ყველაფერი, რაც ტეილორ სვიფტის მომდევნო ალბომის შესახებ ვიცით
ფოტო: Getty Images
ტეილორ სვიფტს დიდი ხანია აქვს თავისი ფანების ფარული მინიშნებებით განებივრების ტრადიცია, და ბოლო რამდენიმე თვე გამონაკლისი არ ყოფილა. სცენაზე სხვადასხვა ფერით კოდირებული მომენტებიდან დაწყებული, სოციალურ მედიაში იდუმალი აქტივობებით დასრულებული, "სვიფტიები" დიდი ხანია ეჭვობენ, რომ მომღერლის მე-12 სტუდიური ალბომი, რომელიც ინტერნეტში "TS12"— ის სახელით არის ცნობილი, გზაში იყო. ახლა, როცა სვიფტმა ახალი ალბომის გამოშვების შესახებ განცხადება ოფიციალურად გააკეთა, მოდი, ვნახოთ, რა ვიცით ამ დროისთვის.
რა ერქმევა ალბომს?
დრამროლი, თუ შეიძლება… სვიფტმა გაამხილა, რომ ახალ ალბომს The Life of a Showgirl (შოუ-გოგოს ცხოვრება) ეწოდება. ეს ამბავი ტეილორის შეყვარებულის, ტრევის კელსისა და მისი ძმის, ჯეისონის პოდკასტის, New Heights-ის მოკლე კლიპიდან გაჟღერდა. მაყურებელი ვიდეოში ალბომის გარეკანს ხედავს, თუმცა კადრში ის დაბურულია. სრული ეპიზოდის პრემიერა 13 აგვისტოს შედგა — ცნობილია, რომ ეს სვიფტის საყვარელი რიცხვია.
მომღერალი ალბომებს ტრადიციულად ერთსიტყვიან სახელებს არქმევდა (Lover, folklore, Midnights), თუმცა მისმა ბოლო პროექტმა The Tortured Poets Department ეს შაბლონი დაარღვია.
როდის გამოვა ალბომი?
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
ალბომი 3 ოქტომბერს გამოვა. აღსანიშნავია, რომ ეს ტრევის კელსის დაბადების დღემდე ზუსტად ორი დღით ადრეა — ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის დაბადების დღე 5 ოქტომბერსაა. ალბომის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია სვიფტის ვებგვერდზე.
ალბომის ოფიციალურ დაანონსებამდე, სვიფტის ფანებმა, რომელთაც არაფერი გამოჰპარვიათ, უკვე შენიშნეს ახალი ალბომის შესაძლო მინიშნებები. მაისში სვიფტმა თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ ახლა უკვე ფლობს საკუთარი მთელი დისკოგრაფიის ოსტატურ ჩანაწერების საავტორო უფლებებს — მიღწევა, რომელიც მომღერალმა შაფასა, როგორც "საუკეთესო რამე, რაც ოდესმე გვქონია". საინტერესო დეტალი იყო ის, რომ წერილში ჩართული ფრაზა "I was thiiiiiiiiiiiis close" ("აააააააააააასე ახლოს ვიყავი") შეიცავდა ზუსტად 12 "i"-ს, რაც ფანებმა მე-12 ალბომისკენ მინიშნებად ჩათვალეს.
11 აგვისტოს სვიფტის შეყვარებულმა, ტრევის კელსიმ, თავის პოდკასტისთვის New Heights "ძალიან განსაკუთრებული სტუმრის" მოსვლა დააანონსა; რამდენიმე საათში პოდკასტმა (ძალიან საარშიყო კლიპით) დაადასტურა, რომ ეს სტუმარი მართლაც ტეილორ ელისონ სვიფტია, რაც ნიშნავდა, რომ დიდი სიახლე გზაში იყო.
რამდენი სიმღერა იქნება ალბომში?
სვიფტმა ინსტაგრამზე გაამხილა The Life of a Showgirl-ის 12 ტრეკი:
The Fate of Ophelia
Elizabeth Taylor
Opalite
Father Figure
Eldest Daughter
Ruin the Friendship
Actually Romantic
Wi$h Li$t
Wood
CANCELLED!
Honey
The Life of a Showgirl (feat. Sabrina Carpenter)
12 სიმღერით Showgirl სვიფტის ყველაზე მოკლე ალბომია. მისი წინა პროექტების სიმღერათა რაოდენობები 13-დან (ალბომში 1989) 31-მდე (ალბომში Tortured Poets) მერყეობდა.
როდის დაწერა სვიფტმა ალბომი?
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
სვიფტის თქმით, The Life of a Showgirl-ის შექმნა დაიწყო ევროპაში თავისი უდიდესი ტურნეს, Eras Tour-ის დროს (რომელმაც, სხვათა შორის, მიწისძვრაც კი გამოიწვია), რომელიც 2024 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მიმდინარეობდა. ეს მან New Heights-ში გაამხილა:
"სამ კონცერტს ზედიზედ ვატარებდი, შემდეგ სამი დღე დასვენება მქონდა. შვედეთში მივფრინავდი, შემდეგ ტურს ვუბრუნდებოდი და ალბომზე ამ დროს ვმუშაობდი. იმ მომენტში ფიზიკურად გამოფიტული ვიყავი, მაგრამ გონებრივად ისეთი აღფრთოვანებული და შთაგონებული, რომ უბრალოდ ვბრწყინავდი."
კელსიმ დაამატა: "ის პირდაპირი მნიშვნელობით შოუს გოგოს ცხოვრებას ეწეოდა."
რა ჟღერადობა ექნება ალბომს?
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
სანამ ახალ სიმღერებს მოვისმენთ, სვიფტმა გაამხილა, რომ ალბომის პროდიუსერები არიან მაქს მარტინი, შელბეკი და თავად სვიფტი. "ჩვენ სამმა შევქმენით ჩემი ზოგიერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა," — თქვა მან New Heights-ში და მაგალითად დაასახელა საკუთარი ჰიტები, როგორებიცაა We Are Never Getting Back Together, I Knew You Were Trouble, 22, Shake It Off, Blank Space, Style და Wildest Dreams.
ტეილორმა დაამატა: "აქამდე არასოდეს შეგვიქმნია ალბომი, რომელზეც მხოლოდ სამმა ვიმუშავეთ. არავითარი სხვა კოლაბორატორი არ გვყოლია. ჩვენ სამმა შევქმენით ძალიან ფოკუსირებული ალბომი... მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ელვა ბოთლში გამოვამწყვდიეთ. შვიდი თუ რვა წელია ერთად არ გვიმუშავია." სვიფტის თქმით, მაქს მარტინი და შელბეკი "თავიანთ სფეროში გენიოსები არიან."
როგორც სვიფტი იხსენებს, ალბომზე მუშაობისას მაქს მარტინს უთხრა: "მინდა ამ ალბომით ისე ვიამაყო, როგორც Eras Tour-ით."
შემდეგ მან დაამატა: "ეს ალბომი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გადამდები სიხარულის, სიგიჟის, დრამატულობის პერიოდში შეიქმნა, და ეს ენერგია ამ ჩანაწერში ცალსახად იგრძნობა."
კელსიმაც შეაფასა თავისი შეყვარებულის ახალი ნამუშევარი: "ის გაცილებით მეტად მხიარულია, უფრო ენერგიული პოპი, ნამდვილად დიდი განსხვავებაა Tortured Poets-ის ბევრ ტრეკთან შედარებით." სვიფტმა, რომელიც შეყვარებულს უმზერდა, დაუმატა: „ცხოვრება უფრო მხიარულია.“
ალბომის თემატიკა
ტეილორ სვიფტის ფოტო ალბომისთვის "The Life of A Showgirl"
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
სვიფტის თქმით, The Life of a Showgirl-ის თემა არის "ყველაფერი, რაც კულისებს მიღმა ხდებოდა." მისი მთავარი მიზანი იყო შეექმნა "მელოდიები, რომლებიც იმდენად გადამდებია, რომ თითქმის გაღიზიანებთ, და ტექსტები, რომლებიც ისეთივე მკვეთრი და ნათელია, როგორც ვიზუალური სურათები — მთლიანად განზრახული და ფოკუსირებული."
ვიზუალები და კონცეფცია
"The Life of A Showgirl"-ის გარეკანი
ფოტო: Mert Alas, Marcus Piggot
სვიფტმა განაცხადა, რომ ალბომის ვინილში უამრავი ფოტო და ერთი ლექსიც იქნება. მდიდრული, შოუს გოგოს სტილზე შთაგონებული ვიზუალები გადაიღეს მერთ ალასმა და მარკუსმა — "ჩემი ორი საყვარელი ფოტოგრაფი," — თქვა მომღერალმა მათზე აუბრისას. ამავე წყვილს ეკუთვნის სვიფტის ალბომის, Reputation-ის გარეკანიც.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორი გამოვიდა ეს ფოტოები," — თქვა მან New Heights-ში. მოგვიანებით დაამატა: "ამ პროექტის მიმართ იმდენად შემოქმედებითი ენთუზიაზმი მქონდა, რომ ვთქვი — სრულად ვიხარჯები. ეს არის სრული ჩაძირვა მუსიკაში. ამ ჩანაწერზე ისე ვზრუნავ, რომ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია."
სტაფილოსფერის მნიშვნელობა
ტეილორის ახალ ეპოქას მკვეთრი ციტრუსის ფერი ტონი განსაზღვრავს. Eras Tour-ის გარკვეულ კონცერტებზე სვიფტმა სცენაზე ფორთოხლისფერი კონფეტები და სამოსი გამოიყენა — ფერი, რომელიც არცერთ წინა "ერას" არ უკავშირდება. ბევრმა ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ეს ფერი დაკავშირებული ყოფილიყო ახალი ალბომის თემასთან ან ვიზუალურ იდენტობასთან. ეს თეორია გაძლიერდა 11 აგვისტოს, როცა Taylor Nation-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სვიფტის 12 ფოტო ფორთოხლისფერ სამოსში.
სვიფტმა ფერის შერჩევა ასე განმარტა: "ეს ზუსტად ასახავს იმ ენერგიას, როგორიც მქონდა ალბომზე მუშაობისას. ეს ჩანაწერი ეხება იმას, რაც ჩემს შინაგან ცხოვრებაში ხდებოდა ამ ტურის დროს — სიხარულს, ენერგიასა და სიკაშკაშეს."
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
კომენტარები