ბადრი ჯაფარიძე

23 May. 2025, 10:41

"საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა — არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც არის ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი, რომელსაც ერთადერთი რამ სურს, თავისუფალი, ევროპული და სამართლიანი საქართველო. ის არ ეგუება უსამართლობას და არ აღიარებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას და მის მიერ გაცემულ უკანონო განკარგულებებს.

შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ასახავს მის პრინციპულ დამოკიდებულებას ამ უსამართლობის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა სასამართლოს მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.

ეს ყველაფერი არის დროებითი!

ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე!

თავისუფლება ზურას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს".

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26—ე კილომეტრზე, მდინარე…