ვასო ურუშაძე

24 Oct. 2023, 12:46

დღეს ქალაქში ყოველდღიურ პრობლემად იქცა საცობები, რომელსაც თამამად შეგვიძლია დავარქვათ კალაძის საცობები. ის რაც ქალაქში ხდება, ეს არის კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის კრახი. ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ საათობით დგომა საცობში და ეს არის გამოწველი იმ არასწორი პოლიტიკის, იმ კორუფციული ინტერესების გამო, რომელიც ამოძრავებს კახი კალაძეს და მის გუნდს. გმირთა მოედანი არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა თბილისის მერი და როგორ ასრულებს დაპირებებს, რომელი დაპირებითაც ის მოვიდა მერის თანამდებობაზე და თბილისელებს ჰპირდებოდა, რომ თბილისში აღარ იქნებოდა საცობები, რომ თბილისში გამართული იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოწყობილი იქნებოდა ინფრასტრუქტურა და ა.შ. რეალურად, დღეს ჩვენ ვართ კახი კალაძის ტყუილების ტყვეობაში და ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადაადგილებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ერთი უბნიდან მეორე უბნამდე მივაღწიოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს სპეციალური, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე…