როგორ ყალიბდება დედამიწის მსგავსი პლანეტები — კვლევა
მეცნიერებს აქვთ თეორიები თუ როგორ ყალიბდება კლდოვანი პლანეტები, ისეთი როგორიცაა დედამიწა. და აი ახლა, დიდი ხნის ჰიპოთეზას მხარდამჭერი გამოუჩნდა, ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელეკოსპია.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები დიდი ხნის თეორიას უჭერს მხარს. მეცნიერებმა ამისთვის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემები გაანალიზეს. სუბარია მტვრისა და ქანების გაერთიანებაზე, რაც საბოლოოდ ისეთ პლანეტას გვაძლევს, როგორიც ეს ჩვენი დედამიწაა.
მარტივად რომ ვთქვათ, თეორია შემდეგია: როდესაც პაწაწინა, ყინულით დაფარული მასალა პროტოპლანეტარული დისკის გარე მონაკვეთში ერთმანეთს ეჯახება, ის კარგავს იმპულსს. ეს საბოლოოდ პლანეტის ჩანასახს მზისკენ უბიძგებს, უფრო თბილ ზონაში, სადაც ყინულის დნობა იწყება.
სწორედ ამ წვრილი ნამსხვრევებისა და წყლის ორთქლის რგოლიდან იქმნება კლდოვანი პლანეტები. მიუხედავად ამისა, აქამდე ამ თეორიის გასამყარებლად არგუმენტები საკმარისი არ იყო.
სწორედ აქ გამოიყენეს ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემები. ვების საშუალო დიაპაზონის ინფრაწითელი კამერით გადაღებული მაღალი გარჩევადობის სურათები პროტოპლანეტარული დისკის ორი სახეობის შესასწავლად გამოიყენეს. საუბარია კომპაქტურსა და გაფართოებულ დისკებზე.
როგორც სახელები გვეუბნება, გაფართოებული ვერსიები უფრო დიდია და შედგება წნევითა და გრავიტაციით გამოყოფილი განსხვავებული რგოლებისგან, ხოლო კომპაქტური პროტოპლანეტარული დისკები უფრო მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ყინულოვან მასალებს ნამდვილად შეუძლიათ გადაადგილება პროტოპლანეტურ დისკებზე. ეს უფრო ადვილად კომპაქტური დისკების შემთხვევაში ხდება.
"ახლა ჩვენ რეალურად გვაქვს მტკიცებულება, რომ კონკრეტული ზონები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. ეს ის მოდელია, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ჩამოყალიბების ასახსნელადაც გამოსადეგია", — თქვა პლანეტარულმა მეცნიერემა, კოლეტ სალიკმა.
როგორც კომპაქტური, ისე გაფართოებული დისკების მონაცემების შედარებით, მკვლევრებმა შეძლეს სიმულირება იმის თუ როგორ ყალიბდება კლდოვანი პლანეტები. ეს მხარს უჭერს იდეას, რომ სამშენებლო მასალებს შეუძლიათ დისკის შიგნით გადაადგილება. საუბარია ფენომენზე, რომელიც უფრო ეფექტიანი კომპაქტურ დისკების შემთხვევაშია.
მკვლევრების თქმით, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომელიც ჯიემს ვების ტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების გაანალიზებით მოხდა. ახლა მათ კვლვების გაგრძელება და თეორიის საბოლოოდ დახვეწა სურთ.
კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები