საქართველოს 5 TOP გამარჯვება ევრობასკეტზე — კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ევრობასკეტი 2025 კარს მოგვადგა. ზედიზედ მეოთხედ, ტურნირს 4 მასპინძელი ეყოლება. 27 აგვისტოდან, ევროპის ყველაზე ძლიერი 24 ნაკრები კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გადანაწილდება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფის სტადიას ლატვიის დედაქალაქი, რიგა უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ევროპის საუკეთესოთა გუნდებს შორის ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.
ტურნირის პრევიუსთან დაკავშირებით, აქ არ ვისაუბრებთ და აქცენტს იმ დაუვიწყარ მოგონებებზე გავაკეთებთ, რომლებიც გასული ტურნირების განმავლობაში, ჩვენმა კალათბურთელებმა გვისახსოვრეს.
სადებიუტო შეხვედრა ბელგიასთან
2011 წლის ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრები დებიუტანტის სახელით ასპარეზობდა. ტურნირზე მონაწილე გუნდებს შორის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი საგულშემატკივრო არმია უმაგრებდა ზურგს.
პირველი მეტოქე აღმოჩნდა ბელგია, რომელთანაც არცთუ სასიამოვნო ახლო წარსული გვაკავშირებდა: საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელგიამ ორჯერ დაგვამარცხა (74:64 და 63:86). მიუხედავად ამისა, ქართველმა კალათბურთელებმა ნავსი გატეხეს, ბელგიელები ოთხივე მეოთხედში დაჯაბნეს (11:20, 13:17, 18:21, 17:23) და მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქეს ამოსუნთქვისა და მატჩის მათ სასარგებლოდ შემობრუნების შესაძლებლობა არ მისცეს.
პოლონეთთან გამარჯვება
საქართველოს ნაკრებმა 2013 წლის ევრობასკეტზეც შესანიშნავი სტარტი აიღო: ამჯერად, პოლონეთს დავუპირისპირდით და დიდი ანგარიშით, 84:67 გავიმარჯვეთ.
სადებიუტო ევრობასკეტის მსგავსად, ჩვენს ნაკრებს სათავეში კვლავ იგორ კოკოშკოვი ედგა, რომლის ჩინებულმა დაცვითმა ტაქტიკამ გაამართლა და პოლონელები პირველ სამ ორ მეოთხედში დიდი სხვაობით დავამარცხეთ (20:14, 19:8, 16:15, 29:30). ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა პოლონელი სნაიპერების განეიტრალება ეფექტურად შეძლეს — პოლონელებმა პირველი სამქულიანი IV მეოთხედში ჩააგდეს.
2013 წლის ევრობასკეტი იყო პირველი ოფიციალური შეჯიბრება 1999 წლის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრებმა ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა. ჩვენს კაპიტანს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, თუმცა მისი არყოფნის დროს, ლიდერობა რამდენიმე მოთამაშემ გადაინაწილა: 23 ქულას მოუყარა თავი სანიკიძემ, მარკოიშვილმა 18 ქულა დააგროვა, შერმადინი ორმაგ დუბლთან იყო ახლოს (13 ქულა და 9 მოხსნა), ცინცაძემ კი აქტივში 11 ქულა და 7 ასისტი ჩაიწერა.
პირველი პლეი-ოფი
2015 წლის ევრობასკეტი ნამდვილი Roller Coaster გამოდგა: პირველ შეხვედრაში, ნიდერლანდებთან ანგარიშით 72:73 დავმარცხდით, თანაც, მარკოიშვილის ნასროლი ბურთი ბოლო წამზე ასცდა ფარს. ამას სლოვენიასთან და საბერძნეთთან 2 მარცხი მოჰყვა და მაშინ, როდესაც ჯგუფიდან გასვლა სათუო გახდა, ჩვენს ნაკრებს მეორე სუნთქვა გაეხსნა: ჯერ ჩრდილოეთ მაკედონია დავამარცხეთ, შემდეგ კი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი — ხორვატია. ცხადია, ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, ხორვატია გაცილებით კარგ ფორმაში იმყოფებოდა. თანაც, ბალკანელებმა 2013 წლის ევრობასკეტზე მე-4 ადგილი დაიკავეს და გუნდის შემადგენლობაში ბარსელონას, ინდიანას, ბრუკლინისა და ეფესის კალათბურთელები თამაშობდნენ. ერთი სიტყვით, ამ დაპირისპირებაში, ხორვატია აშკარა ფავორიტი იყო.
შესავალი ამით დავასრულოთ და მატჩზე გადავინაცვლოთ:
საქართველომ სენსაციური, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ხორვატია ანგარიშით 71:58 დაამარცხა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით, როგორც კალათბურთის მოყვარულები ამბობენ: ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც ანგარიშით 51:49 ვაგებდით, საქართველოს ნაკრებმა შეუჩერებელი და მაგიური ძალა მოიკრიბა, 18:0 გაქცევა მოაწყო და 16 ქულით დაწინაურდა (67:51).
დასკვნით ნაწილში, უპირატესობის შენარჩუნება შევძელით და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანეთ (71:58). პარალელურად, ჩვენს ჯგუფში, საბერძნეთმა ნიდერლანდები დაამარცხა და შედეგად, მერვედფინალში გავედით, სადაც ტურნირის მოქმედ და ასევე, მომავალ ვერცხლის პრიზიორს, ლიეტუვას შევხვდით და თანაბარ, ღირსეულ ბრძოლაში, ანგარიშით 81:85 დავმარცხდით. იონას მაჩიულისის სახელი გემახსოვრებათ, საოცარი მატჩი ჰქონდა.
რევანში
ლიეტუვასთან უზომოდ დაძაბულმა შეხვედრამ კალათბურთის ყველა გულშემატკივარში უკმარისობის გრძნობა დატოვა. რა ცოტა დაგვაკლდა, რომ საკალათბურთო გრანდი დაგვემარცხებინა და მეოთხედფინალში გვეთამაშა…
რევანშის აღების შესაძლებლობა 2017 წლის ევრობასკეტზე მოგვეცა: საქართველოსთან ერთად, ლიეტუვა B ჯგუფში იყო წარმოდგენილი და ჯგუფის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა. თანაც, ეს ილიას ზუროსისთვის პირველი ევრობასკეტი გახლდათ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მისი გვირგვინი და კულუმინაცია კი ბოლო მეოთხედში დაიწყო, სადაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ და მატჩი სასურველი ანგარიშით დავასრულეთ:
- დასრულებამდე 20 წამით ადრე: მაიკლ დიქსონმა ზუსტი ორქულიანით წინ გაგვიყვანა (78:74);
- 10 წამით ადრე: კუზმინსკასზე სამქულიანის სროლისას დავჯარიმდით, მან კი სამი საჯარიმო სროლიდან ერთი გამოიყენა, თუმცა ქართველებმა ფარზე ბურთი დაკარგეს, ლიეტუველებმა ორქულიანი ჩააგდეს და ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირეს (78:77);
- 7 წამით ადრე: მაიკლ დიქსონმა 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა (79:77);
- 1 წამით ადრე: ლიეტუველებმა Game Winner სროლა იონას მაჩიულისს მიანდეს — მას, ვისი დამსახურებითაც გასულ ევრობასკეტზე დავმარცხდით, თუმცა ფორტუნა 180 გრადუსით, საქართველოს სასარგებოდ შემოტრიალდა. მაჩიულისის ბურთი ფარში არ ჩავარდა და მატჩი საქართველოს სენსაციური გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვება საკუთარ მოედანზე
დასასრულს, ყველაზე ემოციური შეხვედრის შესახებ მოგიყვებით. იქნებ, ეს შეფასება სუბიექტურიც გახლავთ, მაგრამ ამაზე არ გავჩერდეთ და მიზეზებზე ვისაუბროთ.
2019 წელს, თბილისმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება პრაღასთან, კიოლნთან და მილანთან ერთად მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობდით.
საქართველოში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი, ასევე თურქეთი, მონტენეგრო, ბელგია და ბულგარეთი ჩამოვიდნენ. ცხადია, საკუთარ კედლებში ღირსეული სიტყვა უნდა გვეთქვა და თურქეთთან მატჩი (88:83) გამოდგა ისეთი, რომელიც ქართველი ქომაგის მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება.
ეს იყო შეხვედრა, სადაც საქართველომ ევრობასკეტზე პირველად ითამაშა 2 ოვერტაიმი. გამარჯვებას მეტი ემოციური დატვირთვა მისცა საოცარმა, ნონ-სტოპში მიმდინარე გულმხურვალე ქომაგობამ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ უძლიერესი მეტოქეს წინააღმდეგ, ჩვენი ნაკრები თამაშობდა ტრავმირებული თორნიკე შენგელიასა და გოგა ბითაძის გარეშე. ასევე, მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო პარკეტი დატოვა ჯერ დუდა სანაძემ, შემდეგ კი, 5 ფოლის გამო, გიორგი შერმადინმა.
გამოდის, რომ ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველო განახევრებული შემადგენლობით თამაშობდა, თუმცა ამ დანაკლისის მიუხედავად, არ გაჩერდა და სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით, ასევე მაკფადენის, ანდრონიკაშვილისა და ბექაურის უმნიშვნელოვანესი ქულებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მორიგი საამაყო ფურცელი დაწერა თავის ისტორიაში.
წინ მეექვსე ევრობასკეტი გველოდება. აქვე, განრიგსაც შეგახსენებთ:
28 აგვისტო, 16:00 | საქართველო v ესპანეთი;
30 აგვისტო, 16:00 | იტალია v საქართველო;
31 აგვისტო 16:00 | საქართველო v საბერძნეთი;
2 სექტემბერი 19:15 | კვიპროსი v საქართველო;
4 სექტემბერი 16:00 | ბოსნია და ჰერცეგოვინა v საქართველო.
დაველოდოთ თამაშებს და ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები