ერთიანი ნეიტრალური საქართველო "ოცნებას" მოუწოდებს, "აღკვეთოს ნაც-აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია სასამართლო პროცესებზე"
მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია, რომ "დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა" და ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, "აღკვეთონ ნაც-აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და უზრუნველყონ წესრიგი სასამართლო პროცესებზე".
მოძრაობის განცხადებით, "კოლექტიური ნაც-მოძრაობის აქტივისტები" მოსამართლეებს, პროკურორებს, მანდატურების შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ფიზიკურად ესხმიან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "კოლექტიური ნაც-მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას".
"ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებთ, რომ დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა.
ქვეყნის გარედან მართულ ჯგუფებს ფინანსების კლების პროპორციულად აღარ შესწევთ ძალა მასშტაბური დესტრუქციისთვის − ამისათვის არ ჰყოფნით ხალხის რაოდენობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმო სანქციების და კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქუჩებში მსგავსი გამოვლინებები.
მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე თვეებია პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური ნაც-მოძრაობის აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი.
საზოგადოებამ იხილა მრავალგზის მსჯავრდებული ნიკანორ მელიას მორიგი მდაბიო პროვოკაციაც, როდესაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა. ამ ყველაფერში მონაწილეობს აგენტურული ქსელის კიდევ ერთი განშტოება − კოლექტიური ნაც-მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას.
აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც ფაქტობრივად არცერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსასჯელ ნაც-აქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის ხელის შეშლას.
სასამართლოზე თავდასხმა არ არის ახალი მეთოდი — ჩვენ გვინახავს უცხო ქვეყნების მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის ფაქტები, როდესაც ხდებოდა ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება: აშშ-ში სასწავლო კურსებიდან ჩახსნა, მოსამართლეების საელჩოში დაბარება, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირება და ა.შ. და ა.შ.
ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც საერთო ჯამში სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.
ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაც-აქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე," — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 17 მარტს, სოლიდარობის ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ჯარიმებს იხდიდნენ და ქველმოქმედებას ეწეოდნენ, მათ შორის გურიასა და იმერეთში დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს.
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები