რჩევები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მონაწილეებისათვის — პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მათი დაფასებისა და ამ პროფესიის პოპულარიზაციისთვის, წელს უკვე მეცხრედ ტარდება კონკურსი — მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკაციის შევსება და ნომინანტის წარდგენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვებგვერდზე — tprize.ge. მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს.
კონკურსანტებს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებს და გამარჯვებულს მიღწეული შედეგების მიხედვით ირჩევს. ამ სტატიაში ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ჯილდოს დამფუძნებელი, ირინა ხანთაძე პედაგოგებს საკუთარ რჩევებს უზიარებს.
პირველ რიგში, ირინა მასწავლებლებს ურჩევს, აპლიკაციის შევსება აღიქვან, როგორც რთული სავარჯიშო, რომლითაც მათი შრომისა და გამოცდილების თვითშეფასება უნდა წარმოაჩინონ. მისი თქმით, თუ პედაგოგები ამგვარი დამოკიდებულებით იხელმძღვანლებენ, პროცესი მათთვის სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.
კიდევ ერთი რჩევაა, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებას განგრძობადი და სათანადო დრო დაუთმონ. სასურველია, ცალკეული სექციები ერთიანად კი არ შეავსონ, არამედ ეტაპობრივად — რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, დაფიქრდნენ თითოეულ ნაწილზე და უკეთ შეავსონ განაცხადი.
აპლიკაციის შევსების დროს სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ...
“ჟიურის აინტერესებს მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობა, რა მეთოდებს იყენებს, რამდენად ცდილობს მისი მიდგომები მრავალფეროვანი იყოს. ხშირად ვამბობთ, რომ არ არის რეკომენდებული აპლიკაციაში უბრალოდ მეთოდების ჩამონათვალი — გრძელი ჩამონათვალი არც დამაჯერებელია და არც მრავლის მთქმელი. უმჯობესია, იმსჯელონ მათი გამოცდილებიდან, სუბიექტური პროფესიული რწმენებიდან გამომდინარე, რას აქცევენ ყურადღებას, რა კრიტერიუმით არჩევენ მეთოდებს, ამ პროცესში როგორ გავლენას ახდენს მათზე კონტექსტი“, — ამბობს ირინა ხანთაძე.
მისი განმარტებით, ჟიურის რეალურ ინფორმაციას აძლევს მასწავლებლის მიერ იმის ჩვენება, თუ რა პრობლემებს ხედავს იმ გარემოში, სადაც მუშაობს და. შესაბამისად, რა მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა, რომ მოსწავლეებს კონკრეტული გამოწვევის დაძლევაში დაეხმაროს; როცა ინოვაცია შეაქვს, როგორ ნერგავს მას და სხვ.
“მაგალითად, საინტერესოა, რამდენად მიმართავს მოქნილ ინდივიდუალურ მეთოდებს, თუ რამდენიმე კლასს ასწავლის, როგორ აფასებს ცალკეული კლასის საჭიროებას, რა სტრატეგიებს იყენებს, რომ გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს თითოეულ მოსწავლეს... ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, კონკურსანტმა ეს აქცენტები წარმოაჩინოს“, — ამბობს ირინა ხანთაძე.
აპლიკაციის კიდევ ერთი სექცია მოსწავლეთა შედეგებს ეხება. ამიტომ, მასწავლებლებს ურჩევს, ეცადონ, ეს ნაწილი არ დაემსგავსოს მათი პედაგოგიური საქმიანობის რუტინულ აღწერას:
“ჟიურის წევრები ველოდებით, რომ აპლიკანტი წარმოაჩენს, თავისი მოსწავლეების შედეგებს, როგორც აკადემიურად, ისე პიროვნული განვითარების ან მოტივაციის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა ამ სექციაში იმსჯელოს თუ რა იცვლება მოსწავლეების დონეზე მათი ძალისხმევის შედეგად. ანუ, ის კი არ გვიამბოს, თუ რას აკეთებს თავად, არამედ გაგვიზიაროს, თუ რა ცვლილებას აღწევს მოსწავლეებთან, როგორ აკვირდება ამ ცვლილების პროცესს, საიდან იღებს შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას და, შესაბამისად, როგორ აფასებს განხორციელებულ პროგრესს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპლიკაციაში მასწავლებლებისთვის სიტყვების რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად, უმჯობესია, პირადი მიღწევების ჩამონათვალის, კონკრეტული ფაქტების, წყაროების გასაზიარებლად ბოლო სექცია გამოიყენონ:
“რაც შეეხება უშუალოდ მათ გამოცდილებას, რა ტიპის პროექტებზე უმუშავიათ, რა ტიპის ტრენინგები ჩაუტარებიათ თუ მიუღიათ მონაწილეობა, ამ ტიპის ინფორმაციისთვის აპლიკაციას ბოლოში აქვს ცალკე სექცია, სადაც შეუძლიათ მიუთითონ, როგორც ჩამონათვალი, ისე ბმულები — მაგალითად, თუ აქვთ რაიმე სახის ნაშრომები, გამოცემები, მასალა ან ბლოგი გამოქვეყნებული“.
ირინა ხანთაძის თქმით, სასურველია, აპლიკანტმა აქცენტი ბოლო წლების გამოცდილებაზე გააკეთოს, ხოლო უფრო შორეული წარსულიდან მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბროს, რომელიც დღესაც რეზონანსულია.
“რაც შეეხება ინტერვიუსთვის მომზადებას, ვფიქრობ, არ უნდა იღელვონ, რადგან ჟიური ყოველთვის კეთილგანწყობილია კონკურსანტების მიმართ. ეს არ არის მათი პროფესიული ცოდნის დადასტურების ინტერვიუ, არავინ სვამს შესამოწმებელ კითხვებს. მათ უბრალოდ უნდა გაგვიზიარონ საკუთარი გამოცდილება, ხედვები. ამ ფორმატში შესაძლებლობა აქვთ განავრცონ აპლიკაციაში მოცემული ინფორმაცია“, — ამბობს ირინა.
“ამასთან, ხაზგასასმელია, რომ წლების განმავლობაში, კონკურსმა მოიპოვა საზოგადოებისა და პედაგოგიური წრეების ნდობა. დღეს მასწავლებლის ჯილდო გამორჩეული და ყველაზე პრესტიჟული პროფესიული აღიარებაა, რომელიც რეალურად ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებასა და განათლების მნიშვნელობის გამოკვეთას.“
ინტერვიუს დასასრულს, ირინა ხანთაძე მოქალაქეებსაც მოუწოდებს, არ დაიზარონ პედაგოგების წარდგენა მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე და ამ ფორმით გამოხატონ მათ მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა.
“გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძალიან ბევრმა გამორჩეულმა პედაგოგმა, რომელიც ამ ჯილდომ გამოავლინა და წარუდგინა საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარდგენები მათთვის იყო მნიშვნელოვანი ბიძგი, მამოტივირებელი ფაქტორი.
ამიტომ, თუ გყავთ გამორჩეული პედაგოგი სამეზობლოში, სამეგობროში, სკოლაში, სადაც თქვენი შვილი დადის ან შვილიშვილი სწავლობს, გაიგეთ მისი პროფესიული ელ. ფოსტა და წარადგინეთ ონლაინ.“ — ამბობს ირინა.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის — "The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: მთავარი მხარდამჭერი — საქართველოს ბანკი; გენერალური სპონსორი — გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები