შექმნეს მეხსიერების ბარათი, რომელიც მონაცემებს დნმ-ში ინახავს
მისი შეძენა უკვე შეგიძლიათ.
ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი ხდება მიკროსკოპულ დონეზე. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს.
ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის.
გაიცანით, ფრანგული სტარტაპი Biomemory, რომელმაც დნმ-თან დაკავშირებული მეხსიერების ბარათების გაყიდვა დაიწყო. მონაცემების დნმ-ში შენახვა 1 000 ევრო დაგიჯდებათ. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ ძვირია, მაგრამ. . .
Biomemory ამტკიცებს, რომ დნმ-ში შენახვის მეთოდი ყველა სხვაზე უპირატესია. პირველ რიგში, ბარათი მინიმუმ 150 წლის განმავლობაში გაძლებს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის და რეალურად, ეს სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისია.
Biomemory მომავალში "Biomemory Prime" გამოშვებას გაგმავს, რომელსაც 100 პეტაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეეძლება.
შემდეგი პოდკასტი: დნმ — ბუნებრივი და სინთეზური მონაცემთა ბაზა
ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია Biomemory Prime-ის გამოშვებას უკვე 2026 წლისთვის გეგმავს. თუმცა, ეს შეიძლება მეტისმეტად ოპტიმისტური გეგმა იყოს. ეს იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელ ტექნოლოგიას მსგავსი მონაცემების წასაკითხად და ჩასაწერად დღეები სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ Biomemory პირველი არაა, რომელმაც დნმ-ში ინფორმაციის შენახვის ტექნოლოგია შეიმუშავა. ჯერ კიდევ 2019 წელს, მაიკროსოფტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დნმ-ში ინფორმაცია წარმატებით შეინახეს. ამასთან, სულ რამდენიმე თვის წინ, 2023 წლის ბოლოს, ჩინელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ფუნქციონალური, პროგრამირებადი დნმ-ის კომპიუტერი.
დნმ-ის 4-ATGC მოლეკულის ბუნებრივი რუქა ორობითი (1-0) გამოთვლის სისტემას თავისუფლად უკავშირდება.
Biomemory-ის დნმ-ის კოდირების ფუნქციის შემოწმება სტარტაპის საიტზე შეგიძლიათ. ტექსტის ველში მაქსიმუმ 1024 სიმბოლოს აკრეფას შეძლებთ. ამის შემდეგ დნმ ტექსტის კოდირებას დაიწყებს.
დნმ-ის ფუნქციონალური შენახვა ნამდვილად ინოვაციური და პერსპექტიულია, მაგრამ ამ მხრივ გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს. ამ მიმართულებით ტექნოლოგია ჯერ კიდევ დასახვეწია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, პოტენციალი უდიდესია.
მომავალი, სადაც დნმ-ში ინფორმაციას შევინახავთ სულ უფრო რეალური ხდება.
კომენტარები