11 ივლისი მსოფლიო მოსახლეობის დღეა
ყოველდღიურად, სოციალურად დაუცველი ქალები, განსაკუთრებით კი ღარიბები და ლტოლვილები, სოციალური, ეკონომიკური და გეოგრაფიული დაბრკოლებების წინაშე დგანან მაშინ, როცა საქმე ოჯახის ნებაყოფლობით დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და სერვისების მიღებას ეხება.
ორმოცდაათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საფუძველი ჩაუყარა გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA), როგორც ნდობის ფონდს. 1969 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდმა ფუნქციონირება დაიწყო, ის აქტიურად მუშაობს ოჯახის დაგეგმვის ხელმისაწვდომობისა და ქალების რეპროდუქციული უფლებების რეალიზებისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით მსოფლიოში თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენება გაორმაგდა - 1970 წელს 36%-დან 2016 წელს 64%-მდე.
მიუხედავად პროგრესისა და შედეგებისა, ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი გამოწვევები: განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 214 მილიონ ქალს არ მიუწვდება ხელი ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებზე. ამ ქალების უმეტესობა მსოფლიოს 69 ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობს. მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ნიშნავს 67 მილიონი არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებასა და დედათა სიკვდილიანობის წლიური მაჩვენებლის (დაახლოებით 303,000) ერთი მესამედით შემცირებას - ეს ნიშნავს, რომ ოჯახის დაგეგმვას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რეპროდუქციული ჯანდაცვის უკეთეს სისტემას, მათ შორის, ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვის ხელმისაწვდომობას, შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკის წინსვლასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას ქალების გაძლიერების გზით - რაც გულისხმობს ქალების მეტ შესაძლებლობას მიიღონ უკეთესი განათლება, შეუერთდნენ ანაზღაურებად სამუშაო ძალას, იყვნენ უფრო პროდუქტიულები თავიანთ სამუშაო სივრცეში, მიიღონ მეტი შემოსავალი და გაზარდონ დანაზოგი და ინვესტიციები. ამასთანავე, კონტრაცეფციის მომსახურებაზე ყოველი დოლარის დამატებით, ორსულობასთან დაკავშირებული ხარჯები $2.30 დოლარით მცირდება.
ოჯახის დაგეგმვაში ინვესტირება ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია.
აქედან გამომდინარე, ოჯახის დაგეგმვა მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პირველი მიზნის მისაღწევად, რომელიც სიღარიბის დაძლევას გულისხმობს. ის ასევე განსაკუთრებულ როლს თამაშობს სხვა მიზნების მიღწევაშიც, როგორიცაა: შიმშილის დამარცხება, ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა შეიმუშავა ამბიციური, მასშტაბური ცვლილებების მომტანი მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახის დაგეგმვის არსებული დაუკმაყოფილებელი საჭიროების აღმოფხვრას 2030 წლისთვის. მსოფლიო მოსახლეობის დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას და დაინტერესებულ მხარეს, მონაწილეობა მიიღოს ამ მიზნის მიღწევაში. გაეროს მოსახლეობის ფონდი ასევე მოუწოდებს 179 სახელმწიფოს მთავრობას, რომელმაც ხელი ხელი მოაწერა 1994 წლის კაიროს საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამას მოსახლეობისა და განვითარების შესახებ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად, ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვის ჩათვლით. ეს ეხება არა მარტო ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას, არამედ ეკონომიკურ განვითარებაში ინვესტირებას, კაცობრიობის კეთილდღეობასა და პროგრესს.
ფაქტები
- ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 214 მილიონ ქალს აქვს საჭიროება და არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე საშუალებებზე.
- 2015 წელს, UNFPA-ს მიერ გავრცელებული კონტრაცეფციის მეთოდების საშუალებით, შესაძლებელი გახდა 12.3 მილიონი არასასურველი ორსულობის, 4.4 მილიონი აბორტის, ბავშვთა სიკვდილიანობის 220,000 შემთხვევისა და დედათა სიკვდილიანობის 34,000 შემთხვევის თავიდან არიდება.
- ოჯახის ნებაყოფლობით დაგეგმვაზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას შეუძლია დედათა სიკვდილიანობის ერთი მესამედით, ხოლო ბავშვთა სიკვდილიანობის 20 პროცენტით შემცირება.
- განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები 877 მილიონი ქალისთვის თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის დანახარჯი წლიურად საშუალოდ $8.39-ს შეადგენს კონტრაცეპტივის თითოეული მომხმარებელისთვის.
ძირითადი გზავნილი მსოფლიო მოსახლეობის დღისთვის
- 2030 წლისთვის მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად არის დაცული ქალთა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. ოჯახის დაგეგმვის დაუკმაყოფილებელი საჭიროების აღმოფხვრა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინვესტიციაა.
- ქალები, რომლებიც ირჩევენ ოჯახის დაგეგმვას, არიან უფრო ჯანმრთელები და დედათა სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან. ოჯახის დაგეგმვის გამოყენებას, მშობიარობებს შორის ინტერვალის დაცვას შედეგად მოაქვს ბავშვთა უკეთესი ჯანმრთელობა და სიცოცხლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილიანობის გაცილებით დაბალი რისკი.
- ქალები, რომელთაც აქვთ არჩევანის საშუალება და შესაბამისად - უკეთესი რეპროდუქციული ჯანმრთელობა, აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობა, მოიძიონ უკეთესი სამსახური და შეინარჩუნონ ის და, ამასთანავე, ხელი შეუწყონ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას და საერთო კეთილდღეობას. მათი ოჯახები ფინანსურად უფრო ძლიერია, ხოლო მათი შვილები უკეთეს განათლებას იღებენ - ეს არის კეთილდღეობის ციკლი, რომელშიც არაერთი თაობაა არის და იქნება ჩართული. შედეგად, იქმნება დემოგრაფიული დივიდენდი და შესაძლებელი ხდება კეთილდღეობის მიღწევა გლობალურ დონეზე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები