სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

როგორ შეიქმნა Coca-Cola-ის ბრენდი და როგორია მისი საინვესტიციო წარსული

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მოკლე ისტორია

Coca-Cola-ის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს, ჯორჯიის შტატში იწყება და დღემდე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში წარმატებული საქმიანობით გრძელდება — ის მილიარდობით ადამიანისთვის საყვარელი სასმელია.

ამასთან, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტიცაა. ის იმ ტოპ-10 აქციაში შედის, რომელსაც საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით ყიდულობენ.

Coca-Cola-ის სიროფი ფარმაცევტმა ჯონ სტიტ პერბერტონმა შექმნა და მიიტანა ატლანტაში მებარე Jacobs' Pharmacy-ში, სადაც კოკა-კოლას პირველი ბოთლი ჩამოისხა. დღეში ცხრა ბოთლის წარმოებით დაწყებულმა საქმიანობამ წლების შემდეგ კომპანია უალკოჰოლო სასმელების მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდად აქცია.

ბოლო მონაცემებით, ის მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აწარმოებს: გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებს, მინერალურ წყლებს, ჩაისა და ყავას. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ბრენდებია — Coca-Cola, Sprite, Fanta, Powerade და Dasani.

გარდა ამისა, Coca-Cola აწარმოებს ეგრეთ წოდებულ სიროფსაც და ყიდის ავტორიზებულ ჩამომსხმელებზე, რის შემდეგაც ამ კომპანიებს კონცენტრატები საბოლოო პროდუქტამდე მიჰყავთ. გარდა ამისა, კომპანია ფლობს და აკონტროლებს როგორც ჩამომსხმელ ქარხნებს, ისე სადისტრიბუციო კომპანიებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ში უალკოჰოლო სასმელების სეგმენტში Coca-Cola მთავარი გამწევი ძალაა, რომელიც ბაზრის 46%-ს აკონტროლებს.

Coca-Cola-ის ბიზნეს სეგმენტები

როგორც ცნობილია Coca-Cola ოთხ მთავარ გეოგრაფიულ რეგიონში ოპერირებს:

  • ჩრდილოეთ ამერიკა: ეს კომპანიისთვის ფლაგმანი სეგმენტია, რომელიც 320 მილიონი მომხმარებლით 228-მილიარდიან ბაზარს ქმნის;
  • ლათინური ამერიკა: ეს ბაზარი 520 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს, რომელიც 39 სხვადასხვა ბაზარს მოიცავს. აქ მთლიანი ბაზრის მოცულობა დაახლოებით 72 მილიარდი დოლარია;
  • ევროპა, შუა აზია და აფრიკა: ეს ტერიტორია 130 სხვადასხვა ბაზარს აერთიანებს, რომელიც 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის წყალობით 254 მილიარდი დოლარის ბაზრის სეგმენტს ქმნის;
  • აზია-წყნარი ოკეანე: ამ ბაზარს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს — 3,3 მილიარდი ადამიანი. 37 ბაზრით ჯამში 308 მილიარდი დოლარის ღირებულების სეგმენტს ქმნის.

ფინანსები

როგორც ანგარიშებიდან ირკვევა, გასული წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლებმა 11,91 მილიარდ დოლარს მიაღწია ეს მაშინ, როდესაც მოსალოდნელი რიცხვი 11,44 მილიარდი იყო. ამასთან მოგებამ აქციაზე 74 ცენტი შეადგინა — გეგმით ეს მაჩვენებელი 69 ცენტი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, გაყიდვების მოცულობა წლიურად 8%-ით გაიზარდა და 11,91 მილიარდს მიაღწია.

სხვა მრავალი კომპანიის მსგავსად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საკუთარ პროდუქტზე ფასები Coca-Cola-მაც გაზარდა. ივლისში კი კომპანიაში განაცხადეს, რომ აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე წლის განმავლობაში ფასებს აღარ გაიზრდებოდა. თუ 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემს 2022 წლის იმავე პერიოდს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ფასები 9%-ით არის გაზრდილი.

ფოტო: Unsplash

ფასიანი ქაღალდები

1919 წელს ბიზნესმენთა ჯგუფმა, რომელსაც ერესტ ვუდროფი მეთაურობდა კომპანია 25 მილიონ დოლარად შეიძინა. იმავე წელს Coca-Cola-მ აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გააკეთა და ფასიანი ქაღალდები გასაყიდად გამოიტანა — ერთი აქციის ღირებულება 40 დოლარი იყო.

IPO-ს გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიამ 40 მილიონი დოლარის აქტივები დააგროვა და 1929 წლისთვის 27 მილიონი გალონი სიროფი გაყიდა, რაც 1920 წლის მონაცემს 150%-ით აღემატებოდა.

თუმცა, როგორც ცნობილია, 1929 წლის შემოდგომაზე უოლ სტრიტის დიდმა ვარდნამ ამერიკის ეკონომიკას ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ბუნებრივია, ეს შეეხო Coca-Cola-საც. გაყიდვების შემცირების მიუხედავად, კომპანიამ აქცენტი გრძელვადიან განვითარებაზე გააკეთა და სარეკლამო ხარჯები გაზარდა, რასაც მომხმარებელმა ლოიალობით უპასუხა. ამან კომპანიას საშუალება მისცა, კრიზისიდან შედარებით ძლიერი გამოსულიყო.

1932 წელს კომპანია Dow Jones Industrial Average-ის ინდექსს შეუერთდა, რომელიც აშშ-ის 30 მნიშვნელოვანი კომპანიის აქციებს აკვირდებოდა. აქვე უნდა ითქვას, რომ Coca-Cola სამი წლის შემდეგ ამ ინდექსიდან ამოიღეს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომელშიც აშშ-ც ჩაერთო, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მათი პროდუქტი, ყველა ჯარისკაცისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამან შექმნა პროდუქტზე გლობალური მოთხოვნა, რამაც 1940-იანი წლების შუა პერიოდიდან 1960-იან წლებამდე ჩამომსხმელი ობიექტების თითქმის გაორმაგება გამოიწვია.

Coca-Cola (KO) ინვესტორების მხრიდან ყურადღებას არასდროს უჩივის. მისი ტოპ-3 აქციონერია:

  • Berkshire Hathaway, Inc — 9,25%;
  • BlackRock Fund Advisors — 8,18%;
  • SSgA Funds Management, Inc — 4,6%

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მისია აქციების ღირებულება 22%-ით არის გაზრდილი. 52 კვირის განმავლობაში მისი ერთი აქციის ფასმა მაქსიმუმს 64.99 დოლარზე, ხოლო მინიმუმს — 51.55 დოლარზე მიაღწია. ამჟამად კომპანიის აქციის ღირებულება 59,37 დოლარია. Coca-Cola-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 256,6 მილიარდ დოლარს აღემატება.

Coca-Cola-ის უახლოესი მიზნები

კომპანიის გლობალური ინიციატივები მისი წარმოების პროცესის გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას უკავშირდება.

წყალი: Coca-Cola-ის ბიზნესის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი სწორედ წყალია. სწორედ ამიტომ კომპანია წყლის ხარისხს წარმოების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს. Coca-Cola-ს 2030 წლისთვის სურს მიაღწიოს 100%-ით რეგენერაციული წყლის გამოყენებას. განსაკუთრებით იმ საწარმოებში, რომლებიც წყლის მოპოვების პრობლემის წინაშე დგანან.

შეფუთვა: კომპანია უკვე დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ 2025 წლის მისი შეფუთვების 100% გადამუშავებადი გახდეს. ამასთან, მათი მიზანია, 2030 წლისთვის შესაფუთი მასალების 50% გადამუშავებული მასალისგან გამოიყენონ.

მომხმარებელი და ადამიანური რესურსები: Coca-Cola-ში ამბობენ, რომ აპირებენ საკუთარი მომხმარებლების მრავალფეროვნებას მიბაძონ. მათი მიზანია, გლობალური მმართველი რგოლის 50%-ს ქალები წარმოადგენდნენ და 2030 წლისთვის აშშ-ის თანამშრომელთა ბაზა თანხვედრაში იყოს აღწერის მონაცემებთან რასისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.


თუ შენი დანაზოგის ინვესტირებას Coca-Cola-ის (KO) აქციებში გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ ამის გაკეთება საქართველოს ბანკის მობილბანკის საშუალებით შეგიძლია. აქ ინვესტირების დაწყება მარტივად, შენთვის სასურველი, ნებისმიერი თანხითაა შესაძლებელი

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ცხოველი, რომლებიც ქართველ კომიკოსებზე მეტად გაგაცინებს
  2. შონ "დიდი" ქომბსი — ბოლო ცნობები რეპერის საქმის ირგვლივ
  3. ტესტი: შეძლებ თუ არა ონლაინ ძალადობის ამოცნობას?
  4. რა ხდება ჰოლივუდში? — შონ "დიდი" ქომბსის საქმის მიმოხილვა
  5. სულაც არა ვართ ხორცეულის ქვეყანა — 10 სასიქადულო ქართული ვეგანური კერძი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ისრაელმა პალესტინაში საჰაერო თავდასხმა განახორციელა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარემში საჰაერო თავდასხმა განახორციელა,…