შექმნეს ხელოვნური კანი, რომელსაც ბუნებრივის ჩანაცვლება შეუძლია
ვეიკ ფორესტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ბუნებრივი კანის ფუნქციას ასრულებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ჭრილობების, დამწვრობებისა და სხვა სახის კანის დაზიანებების სამკურნალოდ.
ის სხეულის ექვსი ტიპის უჯრედებისგანაა დამზადებული. ბიოპრინტირებული კანი მოიცავს სამივე ფენას: ჰიპოდერმისს, ეპიდერმისსა და დერმისს, რომლებიც ქმნიან ადამიანის ნამდვილ კანს.
მიდგომის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესამოწმებლად, მკვლევრებმა ბიოპრინტირება ღორის კანის ტრანსპლანტანტებზე მოახდინეს. ამით მათ ხელოვნური კანი ღორების ჭრილობებზე გამოიყენეს. შედეგად ცხოველების ჭრილობები შეხორცდა და კანის რეგენერაცია მოხდა.
"ეს დიდი პროგრესია და ამის გამოყენება მომავალში ადამიანებზეც შეგვეძლება", — აღნიშნულია კვლევაში.
ბიოპრინტირებული კანის საჭიროება
ბიოპრინტირებული კანი შეიძლება სასარგებლო იყოს პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ სერიოზული ჭრილობები ან დამწვრობები. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი აშშ-ში ყოველწლიურად მკურნალობს ასეთ ჭრილობებს.
მკვლევრების თქმით, შტატებში ეს სერიოზული პრობლემაა. ასეთ დროს, როგორც წესი, ექიმები კანის აუტოლოგიურ გადანერგვას მიმართავენ. ეს სამედიცინო პროცედურა ჯანსაღი კანის ადამიანის სხეულის ერთი ნაწილიდან დაზიანებულ ნაწილაზე გადანერგვას გულისხმობს.
მკურნალობა კარგად მუშაობს პაციენტების უმეტესობისთვის, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა: "ავტოლოგიური გადანერგვა კანის დიდი მოცულობას მოითხოვს. ამ მხრივ ექიმები ხშირად პრობლემას აწყდებიან", — ამბობენ მკვლევრები.
სწორედ აქ შემოდის ბიოპრინტირებული კანის საჭიროება. მეცნიერებს შეუზღუდავი ბიოპრინტირებული კანის შექმნა შეუძლიათ, ამისთვის მათ პაციენტის სხეულიდან მხოლოდ რამდენიმე უჯრედი სჭირდებათ.
ადამიანის კანის ბიობეჭდვის ალტერნატივა ლაბორატორიაში
მეცნიერები პაციენტის სხეულიდან ექვსი ტიპის უჯრედს გამოყოფენ: მელანოციტები, კანის ფიბრობლასტები, ფოლიკულის კანის პაპილას უჯრედები, ეპიდერმული კერატინოციტები, კანის მიკროვასკულარული ენდოთელური უჯრედები (DMECs) და ადიპოციტები.
"შედეგებმა აჩვენა, რომ ბიოპრინტირებული აუტოლოგიური კანი სწრაფად ახორცებს ჭრილობას. მომავალში ტექნოლოგიას ადამიანებზე გამოვცდით და ამით ჭრილობების მკურნალობა შეგვეძლება", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები