რა მოგებას მიიღებდი ახლა, 10 წლის წინ Amazon-ის აქციები რომ გეყიდა
ბოლო წლების განმავლობაში Amazon-მა ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის გიგანტის სახელი სრულიად დამსახურებულად დაიმკვიდრა და მოიცვა არაერთი სექტორი, რომელთა დახმარებითაც საკუთარი შემოსავლები შთამბეჭდავად გაზარდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ 10 წელში მისი აქციების ღირებულება დაახლოებით 990%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ათი წლის წინ Amazon-ში გაკეთებული 10,000 დოლარიანი ინვესტიცია დღეს 100,000 დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, 1,000 დოლარის ინვესტირების შემთხვევაში ზრდა 10,000 დოლარს გადააჭარბებდა. სწორედ ამ გასაოცარი ზრდის წყალობით, Amazon-მა არაერთი ინვესტორი მილიონერად აქცია.
ახლა მთავარი კითხვა არის შემდეგი: გაიზრდება თუ არა ეს კომპანია მომავალშიც ასეთივე უზარმაზარი ნაბიჯებით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სტატიის მომდევნო ნაწილში Amazon-ის ბიზნესის გარჩევით შევეცდებით.
Amazon-ის ბიზნესი
Amazon (AMZN) ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა. თავდაპირველად ის მხოლოდ წიგნის ონლაინ მაღაზიას წარმოადგენდა, თუმცა დღეს კომპანია მომხმარებელს პროდუქციის უსაზღვრო რაოდენობას სთავაზობს. მათ შორისაა: ვიდეო თამაშები, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისები, ელექტროტექნიკა, ტანსაცმელი, სათამაშოები, საკვები და სხვა.
გარდა ამისა, Amazon-ი შემოსავლებს სხვადასხვა მიმართულებიდანაც იღებს. გასული წლების განმავლობაში მის მიერ გავლილი გზა მოკლედ ასე შეგვიძლია აღვწეროთ: საცალო კომერციაში მან მოიპოვა ლიდერის სტატუსი, ღრუბლოვან კომპიუტერულ სისტემებში მიაღწია ბაზრის წამყვან წილს Amazon Web Services-ის წყალობით, გააფართოვა საკუთარი AI, ჩაერთო ვიდეო თამაშების, სასურსათო მაღაზიებისა და კოსმოსური თანამგზავრების მიმართულებაშიც კი.
ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლებში
არსებული მონაცემებით, Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.911 ტრილიონი დოლარია. ამჟამად მისი ერთი აქცია 183.08 დოლარად ივაჭრება. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით Amazon-ის აქციების ღირებულება 20.88%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება გასულ წლებში არსებულ მდგომარეობას, სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად, 2022 წელს Amazon-მაც მიიღო ფინანსური დარტყმა. ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული მაკროეკონომიკური პრობლემების ფონზე კომპანიის აქციები წლის განმავლობაში 50%-ით დაეცა. იმ დროისთვის არსებულმა მაღალმა ინფლაციამ შეამცირა სამომხმარებლო ხარჯები, რამაც Amazon-ის საცალო ვაჭრობის ბიზნესის მოგების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.
თუმცა, ამის შემდეგ კომპანიის ფინანსები შთამბეჭდავად გაჯანსაღდა. კომპანიამ ხარჯების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ინფლაციის შემსუბუქებაც მოჰყვა — ამან Amazo-ი სტაბილურად მზარდ გზაზე დააყენა.
უნდა ითქვას, რომ Amazon-ის შემოსავლებმა უოლ სტრიტზე არსებულ პროგნოზებს ზედიზედ ოთხი კვარტლის განმავლობაში აჯობა. 2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 14%-ით, 170 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა 13 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის 3 მილიარდთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდად ჩაითვალა.
Amazon-ი და ტექნოლოგიები — სად ელოდებიან ზრდას
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ კომპანიაში ინვესტირებას განიხილავენ, მისი სტაბილური სიძლიერეა. ამასთან, კონკურენტების მხრიდან მის მიერ შემუშავებული ბიზნეს-მოდელის გამეორება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებასა და ბაზრის წილებით მყარ პოზიციაზე დგომას მომავალშიც შეძლებს.
Amazon-ის მრავალფეროვნება რამდენიმე ეკონომიკურ სეგმენტში ვრცელდება. მათ შორის: მას უჭირავს ბაზრის 38%-იანი წილი ელექტრონულ კომერციაში აშშ-ში. ეს მაშინ, როდესაც სიდიდით მეორე ბაზრის წილით Walmart-ი, მხოლოდ 6%-ს ფლობს. ამის პარალელურად, Amazon-მა მიაღწია ბაზრის 31%-იან წილს ეგრეთ წოდებულ ღრუბლოვან გამოთვლებში და აჯობა ისეთ კონკურენტებს, როგორებიცაა: Microsoft Azure-ი და Alphabet-ის Google Cloud.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაშიც პერსპექტიულ ზრდას აჩვენებს. Amazon-ი ყველაფერს აკეთებს, რათა AI-ის სფეროში კონკურენტებს გაასწროს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში Amazon-ის შემოსავლები 546%-ით გაიზარდა, ხოლო საოპერაციო შემოსავლის ზრდამ 20000%-იან მაჩვენებელს მიაღწია. ეს კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ბრენდია მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიურ ბაზარზე. მას აქვს უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რათა განაგრძოს ინვესტირება საკუთარ თავში და განავითაროს მისივე ბიზნესი.
Amazon-ი და კონკურენტები
უნდა ითქვას, რომ ეს კომპანია საკუთარ კონკურენტებთან შედარებით P/S მაჩვენებლით საუკეთესო მდგომარეობაშია.
P/S გამოითვლება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის გაყოფით მისსავე ბოლო 12 თვის შემოსავალზე.
როგორც ცნობილია, რაც უფრო დაბალია P/S მაჩვენებელი, მით უკეთესია კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ამჟამად Amazon-ი ბევრად უკეთესი ღირებულებით ვაჭრობს, ვიდრე Apple-ი, Microsoft-ი, Alphabet-ი და Meta Platforms-ი.
უნდა ითქვას ისიც, რომ დაბალი P/S ინვესტორებს აქციების ყიდვისკენ უბიძგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიის აქციის არსებული ფასი იმაზე დაბალ მაჩვენებელზე ივაჭრება, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა.
სად შეგიძლია Amazon-ის აქციებით ვაჭრობა
Amazon-ისა და სხვა კომპანიების აქციებით ვაჭრობა საინვესტიციო პლატფორმებზეა შესაძლებელი. მათ შორის არის საქართველოს ბანკის მობილბანკი, სადაც ინვესტირების დაწყება მარტივად, მინიმალური თანხით შეგიძლია. ამასთან, მობილბანკში ზოგიერთი ინვესტორი ყიდულობს არა სრულ აქციას, არამედ მის ნაწილს. პირობითად, ამ აპლიკაციაში 10 დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციის შეძენაც კი შესაძლებელია.
როგორც ცნობილია, Amazon-ის ტოპ-აქციონერები ფიზიკურ პირებს შორის ჯეფ ბეზოსი, ენდრიუ ჯასი და დუგლას ბლექბერნი არიან. ინტიტუციურ აქციონერებს შორის კი, ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდ წილებს Vanguard Group, BlackRock და State Street ფლობენ. გახსოვდეს, შენც შეგიძლია დაიწყო აქციებით ვაჭრობა და გახდე ამ და სხვა არაერთი კომპანიის აქციონერი.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
კომენტარები