ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება — საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში Galt & Taggart ჩაერთო
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბუნების დასაცავად და ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს.
ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა და ფრინველის სიმბოლოს იყენებენ იმისთვის, რომ ერთად შეიტანონ საკუთარი წვლილი ბუნების დაცვის პროცესში.
ამჟამად საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart.
Galt & Taggart საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებელს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც ეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. კომპანია მხარს უჭერს სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ინვესტორებს, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, როგორც საქართველოში, ისე რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.
“ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, ბრენდის ღირებულება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიისადმი სანდოობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია იმ სიკეთეების გაზომვა, რომელსაც ორგანიზაცია ქმნის, როგორც საზოგადოებისთვის, ისე გარემოსთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული დიდ ბრენდებსა და კომპანიებზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივას, რომელიც ორგანიზაციებს მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში“, — აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორთა მოლოდინებსა და საბაზრო ტენდენციების გამოსახატად დამკვიდრებულია ხარისა და დათვის სახით ძლიერი ცხოველების სიმბოლური გამოყენება. Galt & Taggart-ის მიზანი კი იყო მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონე რეგიონისათვის დამახასიათებელი ცხოველის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Galt and Taggart-მა მის ლოგოდ შეარჩია კავკასიის ენდემური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა კავკასიური ჯიხვი. ეს უნიკალური ცხოველი მისი სისწრაფით, მოძრაობის სიზუსტითა და სიმტკიცით ეხმიანება და გამოკვეთს Galt & Taggart-ის ღირებულებებსაც — კომპანიის პროფესიონალიზმს, სტაბილურობასა და განვითარებისკენ უწყვეტ სწრაფვას.
"გალტ & თაგარტი ლოგოში კავკასიურ ჯიხვს იყენებს, რაც საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ჩვენს ჩართულობას კიდევ უფრო მეტ სიმბოლურობას ანიჭებს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ინიციატივის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების დაცვის პროცესში“ , — აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
კომენტარები