იან სომერჰოლდერის თქმით, ფინანსური ვალდებულებების გამო სახლები და მანქანა გაყიდა
ფოტო: Getty Images
იან სომერჰოლდერი აცხადებს, რომ სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. როგორც ამერიკელი მსახიობი აღნიშნავს, პრობლემებისგან თავის დასაღწევად სახლები, მანქანა, საათები და ნახატებიც კი გაყიდა.
ვამპირის დღიურების ვარსკვლავმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 2019 წელს დაასრულა. სომერჰოლდერის თქმით, თაღლითურმა სქემების გამო მილიონობით დოლარის ვალი დაედო, ამ სიტუაციიდან გამოსვლა კი რთული აღმოჩნდა. ფინანსური პრობლემებისგან თავის დასაღწევად მსახიობმა თავისი ქონების დიდი ნაწილი გაასხვისა.
ფოტო: CBS / Warner Bros.
"წესით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალიდან [ვამპირის დღიურები] წამოსვლის შემდეგ, კარიერა უნდა დამესრულებინა", — აღნიშნა მსახიობმა.
მას შემდეგ, რაც სომერჰოლდერის მიერ შექმნილი სერიალი V Wars გაუქმდა, მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. 2024 წლის ოქტომბერში იანმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ მას მსახიობის ამპლუაში ვეღარ იხილავდნენ.
ფოტო: Getty Images
მიუხედავად იმისა, რომ მან V Wars-ზე საავტორო უფლებები დაიბრუნა, სომერჰოლდერის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა სამ კომპანიაში მუშაობისა და ბავშვების აღზრდის პარალელურად, როგორ შეეძლო სერიალის გადაღება.
იან სომერჰოლდერი სერიალ "V Wars"-ში
ფოტო: Netflix
აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალ Lost-ის ვარსკვლავს აქამდეც ისაუბრა იმ რისკზე, რომელიც სამსახიობო და საპროდიუსერო კარიერის დასრულებას მოჰყვება.
"მახსოვს, ჩემს მენეჯმენტთან ერთად ვიჯექი და ვამბობდი: 'ეს ერთადერთი საქმეა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია და რითაც ჩემს ოჯახს ვარჩენდი, მე კი კარიერის მწვერვალზე ყოფნისას ამ საქმეს ვტოვებ", — განუცხადა მან People-ს 2024 წელს.
ფოტო: Getty Images
"ამას სრული თავმდაბლობითა და პატივისცემით ვამბობ, თუმცა მირჩევნია ეს საქმე [ბურბონის წარმოების ბიზნესი] ვაკეთო, ვიდრე სერიალის გადასაღებად ორი თვე სხვა ქალაქში, ჩემი ოჯახისგან მოშორებით, გავატარო ან ისინი წინ და უკან ვატარო", — დასძინა მან.
მსახიობის თქმით, როცა კარიერაში გარკვეულ საფეხურს აღწევ, გიჩნდება სურვილი, შენი მთელი დრო და ენერგია ოჯახზე ზრუნვას დაუთმო.
ფოტო: Getty Images
სომერჰოლდერის ცოლმა, ნიკი რიდმაც აღნიშნა, რომ გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწეობის შედეგად, მას და იანს "შესანიშნავი პლატფორმები" აქვთ.
"მე ამას უფრო გარდამავალ მომენტად აღვიქვამ. ვცდილობთ, ბიზნესი და გატაცებები ერთმანეთს სწორად შევუთავსოთ", — თქვა რიდმა გასულ წელს The Julia Cunningham Show-ში.
ამჟამად, რიდი და სომერჰოლდერი ერთად მართავენ The Absorption Company-ს, რომელიც დანამატების ბრენდია.. იანი ასევე ფლობს ბურბონის ბრენდს, სახელწოდებით Brother’s Bond Bourbon. წყვილს ორი შვილი ჰყავს — 8 წლის გოგო და 3 წლის ვაჟი.
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
კომენტარები