ლევან მახაშვილი

10 Jun. 2025, 13:28

"[ბაჩიაშვილს], როგორც ჩანს, ახასიათებს ჯეიმს ბონდური შეფასებები. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამ ტიპის შეფასებებს იმიტომ, რომ ქართულ სპეცსამსახურებს წარმოაჩენს ნამდვილად ყოვლისშემძლედ, მაგრამ რა იყო, როგორ იყო მე გამიჭირდება ამ დეტალებზე საუბარი. მე მხოლოდ შემიძლია ის ვთქვა, რა განცხადებებიც გაკეთდა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სიტყვები. თუ საქართველოს სპეცსამსახურებს შეუძლიათ მსგავსი ტიპის ოპერაციების ჩატარება, ესე იგი ჩვენს სპეცსამსახურებს ძალიან დიდი პროგრესი აქვთ და დიდი ნაბიჯები გადაუდგამთ საკუთარი თავის განვითარებაში და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით."

"ქართული ოცნების" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ბაჩიაშვილის თქმით, მისი "გატაცება" ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმ ბორტზე იმყოფებოდა, რომლითაც "მოიტაცეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ