოსა და ძალოსნობაში. Საინტერესოა, რომ ყველა მედალი ჩვენებმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს.
ფოტო: Lelo.ge
პირველი მედლები, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოივპოვეთ. სოსო ლიპარტელიანმა ძიუდოში, ხოლო ელდარ კურტანიძემ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლები მოიგეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს მოიპოვა. იმავე წელს მეორე ოქრო, ძალოსნობაში, გიორგი ასანიძემ იგდო ხელთ.
ამის შემდეგ იყო 2008 წელი, წელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა. საქართველოში ომის პარალელურად, 8 აგვისტოს ჩინეთში ოლიმპიური თამაშები დაიწყო, სადაც ჩვენი ქვეყანაც წარსდგა. ჩვენთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში ქართველმა სპორტსმენებმა მაინც შეძლეს გულშემატკივრის გახარება და სიხარულის მოტანა. ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ და მოჭიდავეებმა მანუჩარ კვირკველიამ და რევაზ მინდორაშვილმა ოქროს მედლები მოიგეს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენთან არსებული მძიმე რეალობა სპორტმა დროებით გაგვილამაზა.
ფოტო: Sportall.ge
მომდევნო, 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი გამოჩნდა გამორჩეული ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი. ამ წელს საქართველომ ერთადერთი ოქრო მოიგო, რომელიც ლაშას ანგარიშზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაშა ამ ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა გამომსვლელი იყო, ამასთანავე ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. ლაშა შავდათუაშვილმა მომდევნო ორ ოლიმპიადაზეც მოახერხა მედლების მოპოვება და ისტორიაც დაწერა. 2016 წელს მან ბრინჯაო, ხოლო 2020 წელს ვერცხლი დაისაკუთრა.
თითქმის ყოველ ოლიმპიადას თან ახლავს გამორჩეული ქართველი სპორტსმენების გამოჩენა, შესაბამისად, არც 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები აღმოჩნდა გამონაკლისი. ამ ოლიმპიადაზე ქართული სპორტის ცოცხალმა ლეგენდამ, ძალოსანმა — ლაშა ტალახაძემ პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. ტალახაძემ მომდევნო ოლიმპიადაზეც დაისაკუთრა ოქროს მედალი და სახეობაში უკონკურეტნო ათლეტადაც იქცა. გვჯერა, რომ ლაშა წელსაც იგივეს გაიმეორებს და ზედიზედ მესამე ოლიმპიადას მოიგებს.
ჩვენთვის ძალიან გამორჩეული აღმოჩნდა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, ვინაიდან ჩვენებმა რეკორდული 8 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, ძიუდოში, ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა, ხოლო ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე, ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, ოქროს მედლები მოიგეს. ამ ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილმაც დაუვიწყარი ისტორია დაწერა. მან ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება. ლაშამ ამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფოტო: Civil.ge
ცალკე უნდა გამოვარჩიოთ ქართული სპორტის ცოცხალი ლეგენდა - ნინო სალუქვაძე. სალუქვაძემ პირველად სსრკ-ს სახელით, 1988 წლის ოლიმპიადაზე, 19 წლის ასაკში, იასპარეზა და მიზანში სროლაში ოქროს მედალიც მოიპოვა. ნინომ ჯამში 9 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა, რაც ქალებში აბსოლუტური რეკორდია. ის გაჩერებას არ აპირებს და ამ ზაფხულს მეათედ იასპარეზებს ოლიმპიადაზე და ამ მაჩვენებლით კანადელ იან მილართან ერთად, როგორც ქალებს, ისე კაცებს შორის თანარეკორდსმენი გახდება.
ქართველი სპორტსმენები არც ამ ოლიმპიადაზე აპირებენ გაჩერებას და გულშემატკივრების გასახარად არაერთი მედლის მოპოვებას შეეცდებიან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია უბრალოდ მათ ვუგულშემატკივროთ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა

კომენტარები