საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
ფოტო: Eurovision / EBU
ევროპის ყველაზე მასშტაბურ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსზე, ევროვიზიაზე, საქართველომ მონაწილეობა უკვე 15-ჯერ მიიღო. არცთუ ხანმოკლე ასპარეზობის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ არათუ გამარჯვება, საუკეთესო ხუთეულში გასვლაც კი ვერასდროს შეძლო. ამასთან, გასულ 2023 წელს, საქართველო ზედიზედ მეექვსედ დარჩა ევროფესტივალის ფინალს მიღმა.
ამ სტატიაში მოგიყვებით საქართველოს 10 საუკეთესო საევროვიზიო გამოსვლაზე — რომელ წლებში მივიღეთ ყველაზე კარგი შედეგები კონკურსზე. ჯამში, ჩვენს ანგარიშზე 7 ფინალი და ნახევარფინალში 8 ჩარჩენაა; ამდენად, ამ სიაში ის წლებიც მოხვდა, როცა ფინალში გადასვლა ვერ მოვახერხეთ.
10. ანრი ჯოხაძე, სიმღერით I'm a Joker (2012)
2012 წელს ევროვიზიას ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მასპინძლობდა. ანრი ჯოხაძემ კი ევროფესტივალის საგზური შიდაშესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. საკონკურსო კომპოზიციის ავტორები რუსუდან ჩხაიძე და ბიბი კვაჭაძე გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ევროვიზიის სცენაზე ქართული ენა გაჟღერდა.
2012 წელს ევროვიზიაზე 42 ქვეყანა მონაწილეობდა, ჯოხაძემ კი ასპარეზობა ნახევარფინალურ ტურშივე, მე-14 ადგილის დაკავებით დაასრულა.
9. ირუ, სიმღერით Echo (2023)
ბუქმეიკერების საიმედო პროგნოზის მიუხედავად, ფინალში გადასვლა ვერც ირუმ შეძლო. 2023 წლის ევროვიზიისთვის საქართველოს წარმომადგენელი პირველმა არხმა პროექტ ვოისით შეარჩია, სიმღერა კი თავად ირუმ, გიგა კუხიანიძემ და ბენი ქადაგიძემ დაწერეს.
2023 წლის ევროფესტივალზე, რომელსაც გაერთიანებულმა სამეფომ უმასპინძლა, 37 ქვეყანა მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ნახევარფინალებში ჟიური შეფასებას არ წერდა. ირუმ კი ნახევარფინალურ ტურში მე-12 ადგილი დაიკავა და კონკურსს გამოეთიშა.
8. თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith (2017)
კვლავაც ფანების დიდი მოლოდინის მიუხედავად, ნახევარფინალიდან გამოეთიშა ევროვიზიას თამარა გაჩეჩილაძეც, რომელმაც თავისი და ანრი ჯოხაძის დაწერილი კომპოზიცია შეასრულა. იმ წელს საქართველოში ყველაზე მასშტაბური შიდაშესარჩევი კონკურსი გაიმართა: შეჯიბრში 25 ქართველი შემსრულებელი მონაწილეობდა, საერთაშორისო ჟიურისა და ტელემაყურებლის გადაწყვეტილებით კი, გამარჯვება სწორედ გაჩეჩილაძეს ხვდა წილად.
2017 წელს, კიევში ჩატარებულ კონკურსში, სულ 42 ქვეყანა ჩაერთო. თამარას კი ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა: ნახევარფინალურ ტურში მან მე-11 ადგილი დაიკავა.
7. ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold (2016)
2016 წელს საქართველოს წარმომადგენელი ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz პირველმა არხმა დამოუკიდებლად შეარჩია, სიმღერის შესარჩევად კი კონკურსი გამოცხადდა. საბოლოოდ, ჯგუფისთვის ექსპერიმენტული ჟანრის კომპოზიცია შეირჩა, რომელიც კოტე კალანდაძეს ეკუთვნოდა ("რივემპზე" შვედმა მუსიკოსმა თომას გესონმა იმუშავა).
შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში დაგეგმილ ევროვიზიას კი 42 ქვეყანა შეუერთდა. საქართველოს წარმომადგენლებმა ფინალში გადასვლა შეძლეს და საბოლოოდ, მე-20 ადგილი დაიკავეს. სხვათა შორის, ბრიტანულმა ჟიურიმ იმ წელს უმაღლესი ქულა გვარგუნა.
6. ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, სიმღერით Waterfall (2013)
შვედეთი მასპინძლობდა ევროვიზიას 2013 წელსაც, როცა პირველმა არხმა კვლავაც დამოუკიდებლად შეარჩია საქართველოს წარმომადგენლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ევროფესტივალზე პირველი ქართული დუეტისთვის საკონკურსო კომპოზიციას შვედი კომპოზიტორები, ერიკ ბერნჰოლმი და თომას გესონი დაწერდნენ. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ევროვიზიის არაერთი, მათ შორის, გამარჯვებული (2012 და 2023) სიმღერა.
იმ წელს, მალმეში ჩატარებულ ევროფესტივალზე მონაწილეობა 39-მა ქვეყანამ მიიღო. ნოდიკომ და სოფომ ნახევარფინალური ტური გადალახეს, ფინალში კი მე-15 ადგილი დაიკავეს.
5. სოფო ხალვაში, სიმღერით Visionary Dream (2007)
2007 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ევროფესტივალზე საქართველოს დებიუტი შედგა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაშინ საჯარო გამოკითხვა ჩაატარა და ამ გზით შეარჩია წარმომადგენლად სოფო ხალვაში. აი, სიმღერის შესარჩევად კი კონკურსი ჩატარდა, სადაც ბიბი კვაჭაძისა და ბექა ჯაფარიძის სიმღერამ გაიმარჯვა.
ევროვიზია 2007-ზე 42 ქვეყანა მონაწილეობდა. იმ წელს ორი ნახევარფინალური ტური არ ყოფილა: იყო ერთი ნახევარფინალი, რომელშიც 28 ქვეყანა ფინალის 10 საგზურისთვის იბრძოდა. ხალვაშმა ფინალში გადასვლა მოახერხა, საბოლოოდ კი, მე-12 ადგილი დაიკავა.
4. ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior (2015)
ქართველი ევროფანების დიდი თხოვნის შემდეგ, ნინა სუბლატმა 2015 წელს ევროვიზიაზე მონაწილეობა გადაწყვიტა. საავტორო სიმღერით მან შიდაშესარჩევი კონკურსი მოიგო და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაემგზავრა, სადაც ევროფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა. ნინამ ნახევარფინალში მე-4 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა.
აი, ფინალში კი ქართველ მომღერალს ტექნიკურ პრობლემასთან გამკლავება მოუწია: მისი გამოსვლისას სცენაზე იმდენი კვამლი გაუშვეს, რომ სუბლატი რამდენიმე წამით საერთოდ გაუჩინარდა. საბოლოოდ, ნინამ 40 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი დაიკავა. თუმცა, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ პოზიცია, არამედ სათქმელიც — რადგან ევროვიზიაზე პოლიტიკური განაცხადები იკრძალება, ქართველმა მუსიკოსმა კონკურსიდან მხოლოდ წლების შემდეგ გაამხილა, რომ მისი სიმღერა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა.
3. დიანა ღურწკაია, სიმღერით Peace Will Come (2008)
2008 წლის ევროფესტივალზე, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა, რეკორდული რაოდენობის, 43 ქვეყანა მონაწილეობდა. იმ წელს საქართველოს წარმომადგენლისა და სიმღერის შესარჩევად ისევ შიდაშესარჩევი კონკურსი გაიმართა, რომელშიც დიანა ღურწკაიამ რუსი კომპოზიტორების, კიმ ბრეიტბურგისა და კარენ კავალერიანის, კომპოზიციით გაიმარჯვა.
ღურწკაია ფინალში გადავიდა, საბოლოოდ კი, მე-11 ადგილი დაიკავა. ალბათ უცნაური დამთხვევაა, რომ ჩვენს საკონკურსო კომპოზიციას "მშვიდობა დადგება" ერქვა, იმ წელს რუსმა დიმა ბილანმა გაიმარჯვა, ევროვიზიიდან სამ თვეში კი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
2. სოფო ნიჟარაძე, სიმღერით Shine (2010)
ორწლიანი პაუზის შემდეგ (2009 წელს საქართველომ მოსკოვში გამართულ ევროვიზიაზე მონაწილეობა არ მიიღო), ჩვენი ქვეყანა ევროფესტივალს 2010 წელს დაუბრუნდა. სოფო ნიჟარაძე წარმომადგენლად პირველმა არხმა დამოუკიდებლად დაასახელა, სიმღერის შესარჩევად კი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში ნორვეგიელი მუსიკოსის, ჰანე სორვოგის, კომპოზიციამ გაიმარჯვა. მასთან ერთად, სიმღერაზე ჰარი სომერდალმა და კრისტიან ლეუციმაც იმუშავეს.
იმ წლის ევროვიზიაზე კი, რომელიც სწორედ ნორვეგიაში, ოსლოში, გაიმართა, 39 ქვეყანა მონაწილეობდა. საბოლოოდ, სოფო ნიჟარაძემ ასპარეზობა ფინალში მე-9 ადგილით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში მე-3 ადგილი და ჟიურის უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ.
1. ჯგუფი Eldrine, სიმღერით One More Day (2011)
ოსლოდან ერთი წლის შემდეგ, როცა ევროვიზიას უკვე გერმანიის ქალაქი დიუსელდორფი მასპინძლობდა, პირველმა არხმა შემსრულებლისა და სიმღერის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ჯგუფმა Eldrine-მა მოიგო საავტორო კომპოზიციით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ევროფესტივალზე ბენდმა წარადგინა, თან — როკით.
ევროპელ მაყურებელს კი ქართული როკი აშკარად მოეწონა. 43 მონაწილე ქვეყანას შორის, Eldrine-მა მე-9 ადგილი დაიკავა. სოფო ნიჟარაძისა და Eldrine-ის პოზიცია დღემდე რჩება საქართველოს საუკეთესო შედეგად ევროვიზიაზე.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
კომენტარები