CERN-ში ახალი ამაჩქარებლის აშენება სურთ, რომელიც ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას გამოიკვლევს
CERN-ის მკვლევრებმა, შვეიცარიაში ნაწილაკების უდიდესი ამაჩქარებლის, ამბიციური პროექტის გეგმები წარმოადგინეს. მათ ახალი ნაწილაკების კოლაიდერის (FCC) შექმნა სურთ.
ეს სუპერკოლაიდერი მიზნად სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ისახავს. ამან შეიძლება მოახდინოს რევოლუცია ფიზიკაში და უზრუნველყოს კოსმოსის უფრო სიღრმისეული გაგება.
FCC-სთან შედარებით დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) ძალიან პატარა მოგვეჩვენება. ახალი კოლაიდერი სამჯერ უფრო დიდი უნდა იყოს, გარშემოწერილობით 91 კილომეტრი.
მასშტაბების ზრდასთან ერთად, იზრდება ბიუჯეტიც. ექსპერტების თქმით, მსგავსი კოლაიდერის შემუშავება 15 მილიარდი დოლარი დაჯდება.
15 მილიარდი დოლარის ფაქტორმა ექსპერტებში აზრების სხვადასხვაობა გამოიწვია. კრიტიკოსები, მათ შორის დოქტორი საბინე ჰოსენფელდერი, ამტკიცებენ, რომ კოლაიდერის აშენების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს წარმატების გარანტია.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ყოფილმა სამეცნიერო მრჩეველმა, პროფესორმა სერ დევიდ კინგმა, ხარჯები "უგუნურად" მიიჩნია და სპონსორებს აქცენტის კლიმატის ცვლილებებზე გაკეთბისკენ მოუწოდა.
CERN-ის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ფაბიოლა ჯანოტიმ დაიცვა პროექტი და აღწერა ის, როგორც "მომავლის გასაოცარი მანქანა", რომელიც კაცობრიობას ფუნდამენტური ფიზიკისა და სამყაროს გაგებიკენ უბიძგებს.
ცნობისთვის, LHC, რომელიც 2008 წლიდან მუშაობს, ძალიან წარმატებული პროექტია. სწორედ მასთან არის დაკავშირებული 2012 წელს ჰიგსის ბოზონის ნაწილაკის აღმოჩენა. ეს ატომური ფიზიკის სტანდარტული მოდელის გადამწყვეტი კომპონენტია.
მიუხედავად ამ წარმატებისა, LHC-მა ვერ შეძლო იმ ნაწილაკების აღმოჩენა, რომელიც სამყაროს 95%-ს შეადგენს — საუბარია ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიაზე. FCC, რომელიც ორ ეტაპად უნდა აშენდეს, სწორედ ამ მიზანს დაისახავს.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
პირველი ეტაპი 2040-იანი წლების შუა პერიოდში უნდა განხორციელდეს. ეს მოიცავს ელექტრონების შეჯახებას, ხოლო მეორე, 2070-იანი წლებში შესრულდება.
ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიაზე ნადირობა ახალი არ არის. ორი ათწლეულის წინ CERN-ის მკვლევრები ელოდნენ, რომ LHC გამოავლენდა ამ იდუმალ ნაწილაკებს, მაგრამ ძიება ახლაც გრძელდება. კრიტიკოსები, მათ შორის დოქტორი საბინა ჰოსენფელდერი და პროფესორი სერ დევიდ კინგი, ეჭვქვეშ აყენებენ წარმატების შანსებს და მხარს უჭერენ უფრო თავშეკავებულ მიდგომას მიმდინარე გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით.
მიუხედავად ამისა, CERN თავისი მიდგომების ერთგული რჩება. კოლაიდერის მეცნიერებს წლების განმავლობაში ბევრი წარმატება ჰქონდათ და ისინი ამის გაგრძელებას გეგმავენ.
შემდეგი პოდკასტი: დიდი ადრონული კოლაიდერი — კაცობრიობის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი
ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები