მეცნიერებს სოკოს გენმოდიფიცირებით ხორცის შექმნა სურთ
მკვლევრები დიდი ხანია ხელოვნური ხორცის შექმნაზე ფიქრობენ. უკვე არსებობს ლაბორატორიული ხორცი, რომელიც სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.
ასევე: გენური ინჟინერიის გამოყენებით მამონტის ხორცის ბურთულები შექმნეს
და, აი, ახლა ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერები სოკოს გენმოდიფიცირებით ხორცის შექმნაზე მუშაობენ.
შეიძლება ითქვას, რომ სოკო ცოცხალ სამყაროში ცალკე სამეფოს ქმნის. ამასთან, დიდია თავად მათი მრავალფეროვნებაც. ჩვენ სოკოებს ვიყენებთ ტრადიციულ სამზარეულოში, თუმცა ბიოინჟინერმა ჰილ-მაინიმ და მისმა კოლეგებმა ამ მხრივ კიდევ უფრო წინ წაიწიეს. მათ გენმოდიფიცირების ტექნოლოგიის გამოყენებით სოკო ხორცის სტრუქტურასთან დააახლოვეს.
მათი კვლევა ფოკუსირებული იყო Aspergillus oryzae-ზე, სოკოზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთ აზიაში სახამებლის სხვადასხვა კულინარიულ პროდუქტად იყენებდნენ. ამისთვის მეცნიერებმა CRISPR-Cas9 გენის რედაქტირების სისტემა გამოიყენეს და შედეგად, მათ ახლა სოკოს გენომში შესაბამისი ცვლილებების შეტანა შეუძლიათ.
ეს ცვლილებები წარმოქმნის რკინაზე დაფუძნებულ მოლეკულას, რომელიც პასუხისმგებელია ხორცის ფერსა და არომატზე. მკვლევრებმა ასევე გაზარდეს ერგოთიონეინის დონე, ანტიოქსიდანტის, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობასთან.
შედეგად, ოდესღაც თეთრი სოკო გარდაიქმნა წითლად. ეს წითელი ფორმის "სოკო" ახლა ღვეზელს ჰგავს და მისი შეწვა როგორც ხორცის ისეა შესაძლებელი.
"ეს სინთეზური ბიოლოგიის ფუნდამენტური ასპექტია და ჩვენ ამით ვსარგებლობთ. ტექსტურის შეცვლით შესაძლებელია სოკო გარდავქმნათ ხორცად", — თქვა ჰილ-მაინმა, კვლევის ავტორმა და ბიოინჟინერმა.
კვლევას გამოარჩევს არა მხოლოდ "კულინარიული შედეგები", არამედ მისი უფრო ფართო გავლენა სინთეზურ ბიოლოგიასა და ბიოწარმოებაზე. გუნდმა გახსნა ახალი ფანჯარა, რასაც სოკოების გენეტიკური პოტენციალის შესახებ ბევრად მეტის ჩვენება შეუძლია.
კომენტარები