500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი Porte გაძლევს შესაძლებლობას, გქონდეს სასტუმრო შენს სმარტფონში
ფოტო: საქართველოს ბანკი
Porte ინოვაციაა, რომელიც სწრაფად განვითარებად ტურისტულ ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება, გაზარდონ საკუთარი ეფექტურობა და შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ Porte ერთგვარი "ციფრული კონსიერჟია" — აპლიკაცია ერთდროულად იძლევა შესაძლებლობას, თქვენივე სმარტფონის მეშვეობით ისარგებლოთ სასტუმროს ოთახის ციფრული გასაღებით და თან გაიაროთ სასტუმროში რეგისტრაცია, გამოიძახოთ ოთახის სერვისი და დატოვოთ შეფასება.
Porte იმდენად მრავალფუნქციურია, რომ სამუშაო ძალის დანაკლისის ნაწილობრივ შევსების პოტენციალი აქვს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პატარა სასტუმროების მფლობელებისთვის. ამასთანავე, Porte-თი სასტუმროებს ციფრული გასაღებით სარგებლობა არსებული საკეტების გამოცვლის გარეშე შეუძლიათ. ციფრული გასაღებები კი ოთახებს მაქსიმალურად იცავს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის საშუალებით ავტომატიზებული პროცესი მაქსიმალურად ამცირებს მოგზაურობისას ენის ბარიერით გამოწვეულ გაურკვევლობებსაც.
Porte-ს შესაძლებლობების შესახებ უფრო დეტალურად სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, აიდანა აითუაროვა გაგვესაუბრა.
მოგვიყევით, როგორ შეიქმნა Porte?
Porte-ს არსებობა, პირველ რიგში, ტექნოლოგიამ განაპირობა. ფანტასტიკური გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ მოწყობილობას მოარგოს ჩვენი ტექნოლოგია და ყველა კარი გააღოს. თავიდან ვეცადეთ, ჩვენი ინოვაციური გამოგონება საცხოვრებელი კომპლექსებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის მიგვეყიდა, რაც პრინციპში, გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, ხან პროცესი დროში იწელებოდა, ხან კი არასაკმარისი მოგება გვრჩებოდა. ასე რომ, გადავწყვიტეთ, ახალ სექტორზე გასვლა და გადავერთეთ სასტუმროებზე.
ბევრი სასტუმრო უკვე ისედაც ეძებდა გასაღების ციფრულ ალტერნატივას, თუმცა ამისთვის საკეტის გამოცვლა იყო აუცილებელი, რაც საკმაოდ ძვირია. Porte-ს წყალობით, საკეტების შეცვლა საერთოდ არ არის საჭირო, რადგან ჩვენი ტექნოლოგია თავისუფლად ერგება ნებისმიერ არსებულ საკეტს.
Porte-ს მეშვეობით სასტუმროები, სასტუმროს მიმღებები (ე. წ. რესეფშენები) ნაკლებად დაიტვირთებიან. ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დამატებითი შემოსავლის მოტანაც შეუძლია, რადგან ისეთი სერვისები, როგორებიცაა რესტორანი, სპა და სამრეცხაო, პირდაპირ სტუმრის ჯიბეშია მოთავსებული და ერთი ხელის მოსმით შეუძლია განახორციელოს სასურველი შეკვეთა. ეს მრავალფუნქციურობა ეხმარება Porte-ს დანერგოს სასტუმროში ყოვლისმომცველი, აწყობილი სისტემა, რაც უკეთეს შეფასებებსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე აისახება.
რა გზა გამოიარა Porte-მ 500 Georgia-მდე და რა არის სტარტაპის მიზანი?
სხვათა შორის, 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე რამდენიმე ინვესტორი უკვე მოძებნილი გვყავდა, ვგეგმავდით MENA-ში მონაწილეობასაც, მაგრამ 500 Georgia უბრალოდ უკეთეს შესაძლებლობებს გთავაზობდა — მტკიცე კავშირების ჩამოყალიბებას და ყველა იმ ბაზარზე წვდომას, სადაც 500 Global-ი ოპერირებს. პროექტის მეორე ფაზაში ასტანას Digital Bridge-შიც მივიღეთ მონაწილეობა და "ყველაზე ინვესტირებადი" სტარტაპის ტიტულიც დავიმსახურეთ. ძალიან გვინდა შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში სასტუმრო აპლიკაციებში პირველები ვიყოთ და ვიტყოდი, რომ ეს მიზანი არც ისე შორსაა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები