გოგოების გზა ტექნოლოგიებში — თეგეტა ჰოლდინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა
ტექნოლოგიური სფერო, რომელიც დღეს პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის ინოვაციურობასა და პროდუქტიულობას განსაზღვრავს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. თუმცა, აქვე, თვალსაჩინოა გენდერული დისბალანსი — STEM პროფესიებში დასაქმებულთა მხოლოდ 12%-ია ქალი. დარგში მაღალია გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობაც: ქალები, საშუალოდ, კაცების ხელფასის 74%-ს იღებენ. ეს მაჩვენებლები იმ სტერეოტიპების გამოვლინებაა, რომლებიც წლების განმავლობაში აყალიბებდა წარმოდგენას, თითქოს ტექნოლოგიები და ზუსტი მეცნიერებები ქალების საქმე არ იყო.
სწორედ ამ გამოწვევებს მიეძღვნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია — გოგოების გზა ტექნოლოგიებში — სწავლიდან ლიდერობამდე, რომელიც თეგეტა ჰოლდინგისა და თიბისის პარტნიორობითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენცია გოგოების საინფორმაციო-საკომუნიკაციო ჩართულობის საერთაშორისო თვეს მიეძღვნა და ტექნოლოგიებში გენდერულ თანასწორობას, STEM-განათლების ხელმისაწვდომობასა და ქალთა კარიერულ წინსვლას შეეხო. ღონისძიების თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიების საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც საზოგადოებას კომპანიის გამოცდილება გაუზიარა, როგორც ტექნოლოგიური, ისე ავტოინდუსტრიის მიმართულებით.
თინათინ მონავარდისაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიების საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი: “თეგეტა ჰოლდინგი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში გენდერულ სტერეოტიპებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი შიდა პრაქტიკითა და კორპორაციული კულტურით ამსხვრევს. ჩვენთან ეს რეალობა ციფრებშიც აისახება: კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქალია, ტექნოლოგიური გუნდის 35%-ს ქალები შეადგენენ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია — ჰოლდინგში გვყავს ქალები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ მექანიკოსების პოზიციაზე, მათ შორის მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულებით.
ფოტო: თეგეტა
ჩვენ გარემოში ქალი არასდროს გრძნობს, რომ კაცს უნდა აჯობოს ან ორმაგად იშრომოს რაიმეს დასამტკიცებლად. ტექნოლოგიურ გუნდში ჩვენი მთავარი საზომი ინდივიდუალური პროგრესია: ვაფასებთ კადრს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა ის გუშინდელ საკუთარ თავთან მიმართებით და არა იმის მიხედვით, რა ტიპის კონკურენციაშია სხვასთან. სწორედ ეს ჯანსაღი ეკოსისტემა აძლევს ქალებს შესაძლებლობას, ენთუზიაზმითა და თვითგანვითარების სურვილით მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას.
მჯერა, რომ ტექნოლოგიებს არ აქვს ასაკი და წინასწარ განსაზღვრული პროფილური ჩარჩოები. დღეს შეიძლება იყო წარმატებული ფსიქოლოგი ან კონსულტანტი, ხვალ კი სრულიად ახალი გვერდი გადაშალო და ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარდე.
ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები რეგიონებშიც აქტიურად უნდა ჩატარდეს — ეს არის გზა, რომ ჩვენი სათქმელი ყველა იმ გოგომდე და ქალამდე მივიდეს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია ამ უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ“.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიებას დაესწრნენ იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის მოადგილე ანდრეს ტრელბორგი, საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური ინდუსტრიის პროფესიონალები, სტარტაპერები და სტუდენტები.
ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო პლატფორმის შექმნა გამოცდილების გასაზიარებლად, ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე სამსჯელოდ, ასევე იმ წარმატებული მოდელების წარმოსაჩენად, რომლებიც ქალთა მხარდაჭერას ემსახურება. კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდა საერთაშორისო ჰაბი, რომლის საქმიანობა ტექნოლოგიებში გენდერული უთანასწორობის დაძლევასა და ქალებისთვის ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას დაეთმობა.
ფოტო: თეგეტა
კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: “წლევანდელი კონფერენცია ამ თემაზე მიძღვნილ კონფერენციათა შორის ყველაზე მასშტაბური და გამორჩეულია, რადგან ის იქნება მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას მიეძღვნება. რეალობა აშკარაა: თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ციფრული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ, თუ ინვესტიციას ქალებსა და გოგოებში ჩავდებთ და ინკლუზიურ ეკოსისტემებს შევქმნით, შევძლებთ, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო მეტმა გოგომ აირჩიოს და გვყავდეს ლიდერი ქალები, რომლებიც ამ სფეროში ცვლილებებს ჩაუყრიან საფუძველს“.
ღონისძიება გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამა — ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის ფარგლებში, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით. თეგეტა ჰოლდინგის მონაწილეობამ კონფერენციაში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის კორპორაციული პრაქტიკა, რომელიც გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა პროფესიული გაძლიერების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები