აფხაზეთი "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას გეგმავს — რა რეაქციებია
ფოტო: cominf.org
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პრეზიდენტმა წარადგინა კანონპროექტი, სადაც პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულს სხვა ქვეყნებიდან იღებენ, "უცხო ქვეყნების აგენტებად" არიან განსაზღვრული, მათ საქმიანობაზე კი შეზღუდვები წესდება.
პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კანონპროექტი პარლამენტს სამშაბათს ღამით წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ კანონის შემოღებას და კერძო პირებმა, თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სასტიკად დაგმეს.
კანონპროექტი ერთ-ერთია იმ 46-დან, რომელსაც აფხაზეთის პარლამენტში უყრიან კენჭს რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის გრძელვადიანი "ჰარმონიზაციის" ფარგლებში. რუსეთის "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი, რაც 2012 წელს შემოიღეს, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოიყენება.
აფხაზეთში საკამათო აღმოჩნდა "ჰარმონიზაციის“ ფარგლებში შეთავაზებული სხვა კანონებიც, განსაკუთრებით ის კანონები, რომლებიც უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ფლობასა და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას ეხება.
კანონპროექტის განსახილველად დეპუტატებს ორი თვე აქვთ, თუმცა რომელი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება აღიარებულ იქნეს „უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებლად“, თუ ისინი იღებენ სახსრებს ან/და ქონებას უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ აფხაზეთში პოლიტიკურ საქმიანობაში.
კანონპროექტის თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ის დაეხმარება აფხაზეთის ინტერესების დაცვას და მისი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას. ასევე აღნიშნულია, რომ კანონი უზრუნველყოფს "დაუყოვნებლივ პასუხს“ აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში, საგარეო ჩართულობაზე.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციებსა და პირებს, რომლებიც მიჩნეული იქნებიან უცხო ქვეყნის აგენტებად, აეკრძალებათ პოლიტიკაში მონაწილეობა, საპროტესტო აქციების ორგანიზება და სახელმწიფო სახსრების მიღება. უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებული ჟურნალისტები კი ვერ შეძლებენ სახელმწიფო აკრედიტაციის მოპოვებას.
მიუხედავად კრიტიკოსების შიშისა, რომ კანონმდებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელისუფლების კრიტიკის ჩასახშობად, მთავრობის მოკავშირეები ამ შეშფოთებას უარყოფენ.
"აფხაზეთის ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება, ბევრი დაკარგავს დასავლურ ხელფასს. რა არის ამაში საშინელი?”, — წერს პრო-სამთავრობო ბლოგერი ოლესია მალანკა. ”ისინი გაიხსენებენ, როგორ უნდა იმუშაონ სახელმწიფო ხელფასისთვის.”
"რეპრესიის მანქანა"
სამოქალაქო საზოგადოებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, ფართოდ გავრცელდა ადვოკატ საიდ გეზერდაას მიერ შედგენილი ონლაინ მიმართვა აფხაზი დეპუტატებისადმი. მოწოდებაზე, პარასკევის მდგომარეობით, 300-მდე პირმა მოაწერა ხელი, ძირითადად, აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.
აფხაზეთის მოსახლეობა, დაახლოებით, 250 000-ს შეადგენს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, რადგან აფხაზეთის კონსტიტუცია ადგენს, რომ "არანაირი კანონი, რომელიც აუქმებს, ან ამცირებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“, აფხაზეთში მიღებული არ შეიძლება იყოს.
გეზერდაამ ასევე განაცხადა, რომ კანონს აფხაზეთს თავს გარედან ახვევენ, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. მისი თქმით, კანონის განხილვა დაიწყო 2021 წლის დეკემბერში, აფხაზეთისა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ.
მემორანდუმი ეხებოდა რუსეთისა და აფხაზეთის კანონმდებლობის „ჰარმონიზაციას“ "არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“, თქვა მან.
„ამდენად, ეს საკითხი თავდაპირველად აქტუალიზებული იყო გარე დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, ჰარმონიზაციას დაქვემდებარებული სფეროების მიმართ და არა აფხაზურ საზოგადოებაში რაიმე სერიოზული ეჭვის გამო, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში“, - წერს გეზერდაა.
"ეს დაადასტურა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა [სერგეი] შამბამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის შეშფოთებასთან, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფნასთან დაკავშირებით, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ.
სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონი მიზნად ისახავს აფხაზეთის ხელისუფლების კრიტიკის აღკვეთას.
"აფხაზეთის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ან იღებდა მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან“, წერს აქტივისტი დიმიტრი მუშბა. "მათ შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, მათი ოჯახის წევრები. მაშ, ისინიც უცხოური აგენტები გახდებიან?
ისინი არ გახდებიან, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ ისინი მუშაობენ ხელისუფლებისთვის”,— თქვა მან. "რადგან ეს კანონი მიმართულია არა მითიური დასავლური გავლენის წინააღმდეგ, რომელიც არ არსებობს აფხაზეთში, არამედ მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავს და აკრიტიკებს ხელისუფლებას."
ალექსანდრა ბარგანჯია, მოძრაობის Hara H-Pitsunda ("ჩვენი ბიჭვინთა") წევრი, ამბობს, რომ უცხო ქვეყნის აგენტი არის ის, ვინც კანონპროექტს უწევს ადვოკატირებას.
"რეპრესიის მანქანა, რომელიც აგებულია დაუსრულებელ "ოფიციალურ კომენტარებზე", რომელიც ყვითელი პრესის დონის ტელეგრამ არხებზე ვრცელდება, ასევე — ცილისწამებებსა და პროვოკაციებზე, არასოდეს წყვეტს ფსკერისკენ დაშვებას. ფრთხილად იყავით, უცხო ქვეყნის აგენტების ძიებაში საკუთარი თავი არ იპოვოთ", — წერს ბარგანჯია.
ცნობილმა ოპოზიციონერმა დიმიტრი გვარამიამ კანონის მიღების შედეგები შეადარა 1800-იანი წლების ბოლოს, რუსეთის მიერ აფხაზების მასობრივ განდევნას და 1930-იანი წლების სტალინურ რეპრესიებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ისტორია გავიმეოროთ მცველების საკუთარი ხელით შექმნით, მათთვის შეუზღუდავი ძალაუფლების მინიჭებით და მორჩილებით, რის შემდეგაც თავად გავხდებით პატიმრები“, — წერს გვარამია.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები