7 ცნობილი მსახიობი, რომელიც როლს მხოლოდ ფულის გამო დასთანხმდა
ალბათ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს უწევს ანაზღაურების გამო მუშაობა და იმ საქმის კეთება, რომელიც დიდად გულზე არ ეხატება. რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ამ გამოწვევის წინაშე ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დგანან.
ზოგიერთი მსახიობი საჯაროდაც აღიარებს, რომ კონკრეტულ როლს მხოლოდ ფულის გამო დათანხმებია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჰიუ გრანტმა ვონკაში შესრულებულ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ფილმში მონაწილეობის მიზეზი სწორედ შემოსავალი იყო.
ამ სტატიაში რამდენიმე მსახიობის ისტორია გავაერთიანეთ, რომლებმაც როლი სწორედ ანაზღაურების გამო ითამაშეს. აი, ისინიც:
1. ჯეიკობ ელორდი
ფოტო: The Apartment
სერიალ ეიფორიის მსახიობმა, ჯეიკობ ელორდიმ, წელს თავი ფილმ Priscilla-ში ელვის პრესლის როლით დაგვამახსოვრა. როდესაც მას ჰკითხეს, რას აპირებს მომავალში, ჯეიკობმა აღნიშნა, რომ იმ როლებს დასთანხმდება, რომლებსაც მისცემენ, რადგან სამსახური სჭირდება.
2. რეიჩელ ზეგლერი
ფოტო: DC Studios
რეიჩელ ზეგლერი, რომელიც საზოგადოებამ სტივენ სპილბერგის West Side Story-ით გაიცნო, წელს კი, შიმშილის თამაშების ახალი ფილმით თავი კიდევ უფრო შეგვაყვარა, DC-ის ფილმში Shazam! Fury of the Gods ერთ-ერთი სუპერგმირის როლს თამაშობს. რეიჩელმა როლის შესრულების მთავარ მიზეზად ანაზღაურება დაასახელა.
"სამსახური მჭირდებოდა. ფილმის გადაღებები პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც სამუშაოს პოვნა ძალიან მიჭირდა და ჯერ ადამიანებიც არ მიცნობდნენ", — ამბობს ის.
3. ამანდა საიფრედი
ფოტო: Summit Entertainment
გამონაკლისი არც ცნობილი მსახიობი ამანდა საიფრედი აღმოჩნდა. ამანდას თქმით, რომანტიკულ კომედიებში თამაში მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა მათში მონაწილეობამ კარგი შემოსავალი მოუტანა. მან ფილმი წერილები ჯულიეტს გაიხსენა და თქვა, რომ ამ როლის წყალობით ნიუ-იორკში სახლი იყიდა, რისთვისაც მადლიერია.
4. მორგან ფრიმენი
ფოტო: Universal Pictures
როდესაც ლეგენდარულ მსახიობ მორგან ფრიმენს ჰკითხეს, რატომ დასთანხმდა კომედიურ ფილმ Ted 2-ში მონაწილეობას, მისი პასუხი იყო: "იმიტომ, რომ ფულის გამომუშავება მომწონს. როლს ვითამაშებ, თუ კარგად გადამიხდიან".
5. ჰარისონ ფორდი
ფოტო: Lucasfilm
ჰარისონ ფორდმა დაუვიწყარი პერსონაჟი ჰან სოლო 1977 წლის ვარსკვლავური ომების ფილმში შექმნა და ამ როლით 2015 წელსაც დაბრუნდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამდენი წლის შემდეგ იმავე კოსტიუმის მორგება მისთვის ემოციური იყო თუ არა, მსახიობმა კი უპასუხა, არა, უბრალოდ ამაში ფული გადაუხადეს.
6. ედი მერფი
ფოტო: Paramount / Courtesy Everett Collection
ედი მერფი ცნობილ კომედიაში Best Defence თამაშს არ აპირებდა, თუმცა შემდეგ მას როლისთვის $2 მილიონი შესთავაზეს. "დამისახელეთ 22 წლის ადამიანი, რომელიც რამდენიმეკვირიან სამუშაოს 2 მილიონისთვის არ დასთანხმდება", — ამბობს მსახიობი.
7. ჯეკი ჩანი
ფოტო: New Line Cinema / Courtesy Everett Collection
მსახიობი ჯეკი ჩანის თქმით, თითოეულ როლს კონკრეტული მიზეზის გამო თანხმდება და პერსონაჟით მაყურებლამდე რაღაც სათქმელის მიტანას ცდილობს, თუმცა გამონაკლისი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი Rush Hour ყოფილა. ჯეკი ჩანი ამბობს, რომ ეს ერთადერთი როლია, რომელიც ანაზღაურების გამო შეასრულა და უკვირს, რომ ამერიკასა და ევროპაში ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
-
ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა ალასკაში ტუნდრა იწვის — უკანასკნელ 3000 წელში ხანძრები სწორედ ბოლო საუკუნეში გახშირდა
გადახედვა
-
მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს მეუფე გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობის საქმეში ფიგურანტი მონაზონი თეკლა კუბლაშვილი ეკლესიიდან განკვეთეს
გადახედვა
-
რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები რომელ ცხოველებში გვხვდება მონოგამია? — აი, "ერთგული" სახეობები
გადახედვა
-
რომელი სერიალები გამოდის 2026 წელს — პრემიერები და ახალი სეზონები რომელი სერიალები გამოდის 2026 წელს — პრემიერები და ახალი სეზონები
გადახედვა
-
გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა გელა ხასაიას ადვოკატის განცხადებით, თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ გაანადგურა
გადახედვა
- ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით? რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?
-
სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს? სანტა კლაუსის კვანტური სუპერპოზიცია — როგორ ასწრებს სანტა ყველაფერს?
გადახედვა
-
ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს ევროკომისია აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გმობს
გადახედვა
-
თამარ ჩერგოლეიშვილი: იზოლაცია თუ გაგრძელდა და ავტოკრატია განმტკიცდა, ეს ფასიც სანატრელი ექნება 90%-ს. ფასის პრობლემის გადაჭრა რეჟიმის ცვლილებაა თამარ ჩერგოლეიშვილი: იზოლაცია თუ გაგრძელდა და ავტოკრატია განმტკიცდა, ეს ფასიც სანატრელი ექნება 90%-ს. ფასის პრობლემის გადაჭრა რეჟიმის ცვლილებაა
გადახედვა
-
18 000 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე "სახლებს" მამონტის ძვლებისგან აშენებდნენ — კვლევა 18 000 წლის წინ უკრაინის ტერიტორიაზე "სახლებს" მამონტის ძვლებისგან აშენებდნენ — კვლევა
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს ალექსანდრე რაქვიაშვილი: ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს
გადახედვა
-
ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10.5 მლნ-მდე ღირებულების გრანტს გამოუყოფს აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს $10.5 მლნ-მდე ღირებულების გრანტს გამოუყოფს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: წილოსანებო, კალაძეებო, გორდულაძეებო, ბევრს ნუ ლანძღავთ ლილუაშვილს. აქლემი ხვალ სად მოვა და დაიჩოქებს ხომ არავინ ვიცით სალომე ზურაბიშვილი: წილოსანებო, კალაძეებო, გორდულაძეებო, ბევრს ნუ ლანძღავთ ლილუაშვილს. აქლემი ხვალ სად მოვა და დაიჩოქებს ხომ არავინ ვიცით
გადახედვა
-
შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში — საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს
-
სალომე ზურაბიშვილი: უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა! სალომე ზურაბიშვილი: უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არ ნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს" არჩილ გორდულაძე: "მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ უსმენს საქართველოს პარლამენტი ხალხს"
გადახედვა
-
"მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — კახა კალაძე კახა გვანცელაძის საქმეზე "მე რომ მერიაში მივედი კახა გვანცელაძე დამხვდა, იქ მუშაობდა. რას ნიშნავს ჩემი კადრი?!" — კახა კალაძე კახა გვანცელაძის საქმეზე
გადახედვა
- პაპი ლეო XIV რუსეთს მოუწოდებს, საშობაოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს პაპი ლეო XIV რუსეთს მოუწოდებს, საშობაოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს
-
შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად
კომენტარები