ალიევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
ფოტო: Azertag
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2024 წელს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. მას პრეზიდენტობის მეოთხე ვადა 2025 წელს ეწურება.
ალიევმა განაცხადა, რომ არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.
ის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს.
2009 წელს, საჯარო რეფერენდუმის შედეგად, აღარ არსებობს ლიმიტი, თუ რამდენი ვადით შეუძლია თანამდებობაზე ყოფნა პრეზიდენტს. 2016 წელს ჩატარებულმა რეფერენდუმმა კი საპრეზიდენტო ვადა 7 წლამდე გაზარდა.
2016 წლის რეფერედუმის შედეგად, ასევე, შეიქმნა ვიცე-პრეზიდენტის ოფისი, რომელიც 2017 წლიდან ალიევის ცოლს, მეჰრიბან ალიევას უკავია.
ალიევი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს, მან ხმების 86% პროცენტი მიიღო. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს აზერბაიჯანის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიებმა.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი მიზეზი, რის გამოც თებერვალში ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
ალიევის განცხადებამდე სამი თვით ადრე აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. მას შემდეგ, რაც რეგიონი დანებდა, სომეხმა მოსახლეობამ საცხოვრებლები მასობრივად დატოვა.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამჟამად, აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიასაშუალებების ოფისებში რეიდები მიმდინარეობს და დაპატიმრებული არიან ჟურნალისტები.
ორი კვირის წინ, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს "აბზასმედიას" ოფისები — ეს გამოცემა ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში მუშაობს. დააპატიმრეს მენეჯმენტის ზედა რგოლის წარმომადგენლები და თანაშრომლები, მათ ფულის კონტრაბანდა ბრალდებათ. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს ონლაინტელევიზია"კანალ 13-ის" დამფუძნებელი.
ოპოზიციური პარტიის "სახალხო ფრონტი" თავმჯდომარე, ალი ქარიმლი ამბობს, რომ განცხადება უკავშირდება როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობას, ასევე, რუსეთთან ქვეყნის მზარდ კავშირს.
"ახლა ცხადი ხდება, რატომ დადგა ქვეყნის დღის წესრიგში, ბოლო თვეების განმავლობაში, უკანონო დაპატიმრებები, და ასევე, რატომ დაიძაბა აზერბაიჯანის ურთიერთობა ხელოვნურად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც არის ევროკავშირი, ეუთო, აშშ", — დაწერა ქარიმლიმ.
მან, ასევე, დასძინა, რომ გადაწყვეტილების "საიდუმლო" და მოულოდნელი ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანის მთავრობას ეშინია პოლიტიკური კონკურენციისა, მიუხედავად ოპოზიციურ ჯგუფებსა და დამოუკიდებელი მედიაზე ზეწოლისა.
ქარიმლი, ასევე, ვარაუდობს, რომ ალიევის განცხადება, ვადამდელი არჩევნების შესახებ, უკავშირდება რუსეთის სამხედრო დამარცხების ალბათობას, უახლოეს მომავალში.
"ილჰამ ალიევი ცდილობს, გაიგრძელოს უფლებამოსილების ვადა არაკონკურენტული და ყალბი არჩევნების გზით, სანამ პუტინის რეჟიმი ჯერ კიდევ დგას", — თქვა მან.
დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და ბაქოში დაფუძნებული პოლიტიკური მართვის ინსტიტუტის დირექტორი, აზერ გასიმლი, ასევე, უკავშირებს გადაწყვეტილებას ალიევის "არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ“. თუმცა, მან თქვა, რომ არჩევნების ერთი წლით ადრე ჩატარების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიუთითებს ალიევის შფოთებს, თუ როგორი იქნება მომდევნო წელი.
"წელს დსთ-ს ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალი იყო. ქვეყანაში ეკონომიკური უფსკრული და, შედეგად, სოციალური დაძაბულობა იზრდება. ხელისუფლებამ მთიანი ყარაბაღის გამარჯვება განვითარებად ვერ აქცია“, — წერს გასიმლი.
ის, ასევე, არ გამორიცხავს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტს კვლავ ჰქონდეს ადგილი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი აცხადებს, რომ ბადრაგმა გააუპატიურა
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები