შეიმუშავეს ბატარეა, რომელიც ორგანიზმში ჟანგბადით იკვებება
სამედიცინო იმპლანტმა, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი, ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მაგრამ ამ მოწყობილობის ბატარეები გამოსაცვლელი ხშირად ხდება. ამის გამო, 3-4 წელში ქირურგიული ჩარევა ხდება ხოლმე საჭირო.
ეს სერიოზული პრობლემაა და ჩნდება შეკითხვა: ასეთ დროს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა არსებობს?
და, აი, ახლა ჩინელმა მეცნიერებმა შეიძლება ამის გამოსავალს მიაგნეს. მათ შეიმუშავეს ბატარეა, რომელიც საკვების წყაროდ ადამიანის სხეულში ჟანგბადს იყენებს.
მკვლევრებმა თავიანთი შედეგები ჟურნალ Chem-ში გამოაქვეყნეს. ნაშრომის მიხედვით, იმპლანტირებადი ბატარეა ლაბორატორიულ ვირთხებზე გამოცადეს და ის უსაფრთხოა.
იდეა შემდეგია: ელემენტს, რომელიც ჩვენს სხეულში იქნება, შეეძლება იმოქმედოს როგორც კათოდს, ბატარეის ელექტროდს, რომელიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის ნაკადს. შედეგად მოწყობილობა უწყვეტად მეტაბოლიზმის გამოყენებით იმუშავებს.
სწორედ ამ პრინციპით, მკვლევრებმა შექმნეს იმპლანტირებადი ბატარეა ოქროსა და ნატრიუმისგან დამზადებული ელექტროდებით. ცნობისთვის, ეს ორივე ქიმიკატი ადამიანის სხეულისთვის უსაფრთხოა. შედეგად, ქიმიკატი ჟანგბადის გამოყენებით ბატარეის წყაროს წარმოქმნის.
მკვლევრებმა ბატარეა ვირთხების კანის ქვეშ მოათავსეს და ნახეს, რომ მოწყობილობა 1.4 ვოლტამდე ელექტროენერგიას აწარმოებდა.
"ჟანგბადი სიცოცხლის წყაროა, მაგრამ მისი ამ სახით გამოყენებაც შეგვიძლია. რაც მთავარია, ეს თავად ორგანიზმისთვის სრულიად უსაფრთხო იქნება", — ამბობენ მკვლევრები.
ახლა მკვლევრებს ისეთი ბატარეის შექმნა სურთ, რომელიც ჟანგბადს უფრო უკეთ გამოიყენებს. თუ ისინი ამას შეძლებენ, ეს უამრავი ადამიანისთვის ნამდვილი შვება იქნება.
კომენტარები