საქართველოს ბანკი — AI ინოვაციების მხარდამჭერი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება. AI-ის შესაძლებლობების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს. თუმცა, მისი წარმატებული დანერგვა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებას არ მოიცავს — ის სტრატეგიულ ხედვას, მრავალმხრივ ცოდნასა და მის გარშემო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს.
სწორედ ასე აღიქვამს ხელოვნურ ინტელექტს საქართველოს ბანკი, რომელიც ამ სფეროში არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, არამედ საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი და IT დირექტორი (Core IT & Data), ვაჟა მანტუა გვიამბობენ, როგორ იქცა ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პიონერად საქართველოში და რეგიონში.
AI, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი
”ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს ბანკში სტრატეგიული პრიორიტეტია“, — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი — “ჩვენი გუნდი AI გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაზე ათ წელზე მეტია, მუშაობს და ამ გზაზე კონკრეტულ პრინციპებს მივყვებით, ესენია: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ინოვაციების წახალისება და მუდმივი ექსპერიმენტირება“.
ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი აერთიანებს 80-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც ბიზნესმიმართულებებთან თანამშრომლობით AI-ს პრაქტიკულ გამოყენებას უწყობენ ხელს. წარმატების გასაზომად კი იყენებენ როგორც ტექნიკურ, ისე მომხმარებელზე ორიენტირებულ მეტრიკებს, როგორებიცაა მომხმარებლის კმაყოფილება, მომსახურების სისწრაფე და პერსონალიზაციის ხარისხი. იმავდროულად, მკაცრად მიჰყვებიან ეთიკური AI-ის პრინციპებს — ზრუნავენ მონაცემთა უსაფრთხოებასა და პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე.
ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი, აღნიშნავს, რომ AI თანამედროვე საბანკო სფეროში მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ძალად იქცა.
"ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდა, როგორიც თავის დროზე პერსონალური კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი იყო. მომავალი კი მისი დახმარებით კიდევ უფრო შეიცვლება“.
ვაჟა მიიჩნევს, რომ საბანკო სფერო, განსაკუთრებით საქართველოში, ძალიან ტექნოლოგიურია და პრაქტიკულად, პირველი, რომელიც ინოვაციებსა და სიახლეებს, მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით ნერგავს. თუმცა, მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება არა მარტო საუკეთესო გამოცდილების შექმნა, არამედ მომხმარებელთან საუკეთესო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
“ჩვენი ხედვაფოკუსირებულია ტექნოლოგიურად ინოვაციურობის გაძლირებასა და ამავე დროს — ყოველდღიურად ახლოს ჩვენს მომხმარებლებთან“, — ამბობს ის. “AI ჩვენთვის ყველაზე სტრატეგიული არეალია, მის გარეშე შიდა პროცესებისა და გარე სერვისების განვითარება წარმოუდგენელია“.
AI უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკი ხელოვნურ ინტელექტს პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის იყენებს.
“დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მობილბანკში პერსონალიზებულ საბანკო პროდუქტების შეთავაზებებსა და პარტნიორი კომპანიების ფასდაკლებებს ვაწვდით მომხმარებლებს. ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას — მომხმარებლის კმაყოფილებისა და პროდუქტების მოხმარების კუთხით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის ეს სერვისი მართლაც ღირებულია“, — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით ავტომატურ დაკრედიტებას ავითარებს. ამით შესაძლებელი ხდება კრედიტის განაცხადების ავტომატური დამუშავება და გადაწყვეტილების მიღება. შედეგად, აპლიკაციები დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მუშავდება, თანხის გაცემის დრო კი დღეებიდან 3 წუთზე ჩამოვიდა.
“აღვნიშნავ ჩვენს AI ჩეთბოტსაც, რომელიც მობილბანკშია ჩაშენებული და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ პასუხები საბანკო კითხვებზე ან გადაჭრან ყოველდღიური საბანკო საკითხები ფილიალში მისვლის გარეშე”.
AI დღეს უკვე მრავალნაირ როლს ასრულებს ბანკის ინფრასტრუქტურაში. ვაჟა მანტუა აღნიშნავს, რომ მისი გუნდი აქტიურად იყენებს AI შესაძლებლობებს, როგორც უსაფრთხოების, ისე პროცესების მონიტორინგის, ანალიზისა და ავტომატიზაციისთვის.
“დღეს უკვე შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ, რომელ სერვისi შეიძლება დადგეს გამოწვევის წინაშე და მოვახდინოთ პრევენცია მანამ, სანამ მომხმარებელი პრობლემას იგრძნობს“, — ამბობს ვაჟა მანტუა.
გუნდების გაძლიერება
საქართველოს ბანკის შიდა ცოდნის ბაზის (Knowledge Base) განვითარება ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც AI-ის შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება.
"ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენივე თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტი და ყველა პირობა, რომ მათ მარტივად შეძლონ ყველა კითხვაზე პასუხის მალე მიღება. ჩატი დაეხმარება და მენტორინგს გაუკეთებს ყველა პროცესში, რაც მნიშვნელოვან დროს დააზოგინებს გუნდებს. LLM მოდელები გვაძლევს შესაძლებლობას, ფაქტობრივად, გვყავდეს პერსონალური ასისტენტები, რომლებსაც პასუხი ყველა კითხვაზე ექნებათ. ჩვენ დავიწყეთ LLM მოდელების გამოყენება კოდის გადახედვის, კოდირების, დოკუმენტაციისა და ტესტირების პროცესებში. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს მარკეტზე პროდუქტის გატანის დროს და ზრდის ხარისხს“, — ამბობს მანტუა.
ორგანიზაციაში აქტუალურია რობოტიკ ტექნოლოგიების გამოყენებაც კოდების განახლებისა და პროცესების ავტომატიაცია-გადაწერაში. ამასთან, საქართველოს ბანკის გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზეც (GenAI), რომელიც როგორც შიდა, ისე გარე სერვისებში კრიტიკულ როლს შეასრულებს.
ბანკში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლების კომპეტენციების განვითარებაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც, მიხეილ ნადარეიშვილის თქმით, პირდაპირ აისახება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.
“სპეციალურად შევქმენით გენერაციული AI ტექნოლოგიების ათვისების პროგრამა, რომელიც თანამშრომლებს აძლევს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უახლესი AI რევოლუციის შედეგად შექმნილი შესაძლებლობები საკუთარი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოიყენონ. ამ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლები სწავლობენ GenAI ხელსაწყოებთან მუშაობას, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და პროცესებს აჩქარებენ“.
ბანკი, როგორც ცოდნის გამავრცელებელი
საქართველოს ბანკი ცდილობს, იყოს არა მხოლოდ მომხმარებელზე ორიენტირებული ინსტიტუტი, არამედ ცოდნის გამავრცელებელი და მოტივატორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის.
“ჩვენი თანამშრომლები უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კურსებს საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებში და ატარებენ სემინარებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებაზე“ — ამბობს მიხეილ ნადარეიშვილი — “მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატება გადაჯაჭვულია ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც დარგის განვითარებასთან“, — დასძენს ის.
მიხეილ ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მოწინავე ტექნოლოგიურ პოზიციებზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის ჯილდოც. 2024 წელს საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.
“ჩვენ გვწამს და გვამოძრავებს ამბიცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა გვაქვს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მიმართულებით და სხვა ბევრი ორგანიზაციისთვის სამაგალითო ვართ. აღიარება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური აპლიკაცია გვაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. საქართველოს ბანკში ვიცით, რომ ჩვენ ვქმნით მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ არ ვჩერდებით და ვიცით, რომ გზა არგაჩერებისკენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადის“, — ამბობს ვაჟა მანტუა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები