ინდოეთის მოქალაქე თბილისის აეროპორტში მომუშავეებს რასიზმში ადანაშაულებს
ინდოეთის მოქალაქე ქუშბუ კაუშალი თავისი ფეისბუკის გვერდიდან ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს, მიმართავს და იმ გამოცდილების შესახებ ყვება, რაც საქართველოს აეროპორტში გადახდა.
კაუშალის თქმით, მას თავისი შვებულების გატარება საქართველოში სურდა, რადგან მოხიბლული იყო საქართველოს ისტორიით, თანაც, საქართველოს მარტოდ მოგზაური ქალებისთვის მაღალი შეფასება ჰქონდა.
ტურისტის თქმით, ის თბილისის აეროპორტში 29 ივნისს, შუადღის 5 საათზე ჩამოფრინდა:
"თან მქონდა ჩემი ვიზა, წერილი დამსაქმებლისგან, რომ შვებულებაში ვიყავი და არდადეგების შემდეგ სამსახურში დავბრუნდებოდი, ბანკის ამონაწერი, სასტუმროს ჯავშანი და ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევა".
კაუშალის თქმით, მას პასპორტის შემოწმების შემდეგ მოსთხოვეს სხვა მაგიდასთან გადანაცვლება, მისი საბუთების გადამოწმების მიზნით. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, მას ოფიცერი გაესაუბრა, სადაც ჰკითხეს მგზავრობის მიზანი:
"მან ჩემს საბუთებს კიდევ ერთხელ ჩახედა და ხუმრობაც მოაყოლა. რადგან აქამდე ყველაფერი თავაზიანობის ფარგლებში გრძელდებოდა, ველოდი, რომ თანხმობას მალე მივიღებდი და დაღამებამდე რამდენიმე ადგილის ნახვას მოვასწრებდი".
მოგზაურის თქმით, ამის შემდეგ, მას ერთ-ერთმა ოფიცერმა დალოდება მოსთხოვა, რის შემდეგაც, ის იმიგრაციის განყოფილების რკინის, ცივ, არაკომფორტულ სკამზე ორი საათი ელოდა პასუხს, ხოლო როდესაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ითხოვა, ყვირილით მოსთხოვეს კუთხეში დაჯდომა:
"ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი. ამის შემდეგ, ყოველთვის, როდესაც რაიმე კითხვით მივმართავდი ოფიცერს, ის უხეშად მელაპარაკებოდა და მიყვიროდა. მითხრა, რომ არ მეტყოდნენ მიზეზს, რატომ არ მიშვებდნენ საქართველოში. არ ვიცოდი, რა იყო ჩემი შეცდომა, რამდენი ხანი მომიწევდა ლოდინი და როდის გამიშვებდნენ სახლში და რაც ყველაზე ცუდი იყო, სრულიად მარტო ვიყავი და ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების მეგობრულობაზე სრული სიცრუე იყო.
ამასთან ერთად, 6 საათის განმავლობაში არ შემომთავაზეს არც წყალი და არც საჭმელი. არც მას შემდეგ მომცეს, რაც გამუდმებით ვევედრებოდი ერთ-ერთ ოფიცერს. განა უბრალოდ ვითხოვდი, ვეხვეწებოდი. დეჰიდრირებული და მშიერი ვიყავი, საშინლად მტკიოდა თავი და მთელი სხეული".
კაუშალის თქმით, შვიდსაათიანი ლოდინის შემდეგ, დილის 12 საათზე მას საჭმლის და წყლის ყიდვის უფლება მისცეს და მოსთხოვეს დამჯდარიყო იზოლირებულ ოთახში.
"ეს იმისთვის, რომ სხვა მგზავრებს არ ენახათ, როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლები. ორსაათნახევრის შემდეგ შემოვიდა იმიგრაციის ერთ-ერთი ოფიცერი და დამიყვირა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, რადგან რეისი, რომელიც ინდოეთში დამაბრუნებდა უკვე მზად იყო. როდესაც პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს, რომ არ მომცემდნენ, სანამ მუმბაიში არ ჩავიდოდი".
მოგზაური ქალის თქმით, საქართველოში გატარებული საათები მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი და საშიში გამოცდილება იყო.
ქუშბუ კაუშალის თქმით, ინდოეთში მას უთხრეს, რომ მისი საქართველოში არშეშვების მიზეზად ქართული მხარე ყალბი საბუთებისა და მოგზაურობის მიზეზის ვერწარდგენას ასახელებდა, თუმცა, მისი თქმით, მისი საბუთები კანონიერი იყო და არ ესმის, პასპორტის კონტროლის შემდეგ გავლილი გასაუბრების შემდეგ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ოფიცერმა.
მისი თქმით, მას დაუბრუნეს დაზიანებული პასპორტი, რომლითაც, სავარაუდოდ ასლი, გააკეთეს. ის დასძენს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოველდღიურად ინდოელი მოგზაურების 90%-ს საქართველოდან უკან აბრუნებენ, რასაც ის რასიზმს უკავშირებს.
ინდოელი მოგზაურის თქმით, მან ინდოეთის და საქართველოს ურთიერთობაზე, ტურიზმის მხრივ, ინფორმაცია შეაგროვა, იმის გამოსარკვევად, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ეროვნების მიმართ სავარაუდო სიძულვილის მიზეზი. როგორც ის წერს, მან აღმოაჩინა, საქართველოს მთავრობამ ინდოელი ფერმერები მიიწვია იმ მიწებზე სამუშაოდ, რომლებზეც ქართველებს მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. ქუშბუ კაშალი სწორედ ამას უკავშირებს მისი ეროვნების მიმართ გამოხატულ სიძულვილს იმიგრაციის ოფიცრების მხრიდან.
იხილეთ შსს-ს განმარტება აღნიშნულ საკითხზე.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვათურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია თურმე სპაიდერმენის სამივე შეყვარებულს ჩოგბურთელის როლიც მოურგია
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები