სახელმწიფო ანაკლიის პორტის "მასტერპლანის" შეცვლაზე მუშაობს — დეტალები
ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეები იკვეთება. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "ნაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ" PORT CONSULTANT ROTTERDAM-თან 24 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 101 480 ევროს შეადგენს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, უცხოურმა საკონსულტაციო კომპანიამ პორტის არსებული გენერალური გეგმის ალტერნატივები უნდა შეისწავლოს და სახელმწიფოს განახლებული პროექტი წარუდგინოს.
კონტრაქტით გათვალისწინებულია რამდენიმე საკვანძო მიმართულება:
გენერალური გეგმის გადახედვა: არსებული "მასტერპლანის" ალტერნატივების მომზადება და შესაბამისი კაპიტალური დანახარჯების (CAPEX) განახლებული ბიუჯეტის შედგენა.
ტვირთნაკადის პროგნოზი: 2050 წლამდე პორტის პოტენციური ტვირთბრუნვის ხელახალი გაწერა.
მმართველობის მოდელი: რეკომენდაციების მომზადება პორტის მართვის ოპტიმალურ სტრუქტურაზე.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რამ განაპირობა გეგმის ფუნდამენტური ცვლილების საჭიროება.
ეს სიახლე მიანიშნებს იმაზე, რომ ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც წინა გეგმებსა და პროგნოზებს ეფუძნებოდა, ჯერჯერობით საბოლოო შედეგამდე არ მისულა.
სანამ საინვესტიციო ხელშეკრულება გაურკვეველია, სახელმწიფო პორტის მშენებლობას საკუთარი სახსრებით აგრძელებს. მთავრობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარს დახარჯავს.
ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა ძლიერი საქართველო — ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ. მისი განმარტებით ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება არსებული გენერალური გეგმის შეცვლას და პროექტის ხელახალ გადახედვას გეგმავს, რაც, მისი თქმით, პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაზე მიუთითებს.
კუპრაძის თქმით, ახალი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება და ტვირთნაკადების პროგნოზის თავიდან გაკეთება ნიშნავს, რომ პროექტი "ნულიდან იწყება", ხოლო ჩინურ კომპანიასთან დაანონსებული შეთანხმება კვლავ გაურკვეველია.
კუპრაძემ დასძინა, რომ კოალიცია მზად არის ხელისუფლების ცვლილების თანავე პორტის მშენებლობის პროცესი ტრანსატლანტიკური ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობითა და სრული გამჭვირვალობით დააჩქაროს.
პოლიტიკოსმა პორტის პროექტთის ვითარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს საზოგადოებას ვაცნობთ ახალ, მნიშვნელოვან დეტალებს ანაკლიის პორტისპროექტთან დაკავშირებით — დეტალებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტიმძიმე კრიზისშია.
ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის უკვე არსებული გენერალური გეგმის — "მასტერპლანის" — ალტერნატივებზე მუშაობს.
ამისთვის გაფორმებულია ახალი კონტრაქტი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიზანიც არის არსებულიპროექტის გადახედვა, ახალი ვარიანტების შეთავაზება და ტვირთნაკადის პროგნოზის თავიდან გაკეთება
ეს რას ნიშნავს?
ეს ნიშნავს, რომ პროექტი, რომელზეც წლები საუბრობდნენ, აღარ მუშაობს.
ეს ნიშნავს, რომ ანაკლია არ შენდება — ანაკლიას ისევ "კლავენ"....
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ თავად კონტრაქტშიც კი არ არის განმარტებული, რატომ გახდა საჭირო ამ მასშტაბის ცვლილება.
ანუ ხელისუფლება ვერ ან არ ამბობს სიმართლეს — რა ჩავარდა, რატომ ჩავარდა და ვისი პასუხისმგებლობაა ეს.
ამასთან, უკვე თითქმის ორი წელია, რაც ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებს.
2024 წელს გამოცხადდა, რომ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა.
დღეს კი ვხედავთ, რომ არც ხელშეკრულებაა, არც ინვესტორია და არც დასრულებული პროექტი.
თუ დღეს "მასტერპლანს" თავიდან წერ, ესე იგი პროექტი აჭიანურებ/დროს წელავ/აგდებ.
თუ ინვესტორთან ორი წელი ვერ შეთანხმდი, ესე იგი მოლაპარაკებები ჩაგივარდა.
და თუ ისევ "ანალიზზე" ხარ გადასული, ესე იგი ქვეყანა ისევ ნულიდან იწყებს. ეს არის ქართული ოცნების მართვის შედეგი. დაკარგული დრო, გაფლანგული შესაძლებლობები და გაურკვეველი მომავალი.
ჩვენ პირდაპირ ვამბობთ: ანაკლიის პროექტი ჩააგდეს.
ჩააგდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებით, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა დასავლურ პარტნიორებს და დღეს გვტოვებს გაურკვეველ, რისკიან და გაჭიანურებულ პროცესში.
ამ დროს, რეგიონში ვითარება სწრაფად იცვლება.
საერთაშორისო დონეზე უკვე იკვეთება ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობა — ტრანსკავკასიური სატრანზიტო დერეფნის განვითარება, რომელიც შეიძლება იქცეს XXI საუკუნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ არტერიად.
ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული შეერთებული შტატები და დასავლური პარტნიორები.
ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის — შანსი, დაბრუნდეს დიდ თამაშში და დაიკავოს საკუთარი ადგილი.
მაგრამ ამ "ღია ფანჯარას" სჭირდება გამოყენება.
სჭირდება მკაფიოარჩევანი.
სწორედ ამიტომ, ძლიერი საქართველო — ლელო აცხადებს:
ეს შანსი აღარ უნდადაიკარგოს.
ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ რაუნდა გაკეთდეს:
ანაკლიის პორტის პროექტი უნდა გამოცხადდეს ქვეყნის ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად.
პროექტში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ამერიკულ და ტრანსატლანტიკურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი სტაბილურობა, სანდოობა და უსაფრთხოება.
ანაკლიის პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი.
პროექტი უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე — ყველა ხელშეკრულება საჯარო,რათა აღარ განმეორდეს კულისური გარიგებები და შეცდომები.
და რაც მთავარია — ამ პროცესში არ უნდა იყოს ადგილი იმ ძალებისთვის, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ.
ჩვენ მზად ვართ — ახლაც და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე — უზრუნველვყოთ ამ პროექტის სწრაფი და რეალური განხორციელება.
ანაკლია არ არის უბრალოდ პორტი.
ანაკლია არის საქართველოს ეკონომიკური, უსაფრთხოების და გეოპოლიტიკური მომავალი.
დღეს კიდევ ერთხელ დგას არჩევანი — განვითარება თუ გაჭიანურება, დასავლეთი თუ გაურკვევლობა, მომავალი თუ დაკარგული შანსები.
ძლიერი საქართველო — ლელო ამ არჩევანში დგას საქართველოს მომავალის მხარეს. ანაკლია სჭირდება ქვეყანას. ანაკლია სჭირდება ქართველ ხალხს. და ანაკლია აუცილებლად აშენდება", — განაცხადა იკრაკლი კუპრაძემ.
- ანაკლიის პორტი — ვინ, როდის და რა პირობით ააშენებს ახალ საზღვაო კარიბჭეს?
- ირაკლი კუპრაძე: "ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და ის გახდეს “ტრამპის გზის” კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის"
- მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტის ჩაგდება სამშობლოს ღალატის ანატომიაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ ჩაიდინა
- TI: საქართველო თანამშრომლობს ისეთ ჩინურ კომპანიებთან, რომლებსაც აშშ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიქვამს
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები