Netflix-ის ავატარი — საშუალო ხარისხის სერიალი ნოსტალგიის გასაღვიძებლად
ფოტო: Netflix / On.ge
ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი 2005 წელს გამოვიდა, მაგრამ მისი პოპულარულობა დღითი დღე იზრდება. ამას მარტივი მიზეზი აქვს: ავატარის სამყაროს კარი ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის მაყურებლისთვის ღიაა და მასში შესვლა ყველასთვის ერთნაირად საინტერესო და მრავლისმომცემია. კომპლექსური და მარტივად შესაყვარებელი პერსონაჟები, დრამისა და კომედიის საუცხოო სინთეზი, იდეალური სიუჟეტური ხაზი და დასამახსოვრებელი მაგიური სისტემა — ანიმაციური სერიალისთვის ნაკლის გამონახვა ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებსაც კი გაუჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ ანიმაციას დასამატებელი ან ხელახლა მოსაყოლი არაფერი სჭირდა, ნეტფლიქსმა, როგორც სჩვევია, ავატარის "ლაივ-ექშენ" სერიალად გადაღება გადაწყვიტა. სტრიმინგ კომპანიის ეს მავნე ჩვევა კი, ყველაზე უკეთეს (და იშვიათ!) შემთხვევებში საშუალო დონის ან/და არაფრით გამორჩეული პროექტებით სრულდება ხოლმე. სწორედ ასეთია ავატარის ახალი სერიალიც.
ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი გამოგონილ სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც ოთხი ელემენტის მიხედვით იყოფა: წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. ადამიანების ნაწილს თითო ელემენტის მართვა შეუძლია, ოთხივე ელემენტს კი ავატარი ფლობს, რომელსაც მსოფლიოში სიმშვიდის შენარჩუნება ევალება.
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ადაპტაციის პირველი "წითელი დროშა" ის იყო, რომ ავატარის ანიმაციის შემქმნელებმა პროექტი კომპანიასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვეს
ცეცხლის სამეფოს მიერ ჰაერის მბრძანებლების გენოციდის მოწყობის შემდეგ, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი და ამასთანავე, ავატარი, აანგი ყინულშია გამომწყვდეული. ასი წლის შემდეგ მას წყლისტომელი და-ძმა, კატარა და სოკა, პოულობენ. აანგი, კატარა, სოკა და მფრინავი ბიზონი აპა სხვა საინტერესო პერსონაჟებთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებენ, რათა აანგი ყველა ელემენტს დაეუფლოს და ცეცხლის სამეფოს მბრძანებელ ოზაისგან იხსნას სამყარო, რომელიც ბოლო 100 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. მათ კვალში ცეცხლის სამეფოს განდევნილი პრინცი ზუკო უდგას, რომელიც სახლში იქამდე ვერ დაბრუნდება, სანამ მამამისს ავატარს არ მიჰგვრის.
ნეტფლიქსის ადაპტაციის პირველი "წითელი დროშა" ის იყო, რომ ავატარის ანიმაციის შემქმნელებმა პროექტი კომპანიასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვეს. ამის მიზეზი სერიალის ნახვის შემდეგ გასაგები გახდა. სიუჟეტურად ნეტფლიქსის პროექტი ორიგინალი ანიმაციის ასლი არაა და ამაში ცუდი არც არაფერი იქნებოდა, სიუჟეტიდან სწორედ ის მნიშვნელოვანი ელემენტები თუ პერსონაჟების სახასიათო დეტალები რომ არ ამოეკლოთ, რომლებიც ანიმაციის მთავარი ხიბლი იყო. სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება და მათში ანიმაციის სხვადასხვა მონაკვეთი არაქრონოლოგიურად და ხშირად უხეშადაა გადაზელილი, თითქოს შემქმნელებმა ეს ცვლილებები მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, რომ განსხვავებულობა უნდოდათ... და ბიუჯეტის დაზოგვაც.
ნეტფლიქსის ადაპტაციაში უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია დაკარგული, თუმცა რამდენიმე ცვლილებას მაინც დადებითად შევაფასებდი. მაგალითად, სერიალი ჰაერის მბრძანებლების გენოციდით იწყება და ამ მოვლენას მთელი ეპიზოდი ეთმობა. ანიმაციისგან განსხვავებით, ჰაერის მბრძანებლების ყოველდღიურობასა და აანგის ძველ სამყაროს უფრო კარგად ვეცნობით და მის დაკარგვასაც უფრო მეტად განვიცდით. აგრეთვე, ანიმაციისგან განსხვავებით, ნეტფლიქსის ვერსიაში ერთ-ერთ მთავარი და ყველაზე საშიში ანტაგონისტი, პრინცესა აზულა, პირველივე სეზონში ჩანს, რაც, ვფიქრობ, რომ მის უკეთესად გასაცნობად შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო.
ფოტო: Netflix
ანიმაციის კატარა რომ ნამდვილი ადამიანი იყოს, ნეტფლიქსს უჩივლებდა და სწორიც იქნებოდა
ნეტფლიქსის ადაპტაციის მთავარი პრობლემა თავად სიუჟეტური ხაზი კი არა, მისი პერსონაჟებია. ანიმაციაში თითოეული პერსონაჟი კომპლექსური, განსხვავებული, საინტერესო და რეალისტურია, რასაც "ლაივ-ექშენ" ვერსიაზე ვერ ვიტყოდი. ნეტფლიქსი ყველაზე შეუბრალებლად კატარას მოექცა, რომელიც ანიმაციაში მამაცი, შეუპოვარი, ფეთქებადი, თანაგრძნობით სავსე და უამრავი პატარა გოგოსთვის შთამაგონებელი პერსონაჟია. ამ თვისებების გამო ის სხვა გმირებისთვის დედობრივ ფიგურად და მთელი გუნდის შემკვრელად გვევლინება. აი, სერიალში კი კატარა მორჩილი, ჩუმი და სევდიანი გოგოა, რომელიც უფროსს ძმასა და გარშემომყოფებს თითქმის ვერაფერში ეწინააღმდეგება. მოკლედ, ანიმაციის კატარა რომ ნამდვილი ადამიანი იყოს, ნეტფლიქსს უჩივლებდა და სწორიც იქნებოდა.
აი, ცეცხლის მბრძანებლებმა დავალებას თავი საუცხოოდ გაართვეს. ნეტფლიქსის ადაპტაციაში განსაკუთრებით ზუკოსა და ბიძია აიროს როლის შემსრულებლები ბრწყინავენ. დალას ლიუ შესანიშნავად გადმოსცემს სასახლიდან განდევნილი პრინცი ზუკოს ბრაზს, ფეთქებად ხასიათს, მიზანდასახულობასა და ამ ყველაფრით შენიღბულ ტკივილსა თუ თანაგრძნობის საოცარ უნარს. დალას ლიუს შესრულება მაყურებელს ახსენებს, რომ ზუკო გათამამებული, მაგრამ გულნატკენი თინეიჯერია, რომელიც მამის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ყველაფერზეა წამსვლელი... თითქმის.
ფოტო: Netflix
ბიძია აიროს, ცეცხლის მბრძანებელი ოზაისა და აზულას როლის შემსრულებლებმა თავიანთი პერსონაჟების ხასიათის გადმოცემა შესანიშნავად მოახერხეს და ამის უარყოფა ადაპტაციის აშკარა ნაკლოვანებების ფონზეც კი შეუძლებელია.
ავატარის სამყაროს ანიმაციის მედიუმიდან წარმატებით გადმოსატანად სპეცეფექტები და პერსონაჟების კოსტიუმები განსაკუთრებულად საყურადღებო იყო. რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ხარვეზის გარდა, როგორც მაყურებელი, სპეცეფექტებით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. ელემენტების მართვა, ვფიქრობ, დამაკმაყოფილებლად იყო ნაჩვენები და, ამ მხრივ, ექშენით დატვირთული სიუჟეტის განვითარება არაფერს შეუფერხებია. რაც შეეხება კოსტიუმებს, მოგზაურობით გადაღლილი პერსონაჟებისთვის ცოტა უფრო მეტად შელახულ სამოსს ვისურვებდი, პრინცესა იუესთვის კი — უკეთეს პარიკს.
ფოტო: Netflix
საბოლოო ჯამში, ნეტფლიქსის ავატარი საშუალო ხარისხის ნამუშევარია, რომელიც მაყურებლის გასართობად და ნოსტალგიის გასაღვიძებლად გამოდგება, თუმცა მისი გადაღების აუცილებლობას მაინც ვერ გვიმტკიცებს.
ამავე თემაზე:
- ქვიზი: რომელი სტიქიის მბრძანებელი იქნებოდი "ავატარის" სამყაროში?
- ტესტი: ავატარის რომელი პერსონაჟი ხარ?
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა

კომენტარები