პრეზენტაციიდან: "ცისფერი — ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში"
"იდეის გაჩენიდან გამოქვეყნებამდე წიგნმა სწორედ რიზომას გზა განვლო" — ვკითხულობთ შესავალში, — "რიზომა ჰორიზონტალურად მცოცავი ფესვედების სისტემაა, მას არ აქვს ღერძი, რომ დაეყრდნოს, მიუხედავად ამისა, ის ყველა მიმართულებით იზრდება და ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია."
წიგნმა "ცისფერი" ბარიერები გადალახა და საპრეზენტაციო სივრცესთან დაკავშირებულ გამოწვევებთან, თუ ქართული ოცნების საპარლამენტო დეპუტატების ჰომოფობიური განცხადებების მიუხედავად, პრეზენტაცია შედგა.
გიორგი კიკონიშვილმა, შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრიდან, On.ge-სთან თქვა, რომ წიგნი აერთიანებს XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე შემონახულ 100-ზე მეტ ნამუშევარს, რომელიც ქართულ ხელოვნებაში ქვიარ ხედვებს ასახავს.
გარდა ამისა, წიგნი მოიცავს
- 11 სხვადასხვა ავტორის მიერ სპეციალურად მისთვის დაწერილ ტექსტებს.
- ისეთი ქართველ არტისტების შემოქმედებას, როგორიც არის პეტრე ოცხელი, გიგო გაბაშვილი, ელენე ახვლედიანი თუ სერგო ფარაჯანოვი. "კვლევების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ხელოვნებაში მიმოფანტულია ბევრი ფრაგმენტული ამბავი, რომელშიც აშკარად იკითხება ქვიარ ფემინისტური მოტივები, საკმაოდ ხშირად პირდაპირი, ხშირად კი — მეტაფორული და ალეგორიული ფორმებით.
ფაქტია, რომ ეს მოტივები ქართულ ხელოვნებაში არის და ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია", — გვითხრა კიკონიშვილმა.
გზა წიგნის იდეიდან პრეზენტაციამდე: იდეის ავტორები არიან თანამედროვე ხელოვნების არტისტები — დავით აფაქიძე, უტა ბექაია და ქვიარ კოლექტივი ფუნდუსი.
მათი თქმით, მუშაობის პროცესში სირთულე შეიქმნა, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ნამუშევრების შეტანის უფლებას არ აძლევდნენ: "წიგნში ნამუშევრების გამოყენებაზე პასუხსაც არ გვიბრუნებდნენ, მაგალითად, საქართველოს ეროვნული გალერეა. საბოლოო ჯამში, ეს ნამუშევრები მაინც გამოვიყენეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ისტორია თანაბრად გვეკუთვნის ყველას და არავის აქვს უფლება ამ ისტორიის წაკითხვა აგვიკრძალოს", — თქვა გიორგი კიკონიშვილმა წიგნის პრეზენტაციის შემდეგ On.ge-სთან.
წიგნში შესულ იმ ნამუშევრებზე, რომელთა გამოყენების ნებართვაზეც პასუხი ვერ მიიღეს, ვარდის სიმბოლოა გამოსახული.
- "უშუალოდ პრეზენტაციის ნაწილიც რთული იყო, ძალიან გაგვიჭირდა სივრცის მოძიება, რომელიც, ერთი მხრივ, სრულად უპასუხებდა პრეზენტაციის კონცეფციას, მეორე მხრივ კი, აუცილებელ პირობად გვქონდა, რომ წიგნის პრეზენტაცია სახელოვნებო სივრცეში უნდა გამართულიყო", — თქვა გიორგი კიკონიშვილმა.
რამდენადაც პროექტი განხორციელდა ჰოლანდიის, შვეიცარიის, ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, წიგნის პრეზენტაციას საქართველოში სამივე ქვეყნის ელჩი და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ესწრებოდა.
- "ამ სივრცეში მოსახვედრად ცოტა გართულებული გზა გავიარეთ, მაგრამ კარგია, რომ აქ ვართ და ამდენი დამსწრე ჰყავს ღონისძიებას", — თქვა არტარეაში წიგნის პრეზენტაციისას მელინე არაკელიანმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, — "ჩემი, როგორც ელჩის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქართული კულტურის კარგად გაცნობა, რომელიც გულისხმობს მის ხელოვნებას, ენას, ღირებულებას და წეს-ჩვეულებებს. თუმცა, ჩვენ ვერასოდეს გვექნება საზოგადოების სრული აღქმა, თუ ჩვენ ძირითადი, დომინანტური კულტურის მიღმა არ გავიხედავთ, მათ შორის არის ქვიარ კულტურა."
ბერგლიოტ ჰოვლანდი — ნორვეგიის ელჩი საქართველოში
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
ურს ბეერი — საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილე
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
დაგლას უები — გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
წინაისტორია: თავდაპირველად გავრცელებული ცნობით, წიგნის პრეზენტაცია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმში უნდა გამართულიყო, თუმცა, 4 მარტს, სპექტრმა განაცხადა, რომ თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმის ხელმძღვანელმა ნესტან ნიჟარაძემ ღონისძიება "სამშენებლო ბლოკში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო" გააუქმა.
- სპექტრმა ნესტან ნიჟარაძის გადაწყვეტილება დაუკავშირა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, მოამზადოს "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალავი კანონპროექტი.
- "სამწუხაროდ ინსტიტუციამ თავი ცენზურას დაუქვემდებარა და ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე მოექცა ჰომოფობიური დისკურსის ქვეშ", — განაცხადეს მათ.
- 5 მარტს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი სპექტრის განცხადებას გამოეხმაურა და მას "მანიპულაცია" უწოდა. აღნიშნეს, რომ წიგნის პრეზენტაციასთან საჯაროდ გავრცელებული ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ, წიგნის საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაციის დღეს მუზეუმში უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხი დააყენა, "რისი უზრუნველყოფის რესურსიც ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმს არ აქვს. მუზეუმი სამშენებლო ბლოკში მდებარეობს, სადაც ამჟამად მძიმე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს მასშტაბი შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების იმ ზომების უზრუნველყოფას, რომელიც შესაძლო რისკებისგან და აგრესიულად განწყობილი ჯგუფებისგან დაიცავდა პუბლიკას", — წერია განცხადებაში.
სტრიქონებს შორის: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი საგამოფენო დარბაზს სასტუმრო სტამბაში ქირაობს, ეს შენობა აჭარა ჯგუფის საკუთრებაა. მათი განცხადების მიხედვით,მუზეუმი არის დამოუკიდებელი და თავად იღებს გადაწყვეტილებას მის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე.
- 6 მარტს სპექტრმა განაცხადა, რომ აჭარა ჯგუფმა, წიგნის პრეზენტაციის ჩასატარებლად, მათ არტარეას სახელოვნებო სივრცე დაუთმო.
"ხაზგასმით ვიტყვი, რომ პროექტის საწყის ეტაპზე თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმი იყო ჩვენი მხარდამჭერი, გამოთქვეს მზაობა, რომ სივრცე დაეთმოთ ჩვენთვის, რაც ძალიან დასაფასებელია, უბრალოდ, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ თანამშრომლობის გაგრძელება", — თქვა გიორგი კიკონიშვილმა On.ge-სთან.
ჰომოფობიური განცხადებები წიგნის შესახებ: On.ge-ის შეკითხვას, წიგნის მიმართ ჰომოფობიური განცხადების ფონზე, განიხილებოდა თუ არა პრეზენტაციის გადადება, გიორგი კიკონიშვილი გვეუბნება, რომ პრეზენტაციის გადადება იქნებოდა ყველა იმ არტისტის ღალატი, რომლის ნამუშევრებიც წიგნშია შესული: "საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებების მიუხედავად, არ განვიხილავდით წიგნის გადადებას, რადგან მათი მიზანი სწორედ ეს იყო, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევით, შეექმნათ შიშის ფონი, რაც გვაიძულებდა გაგვეუქმებინა ან გადაგვედო პრეზენტაცია, ამას არავითარ შემთხვევაში არ ვიზამდით", — ამბობს კიკონიშვილი, — "ადამიანებს, რომლებიც წიგნთან დაკავშირებით ჰომოფობიურ კომენტარებს აკეთებენ, ვურჩევ, რომ ჯერ წიგნი წაიკითხონ და კომენტარი შემდეგ გააკეთონ."
- კიკონიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რა ეწერება კანონპროექტში "ლგბტ პროპაგანდის" შესახებ, ის არის კანონი, რომელმაც "რუსეთში და მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში ჩაახშო თვითგამოხატვის და შემოქმედებითი თავისუფლების ყველა ხმა. საქართველოში მისი შემოღებაც ამ მიზანს ემსახურება".
წიგნის მისამართით ჰომოფობიური და ღიად ანტიდასავლური განცხადებების საპასუხოდ, წიგნის შესავალი ნაწილის ავტორი ქეთი შავგულიძე გვეუბნება, რომ ვერანაირი კანონი ვერ შეძლებს, შეაკავოს ხელოვნება.
"ხელოვნება ოდითგანვე ლახავდა ყველანაირ ბარიერს, ის გაარღვევს ყველანაირ წინააღმდეგობას. ხელოვნება სიცოცხლეს ავითარებს, ამიტომ შეუძლებელია რაიმე კანონმა ის დაძლიოს",
ბოლო ხაზი: წიგნის ცის ფერი — ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში პრეზენტაცია Quemmekh-ისა და ანდრო ბურდულის სიმღერით "გადამწვარ ბაღებს" დასრულდა.
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა












კომენტარები