დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ოთხწლიან ომში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისი განცხადება მოჰყვა კრემლის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლიდერებმა მომავალ თვეში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში დროებითი ზავის საკითხზე იმსჯელეს.
"კარგი საუბარი გვქონდა, მას დიდი ხანია ვიცნობ", — განაცხადა ტრამპმა.
ოვალურ კაბინეტში Artemis II-ის მისიის ასტრონავტებთან შეხვედრისას, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან საუბრისას მან უკრაინაში "ცეცხლის შეწყვეტის მცირე მცდელობა" შესთავაზა.
"ვფიქრობ, ის შესაძლოა ასეც მოიქცეს", — თქვა ტრამპმა, შემდეგ კი რეპორტიორებს ჰკითხა, ხომ არ გამოუცხადებია პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა უკვე.
გასულ წელს პუტინმა მსგავსი ზავი გამოაცხადა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა, თუმცა ის კიევთან შეთანხმებული არ ყოფილა.
Reuters წერს, რომ ლიდერებს შორის ბოლო საჯაროდ ცნობილი სატელეფონო საუბარი 9 მარტს შედგა, თუმცა ტრამპმა მიანიშნა, რომ ისინი რეგულარულად საუბრობენ.
ტრამპის თქმით, პუტინმა მას დახმარება შესთავაზა ირანის გამდიდრებული ურანის საკითხთან დაკავშირებით, რაც ირანის ომის დასრულების გზაზე მთავარი დაბრკოლებაა, თუმცა ტრამპმა უპასუხა:
"მე ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია თქვენ ჩართული იყოთ უკრაინასთან ომის დასრულებაში. სანამ დამეხმარებით, მსურს თქვენი ომი დასრულდეს", — განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რა წინადადებები წამოაყენა პუტინმა ირანთან დაკავშირებით.
უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინმა უკრაინაში დროებითი ზავის ინიციატივა 9 მაისის დღესასწაულისთვის წამოაყენა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა კავშირის როლის აღსანიშნავად იმართება. მისი თქმით, ტრამპს პოზიტიური რეაქცია ჰქონდა.
უშაკოვმა ასევე დასძინა, რომ მეგობრული და საქმიანი საუბრისას, რომელიც საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება ახლოსაა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები