გალტ&თაგარტის მხარდაჭერით თეგეტამ მულტისავალუტო პროგრამა წარმატებით დაასრულა
ფოტო: საქართველოს ბანკი
თეგეტამ გალტ & თაგარტის მხარდაჭრით, 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის განთავსება სრულად და წარმატებით დაასრულა. გალტ & თაგარტი არის ამ გარიგების ექსკლუზიური ორგანიზატორი. აღნიშნული ტრანზაქცია პირველ მულტისავალუტო პროგრამას და ასევე, პირველ, ევროს კორპორატიული ობლიგაციების ემისიას წარმოადგენდა საქართველოში.
თეგეტას მიერ, $30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა 3 ინდივიდუალურ ემისიად დაიგეგმა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 2023 წლის აპრილში პირველად გამოუშვა უცხოურ ვალუტაში დენომინირებული, 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციები, ხოლო ამავე წლის დეკემბერში გამოუშვა და სრულად განათავსა 4 მილიონი ევროს 2-წლიანი ობლიგაციები. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულ წლიურ 8.50%-ს შეადგენს, ხოლო ევროში დენომინირებული ორივე ტრანზაქციისთვის — 7.00%-ს. თეგეტას გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდა ჰოლდინგის არსებულ საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.
გალტ & თაგარტი წარმოადგენდა თეგეტას ექსკლუზიურ განთავსების აგენტს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სრული პროგრამისთვის და ამასთან, ერთადერთ საინვესტიციო ბანკს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე, ევროში დენომინირებული ობლიგაციების შეთავაზება გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიმართ და განსაკუთრებით, ევროს ობლიგაციების შეთავაზებებისთვის, საკმაოდ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად ობლიგაციები შეძენილი აქვს 194-მდე ქართველ და უცხოელ ფიზიკურ პირს, რაც ინვესტორთა ბაზის მაღალ დივერსიფიკაციაზე მიუთითებს (აქედან, 80-მდე წარმოადგენს ევროს ობლიგაციების ინვესტორს).
თეგეტა კაპიტალის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. მან ფიზიკური ინვესტორებისთვის შეთავაზებული ამ საბოლოო ემისიით ფასიანი ქაღალდების მე-6 ემისია განახორციელა.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "წელს ეს უკვე თეგეტას მეოთხე ემისიაა. აღსანიშნავია, რომ თეგეტას ფასიანი ქაღალდების მიმართ მოთხოვნა ბაზარზე 2-ჯერ დიდი იყო ვიდრე შეთავაზებული მოცულობა. ეს ფაქტი მაღალ ნდობასა და კომპანიის მიმართ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს. თეგეტას სამომავლო სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას. ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. თეგეტასათვის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, კი ნათლად აჩვენებს თეგეტა ჰოლდინგის, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს".
ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი წარმოადგენდა პირველი ობლიგაციების მულტისავალუტო პროგრამის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ქვეყნის უმსხვილეს საავტომობილო ჰოლდინგურ კომპანიას, თეგეტა ჰოლდინგს შესაძლებლობა მისცა წარმატებით გამოეშვა ქვეყანაში პირველი, ევროში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები. ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი, ბაზრისთვის ინოვაციური გარიგება წარმატებით განხორციელდება. ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ კომპანიებისთვის დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესება და დივერსიფიკაცია კონკურენტულ პირობებში. ხაზს გავუსვამ, რომ გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, რომელსაც უნიკალური გამოცდილება აქვს სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს უახლოეს მომავალში. ვფიქრობთ, არაერთ სხვა საინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე კომპანიებს."
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები