ჩვენი გალაქტიკა დეფორმაციას განიცდის — რატომ
ახალი კვლევის მიხედვით, უხილავი ბნელი მატერიის გიგანტური ბუშტი ჩვენი გალაქტიკის ფორმას ცვლის.
მეცნიერებს თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ირმის ნახტომი ბრტყელი დისკია, რომელშიც ორი სპირალური მკლავი დომინირებს. მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ის დახრილია.
დეფორმაცია ძირითადად გალაქტიკის საზღვრებთან ხდება, სადაც ზოგიერთი რეგიონი ქვევით იღუნება, ზოგი კი ზევით. ეს გალაქტიკას მოღუნული სომბრეროს იერს აძლევს. და აი ახლა, კომპიუტერულმა სიმულაციებმა გალაქტიკის დეფორმაცია შეიძლება ახსნან. მეცნიერებმა დასკვნები ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნეს.
"ეს შედეგები, ვარსკვლავური ჰალოების მონაცემებთან ერთად, იძლევა დამაჯერებელ მტკიცებულებას იმისა, რომ ჩვენი გალაქტიკა ბნელი მატერიის ჰალოშია ჩასმული", — ამბობენ მკვლევრები.
ბნელი მატერია მატერიის იდუმალი და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი ფენომენია. ის სამყაროს მატერიის 85%-ს შეადგენს, მაგრამ რადგან უშუალოდ სინათლესთან არ ურთიერთქმედებს სრულიად უხილავია.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
თუმცა, მეცნიერები ბნელი მატერიის გარემოზე ეფექტს აკვირდებიან. გარდა ამისა, ბნელი მატერიის არსებობაზე გარკვეული ვარსკვლავების გალაქტიკის ცენტრის გარშემო აჩქარებული ბრუნვა, შორეული სინათლის გამრუდება და გალაქტიკის ჰალოსთვის ფორმის მიცემა უთითებს.
გალაქტიკური ჰალო — ვარსკვლავების უზარმაზარი სფერო, რომელიც "ბნელი მატერიის ტბაზე" ფოთლებივით ცურავს — ირმის ნახტომის სპირალური მკლავების მიღმაა. 2022 წლის კვლევაში, ასტრონომებმა Gaia-ს გამოყენებით ის რეგიონი გამოიკვლიეს, რომელიც ირმის ნახტომის 2 მილიარდი ვარსკვლავის პოზიციებსა და მოძრაობას ასახავს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გალაქტიკურ ჰალოში მოქცეული ვარსკვლავები უცნაურად მოძრაობენ.
იმის დასანახად, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ჰალო ბნელი მატერიის ჰალოსთვის, მკვლევრებმა კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს. ამით მათ ახალგაზრდა ირმის ნახტომის სიმულაცია შეძლეს. სიმულაციაში გალაქტიკა დისკთან მიმართებაში 25 გრდუსით იყო დახრილი.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბნელი მატერიის ჰალოს, რომელიც დახრილია იმავე მიმართულებით, როგორც ვარსკვლავური ჰალო, გალაქტიკის დისკიდან გადახრა შეუძლია. და ეს ზუსტად ისე, როგორც ამას მონაცემები აჩვენებს", — ამბობენ მკვლევრები.
რამ გამოიწვია გალაქტიკის გარშემო ბნელი მატერიის გადახრა ჯერ არ ვიცით, მაგრამ სიმულაციების მიხედვით, ეს სხვა გალაქტიკასთან შეჯახების გამო უნდა მომხდარიყო. ამას შეიძლება ჰალოს 50 გრადუსით გადახრა გამოეწვია და ის ნელ-ნელა 20 გრადუსიან გადახრას დაუბრნდა.
კომენტარები