ასტეროიდ ბენუს წარმომავლობა, შესაძლოა, ოკეანის მქონე პლანეტასთან იყოს დაკავშირებული
NASA-ს OSIRIS-REx-ის კოსმოსურმა ხომალმა გასულ წელს ასტეროიდის ნიმუშები დედამიწაზე ჩამოიტანა. მას შემდეგ მკვლევრები მასალას სწავლობენ.
ასევე: NASA: ასტეროიდ ბენუს ნიმუში სიცოცხლის ძირითად საშენ მასალას შეიცავს
მალევე შევიტყვეთ, რომ ნიმუშები სიცოცხლის საშენ მასალას შეიცავდა, რამაც ასტეროიდის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ოქტომბერში გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმაც აჩვენა, რომ ეს ნიმუშები შეიცავდა ნახშირბადსა და წყალს.
და აი ახლა, მკვლევრები კიდევ უფრო წინ მიიწევენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ბენუ ოდესღაც წყლით მდიდარი პლანეტის ნაწილი იყო.
"ჩემი ჰიპოთეზა არის ის, რომ ეს იყო უძველესი ოკეანის სამყარო", — განუცხადა New Scientist-ს მთავარმა მკვლევარმა დანტე ლაურეტამ, არიზონას უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერების პროფესორმა.
სამუშაო ჰიპოთეზა
უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ OSIRIS-REx-ის მისია მოსალოდნელზე უფრო წარმატებული გამოდგა. ზონდმა თითქმის ორჯერ მეტი ნიმუში ჩამოიტანა დედამიწაზე, ვიდრე ამას NASA თავიდან მოელოდა.
ლაურეტა თავის უახლეს ჰიპოთეზას ბოლო კვლევის შედეგებზე აფუძნებს. ის ამტკიცებს, რომ ბენუს მუქი კლდის თხელი და კაშკაშა ქერქი დამზადებულია იშვიათი კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარი ფოსფატისაგან, იგივე მასალისგან, რომელიც სატურნის მთვარე ენცელადის ზედაპირზე გვხვდება. ეს თანამგზავრი ითვლება, რომ ოკეანისგან შედგება და ის ყინულის სქელი გარსის ქვეშაა.
ლაურეტა ფიქრობს, რომ ბენუ შეიძლება მსგავსი კოსმოსური ობიექტის ნაწილი იყო. რაც საინტერესოა, ლაურეტას ამ ვარაუდს სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან.
"ნამდვილად არის მსგავსება ბენუს მინერალოგიასა და ენცელადს შორის", — განუცხადა New Scientist-ს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა, ფაბიან კლენერმა.
კომენტარები