TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) შეფასებით, ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში, არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის არცერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციას, მათ შორის:
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პარლამენტის მიერ დანიშვნასა და ბიუროსთვის გამოძიების უფლებამოსილების მინიჭებას;
- ცვლილებები აუარესებს არსებულ რეგულაციებს და კითხვებს აჩენს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
რა მოხდა: 2024 წლის 29 მაისს, პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც, TI-ის თქმით, მთლიანობაში, უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.
- TI წერს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული ცვლილებათა პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბერს საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციის შესრულებას ისახავდა მიზნად.
- ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გასახსნელად 9 პირობიდან, ერთ-ერთი ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხების შემდგომ გაუმჯობესებას ეხებოდა.
დეტალები: TI-ის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებიდან, განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე:
- პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება: პაკეტის ერთ-ერთი თანმდევი პროექტი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია.
- მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუ პარტია ბიუროს 2 კალენდარული წლის განმავლობაში ფინანსურ დეკლარაციას არ წარუდგენს ან ზედიზედ 2 წლის განმავლობაში წარდგენილ დეკლარაციაში ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლი იქნება, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას.
- რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი, პარტიის დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
TI აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს.
- "შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით, აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
- მით უფრო, იმ საფუძვლებით რასაც მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს —- 2 წლის მანძილზე ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობა ან როცა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში პარტიას შემოსავალი და ხარჯი არ ჰქონია", — განმარტავს TI.
გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს "სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების" შემდეგი ღონისძიებები:
- ფიზიკური პირის გამოკითხვა; ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირისგან ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის) გამოთხოვა.
- "აღნიშნული ცვლილების დანიშნულება და საჭიროება გარკვეულ კითხვებს აჩენს, რომლებსაც ხელისუფლებისგან დასაბუთებული პასუხის გაცემა ესაჭიროება, მით უფრო მაშინ, როცა ევროკომისია და ვენეციის კომისია ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მყარი გარანტიების შექმნას მოითხოვდა", — წერს TI.
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან წვდომა: TI-ის განმარტებით, მიღებული ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
- განსაკუთრებული კატეგორიაში შედის მათ შორის, მონაცემი, რომელიც უკავშირდება პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას.
- TI-ის თანახმად, აღნიშნული ცვლილება თავდაპირველად ინიციირებულ ვერსიაში არ იყო, და შესაბამისად, ამ ცვლილების საჭიროება განმარტებით ბარათში მოცემული არ არის.
დეკლარაციების საჯაროობის შეზღუდვა: ცვლილებების თანახმად, თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირს მიუთითებს ხარვეზზე დეკლარაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში და მისი აღმოფხვრისთვის ასევე 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს.
- შესაბამისად, ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება ამ თანამდებობის პირის დეკლარაცია აღნიშნული პერიოდის მანძილზე არ გაასაჯაროოს და ამასთან, მასში ასახული ინფორმაცია არც საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს.
- "ეს ცვლილება ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგან დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას", — წერს TI.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის დაწესებული გამონაკლისი: კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში შევა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უწყების ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, ასევე დანამატების, შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრისთვის მთავრობის თანხმობა აღარ დასჭირდება.
ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემა: სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებით, მისი ერთ-ერთი ფუნქცია "საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით პროგრამების, შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი" იყო.
- მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით კი, საჯარო სამსახურის ბიუროს ეს ფუნქცია, ანტიკორუფციულ ბიუროს გადაეცა.
- კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო "შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე, შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს".
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს ფარცხალაძე აცხადებს, რომ დასავლეთი ქართველებს რუსეთის მიმართ სიძულვილს ვერ ჩაუნერგავს
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა

კომენტარები