გაიცანით ციფრული გუმბათი — ისრაელის რკინის გუმბათის ციფრული ვერსია
2023 წლის ივლისში The Week-ის რეპორტიორებმა ისრაელის "კიბერგუმბათი" გაგვაცნეს. სისტემა შემუშავების პროცესშია და მას ისრაელის რკინის გუმბათის ციფრულ ვერსიასაც უწოდებენ. კიბერუსაფრთხოებისთვის ახალი სისტემა ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას დაიცავს და ეს ონლაინ რეჟიმში.
სისტემა თელავივიდან დაახლოებით 90 წუთის სავალზე მდებარე დაწესებულებაში მუშავდება და ის მძლავრ ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
ონლაინ "რკინის გუმბათი"
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მასზე დიდი ინფორმაციის გავრცელება არ შეგვიძლია. ჩვენ ამისთვის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ვთანამშრომლობთ", — განაცხადა გაბი პორტნოიმ, ისრაელის ეროვნული კიბერუსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა.
"კიბერგუმბათის" პერსონალი მუშაობს იზოლირებულად და მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის თავდაცვის ძალებთან (IDF). ამასთან, პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და ისრაელის კომპანიებთან, როგორიცაა რაფაელი.
"ეს ტექნოლოგია უმნიშვნელოვანესია. სწორედ მსგავსი მიდგომა მოგვცემს დამშვიდების საშუალებას და იმის თქმის ულებას, რომ ისრაელის ციფრული სივრცე დაცულია", — თქვა პორტნოიმ.
ექსპერტების აზრით, "კიბერგუმბათის" შემუშავება ისრაელის კიბერუსაფრთხოებას შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს.
პორტნოის "კიბერგუმბათის" მიღმა ხელოვნური ინტელექტის გენერაციული პლატფორმებია, რომლებიც IDF-ის მიერაა შემუშავებული. სადაზვერვო სააგენტოები იყენებენ გენერაციულ AI პლატფორმებს, როგორიცაა ChatGPT, რათა სისტემებში შემომავალი ინფორმაციის დიდი ნაკადის კონტროლი მოხდეს. IDF ამ პლატფორმებს თავდაცვის ფარის შესაქმნელად იყენებს.
სისტემა ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სამხედრო პროგრამებს ახორციელებს. პორტნოის თქმით, ის ვინც ისრაელზე კიბერთდავდასხმას ფიქრობს უნდა იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება.
სისტემის საჭიროება ახლა კიდევ უფრო გაზრდილია და ეს განსაკუთრებით 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.
კომენტარები